x
image
პოკაჰონტასი
მეიზი უილიამსი - ვინ არის არია სტარკის გმირი, სერიალიდან "სამეფო კარის თამაშები" (+ფოტოები)
image
სახელი და გვარი: მარგარეტ კონსტანს უილიამსი
დაბადების თარიღი: 15 აპრილი, 1997 წელი
დაბადების ადგილი: ბრისტოლი, ინგლისი
ეროვნება: ინგლისელი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2011 წლიდან
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 155 სმ
წონა: 40 კგ


ინგლისელი მსახიობი, მარგარეტ კონსტანს "მეიზი" უილიამსი, დაიბადა ინგლისის ქალაქ ბრისტოლში. იგი ყველაზე უმცროსია ოთხ დედმაშვილს შორის. მეიზიმ საშუალო განათლება Clutton Primary School - ში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა Norton Hill School - ში განაგრძო. აგრეთვე, გოგონა საშემსრულებლო ხელოვნებას დაეუფლა Bath Dance College - ში.

მეიზი უილიამსი, სამსახიობო ასპარეზზე 2011 წლიდან გამოჩნდა. მისი დებიუტი შედგა ამერიკულ ფენტეზსა და დრამატულ სატელევიზიო სერიალში "სამეფო კარის თამაშები" ("Game of Thrones"). ნამუშვარმა თაყვანისმცემელთა ურიცხვი რაოდენობა შეიძინა, ხოლო მეიზიმ, მასში განსახიერებული არია სტარკის პერსონაჟით, უდიდესი პოპულარულობა მოიპოვა. ახალგაზრდა მსახიობი მრავალ ნომინაციაზე წარადგინეს. მან 15 წლის ასაკში ჯილდო მიიღო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

მეიზი უილიამსი უკვე არაერთ სერიალშია გადაღებული. აგრეთვე, იგი უკვე დამტკიცებულია რამდენიმე ფილმში, რომელიც მალე გამოვა ტელეეკრანებზე, მათ შორისაა "X-Men: The New Mutants", სადაც მეიზი ერთ-ერთ მთავარ გმირად მოგვევლინება.



რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ახალგაზრდა მსახიობი შეყვარებულია. იგი ურთიერთობაშია ოლი ჯექსონთან. მეიზის რჩეული საზოგადოებისთვის ცნობადი სახე არაა.



ფილმოგრაფია:

2012 - "The Olympic Ticket Scalper" (სიუ)
2012 - "The Secret of Crickley Hall" (ლორენი)
2013 - "Up on the Roof" (თრიში)
2014 - "Robot Chicken"
2014 - "The Falling" (ლიდია)
2015 - "Cyberbully"
2015 - "Seafret: Oceans"
2015 - "Doctor Who"
2016 - "The Book of Love" (მილი)
2016 - "Regardez"
2017 - "Corvidae" (ჯეი)
2017 - "iBoy" (ლუსი)
2011-2017 - "Game of Thrones" (არია სტარკი)
2017 - "Mary Shelley" (იზაბელ ბაქსტერი)
2017 - "Stealing Silver" (ლეონი)


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

მეიზი უილიამსი და მისი რჩეული - ოლი ჯექსონი
image







ასევე დაგაინტერესებთ:


კეტრინ უინიკი - ვინ არის ლაგერტა, სერიალიდან "ვიკინგები" (+ფოტოები)

image



ვინ არიან ძმები, სარფი და მერტი, რომლებზეც კიდევ დიდხანს ისაუბრებენ (+ფოტოები)

image



ბენსუ სორალი - ვინ არის ულამაზესი თურქი მსახიობი, სერიალიდან "ძმა" (+ფოტოები)

image



ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში "პატარა", თურქული სერიალიდან "ძმა"

image



დამლა ჯოლბაი - ვინ არის მშვენიერი თურქი მსახიობი, სერიალიდან "ძმა" (+ფოტოები)image







0
149
3-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0