შოუბიზნესი ნიკა გვარამია სტეფანე მღებრიშვილზე:" ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო." 2017, 19 სექტემბერი, 18:08 "ნიჭიერის" მორიგ შოუს როგორც იცით აწი უკვე ტელეკომპანია "იმედი" უმასპინძლებს. ტელეშოუს ჩაწერები უკვე დაიწყო. ცნობილია ისიც, თუ ვინ არიან ახალი ჟიურის შემადგენლობაში.
ჟიურის შემადგენლობაში არიან ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები:პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა, რუსკა მაყაშვილი, (აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხმძიმედაა), სტეფანე მღებრიშვილი და სიახლე ისაა, რომ ჟიურიში მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს ვიხილავთ. ჟიურის შემადგენლობაში სტეფანე მღებრიშვილის გამოჩენამ განსაკუთრებით "რუსთავი 2''-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააღეზიანა და მეგა შოუების პროდიუსერის დავით იმედაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე შემდეგი კომენტარი დაურთო: "ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა :))) სრულიად ურცხვი" იქვე კიდევ ერთ კომენტარს პასუხობს:"ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანია და მსგავსი ყ****თ. აჰა, დატკბით" 464 7-ს მოსწონს 1-ს არა
|