x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოპარული ბედნიერება


- სულ შენი ბრალია!
- რა არის ჩემი ბრალი?
- რომ წაიქცა.
- მე დავუდე ფეხი? რატომ მაბრალებ?!
- არ გაბრალებ. უბრალოდ ვიცი რა ეშმაკის ფეხი გაქვს?!
- ფეხი?! ჰმ?!.. შენ მეუბნევი, რომ წაიქცა და ბრალს მდებ, მაგრამ შეხედე თითონ რა კმაყოფილია?! ნუთუ ამად არ ღირდა?! თავდავიწყებას არის მიცემული, ქვეყნად აღარავინ ახსოვს „ბედნიერია“
- ბედნიერია? შენ რას ეძახი ბედნიერებას?
- ბედნიერება ბედნიერებაა. რავი აბა?! როცა კმაყოფლი ხარ.
- შენ რომ იცოდე რა არის ბედნიერება, მაგას არ იტყოდი. ბედნიერება ხორციელი სიამოვნება არ არის. ბედნიერების ჭეშმარიტი გაგება, მხოლოდ ადამიანს ძალუძს. თქვენ კი ხორციელ სიამოვნებაში პოულობთ ბედნიერებას.
- ნუ ფილოსოფოსობ! ზუსტადაც! განცდილი სიამოვნებაა ბედნიერება. დაუცხრომელი ჟინის მოკვლა, მიუღწეველის მიღწევა., ქურდობაც რომ დაგჭირდეს, უნდა იბრძოლო შენი ბედნიერებისთვის. ძალიან მარტივია ყველაფერს თუ დაივიწყებ და შენ სანატრელ წუთებს დაუწყებ ძებნას. ხომ გაგიგია „მიზანი ამართლებს საშუალებას“
- კი მაგრამ, ამ წუთიერი განცდისთვის, ნუთუ ამდენი რამ არის საჭირო?! ნუთუ ბრძოლაში გამარჯვებაა ბედნიერება?! გინდა თქვა რომ ცხოვრება ბრძოლის ველია?
- ზუსტად მიმიხვდი თეთრო ანგელოზო! ზუსტად! ვიცოდი რომ ოდესმე მეც გამიგებდი.
- არა მე არ მესმის შენი. ცხოვრება ბრძოლის გარეშეც ძალიან ლამაზია.შეუცნობადი და ამოუხსნელი. მე ჩემმა გამჩენდა შთამაგონა, რომ თვით ადამიანია ბედნიერება და არა მოპარული აბსტრაქტული განცდები.
- რა პრიმიტიულად აზროვნებ?!
- მაშინ რა არის სინდისი?ძარღვები და ძაფები ადამიანის სულს რომ ამოძრავებს?! ურთიერთობები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებთ. რანი ვართ თუ ძილის დროს ერთმანეთს „ბედნიერებას“ მოვპარავთ?
- ყველაფერი ბრძოლაა. ადამიანები ნეტარებისთვის ჭამენ ერთმანეთს, ჭიებივით ეხვევიან. ზოგჯერ გლეჯენ და კლავენ კიდეც. ბედნიერება ზუსტად ამ ბრძოლაში გამარჯვებაა. ბრძოლაში, სადაც ყველა ხერხი გამართლებულია. მერე რა თუ ვინმეს გული ეტკინება, მოვა დრო და ისიც ატკენს სხვას.
- არა! აღარ მინდა შენი მოსმენა. მე არ მჯერა შენი. ცდები თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ ბრძოლაში გამარჯვებაა ბედნიერება. ბედნიერებისათვის ბრძოლა არ არსებობს, ის თავისით მოდის, მხოლოდ შენარჩუნებისთვის შეგიძლია ბრძოლა. თუ იბრძოლებ გამარჯვებულს, შენარჩუნებისთვის ძალა აღარ გეყოფა. გეთანხმები რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ბედნიერებისთვის, . ეძებენ, მაგრამ მალევე კარგავენ, ხოლო უფალი ვინც არ ეძებს, ასაჩუქრებს სამუდამო ბედნიერებით. ვინც არ იბრძვის და სხვას არ ტკენს გულს მისთვის იმეტებს.
- უფალი? მაგან რა იცის რა არის ბედნიერება?! რომ იცოდეს, ამდენ ხალხს არ გააჩენდა ერთმანეთის საჯიჯგნად. ჩემნაირად ვინც აზროვნებს ყველას ვეხმარები. მართალია ჩემი გაჩენილები არ არიან, მაგრამ ხედავ მიზანს როგორ აღწევენ და როგორი ბედნიერები არიან?! შენ კიდე მეუბნევი ფეხი დაუდეო.
- ცინიკოსი ხარ! უფლის განგება დიდია. შენ წითელ კანში გახვეული უსახური არსება ხარ, ყოველთვის ეწინააღმდეგები თეთრს, ნათელს და ჭეშმარიტებას. შენ უძვრები ადამიანს გონებაში და სპობ მათ ტვინის უჯრედებს, მართავ როგორც გინდა. პოულობ უმწეო, იმედგაცრუებულ, ყოვლად გამოუსადეგარ ადამიანებს და მათ შენ აზრებს ყოველგვარი სინდიდსსის გარეშე ახვევ. არწმუნებ რომ ბედნიერების მოპოვება შესაძლებელია, თუნდაც ძალადობით, მაგრამ არ აფრთხილებ, რომ მათ ამის გამო მოეკითხებათ. შენ კი ამ გონებით უმწეო ადამიანებს იქვემდებარებ და მართავ, როგორც გინდა ისე. აჯდები ცხვირზე და აცლი შუბლიდან უხილავ სინდისის ძარღვს.
- ჰმ! რა სულელი ყოფილხარ?! დავიღალე შენთან ლაპარაკით. ნახე რამდენი ადამიანი მელოდება დედამიწაზე ბედნიერების მოლოდინით.
- მე გეტყვი შენ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენნაურად არ ვაზროვნებ. ჩემი ჭეშმარიტი ბედნიერება, სწორედ მაგაშია. მეც მოვდივარ დედამიწაზე, რომ განახო რა არის ბედნიერება?! რომელი უფრო გრძნობს ხორცი თუ სული?! შენ ვერ გაბედავ იმ ადამიანებთან მისვლას, რომელიც უფალმა დაასაჩუქრა, იმიტომ რომ მეც მათთან ერთად ვქნები, რომ შენმა დამოძღვრილმა მოწაფეებმა არ მოპარონ როცა ეძინებათ.


image

0
52
11-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0