x
image
natia.a
"ემილიომანია" ანუ სახიფათოა თუ არა ბავშვისთვის სხვისი გართობის ვიდეოების ყურება
image


- დე, ჩამირთე ემილია რა, - თუ ჩემს 3 წლის გოგონას ამ სურვილს შევუსრულებ, შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ მინიმუმ ნახევარი საათი მაინც თავისუფალი ვიქნები და ნებისმიერი საოჯახო საქმით შემეძლება დავკავდე.

youtube-ზე განთავსებული, პატარა ემილიას გართობის ამსახველი ვიდეოები, რომლის გადაღებაშიც მთელი ოჯახია ჩართული, დღეს არნახული პოპულარობით სარგებლობს 3-დან 5 წლამდე (და შეიძლება უფრო მეტი) ასაკის ბავშვებში. შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ემილია ბავშვების საყვარელ პერსონაჟად იქცა, ხოლო მისმა ვიდეოებმა უკან ჩამოიტოვა ტრადიციული მულტფილმები.


და მაინც, რას წარმოადგენს ამგვარი ვიდეოები?


image
თუ ემილი.ტვ ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში ერთადერთი არხია, მსგავსი ტიპის ვიდეოები სხვა ენებზე ძალიან დიდი რაოდენობით გვხვდება. მშობელი ვიდეოზე იღებს შვილის გართობას: ახალი სათამაშოებით თამაშს, კინდერ სიურპრიზების გახსნას, ატრაქციონებზე ან საბავშვო ცენტრებში გართობას, სავაჭრო ცენტრში სიარულს, კანფეტებით სავსე აბაზანაში ჩაწოლას და ა.შ. მოკლედ, ამ ვიდეოების ყურების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ვიდეოს პატარა გმირების მშობლები ნამდვილი ჯადოქრები არიან და შვილებს აურაცხელი სიურპრიზით, საჩუქრით, სათამაშოებით ავსებენ.

რა აზრის არიან მშობლები ამგვარ ვიდეოებზე?


image
"ბავშვს არ ვიცი, მაგრამ მე კი ძალიან მადგება" - ნახევრად ხუმრობით ამბობს ორწლინახევრის ნინის დედა.

"სარგებელი ალბათ არაფერია, თან კარგადაც ვერ ლაპარაკობს, მამაც რაღაცნაირად უჩლიფავს ენას, მაგრამ ბავშვს მოსწონს და უყურებს, " - თვლის 4 წლის ნიაკოს ძიძა.

"ერთი ამბავი გამახსენდა: მაღაზიაში შევედით მე და მარიკო, კარაქი მქონდა საყიდელი, ვ---ს ვყიდულობ ხოლმე, როგორც წესი. უცბად მარიკო ხელიდან დამისხლტა და ერთი კოლოფი "ბებო გენაცვალოს" ჩაიხუტა გულში. არ მომეშვა სანამ არ მაყიდინა. არადა კარაქი კი არა, მარგარინი ყოფილა. მაგრამ ემილიაში გაუკეთეს რელამა და ხომ გესმით, " - იცინის კიდევ ერთი მშობელი.

"კომპიუტერში უყურებს ხოლმე ზოგჯერ რაღაცეებს მათ შორის ემილიასაც. არ ვუკრძალავ უბრალოდ მეც მასთან ერთად ვუყურებ ხოლმე და ზოგიერთი რამ რაც არ მომწონს ვუხსნი ხოლმე. შედეგი გვაქვს ძალიან კარგი. ემილია რო რუსულ სიტყვებს ურევს ელენემ მათი შესატყვისები იცის ქართულად. ვერ ზემოქმედებს ვერც ემილია და ვერც ვერაფერი ბავშვზე რომელსაც აქვს მოსიყვარულე გარემო მისთვის მოცლილი ოჯახის წევრები, დედა, როცა ბავშვს თავისი სათამაშო სამყარო აქვს და ეთამაშება დედა." (თბილისის ფორუმი).

"საქართველოში უმეტესად გაჭირვებული ბავშვები არიან ამდენი საჭმლის გაფუჭება ვითომ რამეს აკეთებენ, უამრავ ქინდერს ხსნიან ზოგს ერთის ყიდვაც არ შეუძლია, უამრავი ნაყინი და კიდევ რავიცი რა რომელი ერთი ჩამოვთვალო. მერე ბავშვი რომ მოგთხოვს რა უნდა ქნა. ემილია თვითონ ძალიან კარგი ბავშვია".



image
ფსიქოლოგთა აზრით კი მსგავსი ვიდეოების ყურება შეიძლება როგორც სასარგებლო, ასევე საზიანოც იყოს, მთავარია მშობელმა სწორად "აყურებინოს" ბავშვს.

რა სარგებელი მოაქვს ამგვარ ვიდეოებს?


image

ფსიქოლოგთა აზრით, მსგავსი საბავშვო არხების ყურება სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გარკვეულწილად ინფორმატიულია: ბევრ მათგანში ნაჩვენებია, როგორ ასწავლის მშობელი (ან რომელიმე მოზრდილი) ბავშვს ანბანს, ფერებს, თვლას, სხვადასხვა პროფესიებს, ქცევის წესებს და ა.შ. ამით მაყურებელი ბავშვიც სწავლობს იმავეს, თან ერთობა და სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთს ერწყმის.



ასევე კარგია, თუ თავად მშობლებიც ნახავენ მსგავს ვიდეოებს და მიხვდებიან, რომ საკმარისი არ არის ბავშვისთვის მხოლოდ სათამაშოს ყიდვა - უფრო მნიშვნელოვანია, მშობელმა თავად მიიღოს მონაწილეობა ახალი სათამაშოთი თამაშში, ასწავლოს ბავშვს როგორ უნდა ითამაშოს, რაში შეიძლება გამოიყენოს და ა.შ ამით ბავშვს ინტერესი უღვივდება, სწავლობს და თან გრძნობს მშობლის მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

რა ზიანი მოაქვს მსგავსი ტიპის ვიდეოებს?


image
ბავშვს მოსწონს თანატოლის გართობის ყურება, მაგრამ უჩდება სურვილი მასაც ჰქონდეს მსგავსი სათამაშოები. იგი, რა თქმა უნდა სთხოვს მშობლებს უყიდონ სასურველი ნივთი, უარის მიღების შემდეგ იმედი უცრუვდება. საბოლოო ჯამში ყოველივე ამან შეიძლება ბავშვში არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოაყალიბოს.

ბავშვი თვალს ადევნებს სხვის თამაშსა და ცხოვრებას იმის მაგივრად, რომ თავად ითამაშოს და საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს. ამ ყველაფერმა შეიძლება შედეგად ახალი ტიპის დამოკიდებულება –"ემილიომანია" (პირობითად, რა თქმა უნდა) გამოიწვიოს, რომლისგანაც თავის დაღწევა არც თუ ისე მარტივი იქნება.



არის იდევ ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ ღირს დაფიქრება. საიდუმლო არავისთვისაა, რომ მსგავსი ტიპის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს და ავტორები (ამ შემთხვევაში "პერსონაჟი" ბავშვის მშობლები) საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებენ. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ემილიას ინგლისელი "კოლეგების" პატარა მარკისა და რეას (გვარს არ ასაჯაროებენ) ვიდეოები, რომლებსაც დღიურად 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, წლიური შემოსავალი კი 2015 წელს, 1 მილიონ დოლარს შეადგენდა. შთამბეჭდავია ასევე ოდესელი კეტისა და მაქსის არხები, რომლებიც თვეში 100 ათას დოლარს გამოიმუშავებს. როგორც ცნობილია, ტრადიციული ფილმებისა თუ სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში არასწრულწლოვანთა მონაწილეობა კანონით რეგულირებადია, შესაბამისად, მკაცრად არის რეგლამენტირებული ის, თუ დღეში რამდენი საათი შეიძლება იმუშავოს ბავშვმა. YouTube-ის პატარა ვარსკვლავები კი ამ მხრივ დაუცველნი არიან და მხოლოდ მშობელთა გონიერებასა და კეთილ ნებას არიან მინდობილნი.


image
ამგვარად, სანამ პატარას კომპიუტერის ეკრანთან მივუშვებთ, ჯერ თავად უნდა გავაანალიზოთ რამდენად სასარგებლოა ან საზიანოა ეს მისთვის და, რაც მთავარია, ყოველთვის დავიცვათ ზომიერების გრძნობა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ამ სკოლაში გენიალური მეთოდი მოიფიქრეს ბავშვებისთვის კითხვის შესაყვარებლად

image

2. დავალებამ, რომელიც ამ მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცა, ინტერნეტი დაიპყრო

image

3. როგორ მივაჩვიოთ ბავშვი, რომ არ შეგვაწყვეტინოს საუბარი - მარტივი მეთოდი

image

4. როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს - მეთოდი, რომელმაც მთელი მსოფლიოს მშობლები აღაფრთოვანა!

image

5. როგორ მოვამზადოთ "ტყლარწი" სახლში - 2 იაფი და ეფექტური ხერხი

image

6. პირველკლასელმა გოგომ მამას ქალსა და კაცს შორის განსხვავება ისე აუხსნა, რომ კაცი შოკში ჩავარდა - იხალისეთ!

image

7. როგორ აჯობა მოხერხებულმა სტუდენტმა შურისმაძიებელ პროფესორს - ამბავი, რომელიც გაგახალისებთ

image

4
3854
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3854
  
2017, 20 სექტემბერი, 16:41
ძალიან ცუდი სენია, ჩემი აზრით, ეს "ემილიომანია". მე დიდი შვილები მყავს და ასეთ საიტებს ნაკლებად ვიცნობ, მაგრამ ფაქტია, რომ მშობლებიც შეცვალა ინტერნეტომანიამ. სულ პატარა მაგალითი: დღეს ქალაქის ტრანსპორტით ვიმგზავრე. ჩემ წინ დედა-შვილი იჯდა-ბიჭუნა 6-7 წლის, სკოლის ჩანთით და დედა-ახალგაზრდა, მოდურად ჩაცმული ქალბატონი ხელში ტელეფონით და ყურებში ყურსასმენებით. ბიჭუნა მოწყენილი იჯდა და ხელსი წყლიან ბოთლს ათამაშებდა. დედა მესიჯობიით იყო გართული და შვილისაკენ არც იხედებოდა. ბავშვმა რამდენჯერმე მიმართა; დედა, მაგრამ დედამისს არ გაუგონია. ბიჭუნამ, ეტყობა არ იცოდა რა გაეკეთებინა და წყლიანი ბოთლი გახსნა და პირქვე დააყირავა. წყლის ნაწილი გვერდით მჯდომ მამაკაცს, ნაწილი კი თავად ბავშვს გადაესხა სარვალზე და სულ გაწუწა. დედამ მხოლოდ მასინ მიიხედა შვილისკენ, როცა მამაკაცმა უკმაყოფილოდ დაიწყო ლაპარაკი. ქალმა ისეთი ტკიცა ბავშვს ლოყაზე, რომ მე მეტკინა. ბიჭს ცრემლები გადმოცვივდა და ხმა არ ამოუღია. ვინ არის ამ დროს დამნაშავე? - პატარა, რომელსაც დედის ყურადღება აკლია თუ ქალი, რომელიც თავის საქმეებში (ამ შემთხვევაში არც თუ ისე მნიშვნელოვანში) ისეა გართული, რომ შვილისთვის ვერ იცლის?
2017, 20 სექტემბერი, 15:16
და უკეთესი არ იქნება სწორი ჩვევეები ბავშვს მშობლის მაგალითიდან ჩაენერგოს, ვიდრე ემილია, ან სხვა რომელიმე ვიდეოდან დანახულით ისწავლოს? სტატია ეხება უშუალოდ მსგავს ვიდეოზე დამოკიდებულ ბავშვებს, რომლებიც არა მარტო ვნებს ბავშვის ფსიქიკას, ხდის მასზე დამოკიდებულს, უზიანებს თვალებს და უჩნდება მიმბაძველობა- ბევრი ვიცი გარშემო მაგ ასაკის პატარა, რომლებიც ისტერიკას მართავენ "ემილია ამას ჭამდა, მეც მინდა! ემილიას ასე ეცვა, მინდა მეც! ემილიამ ბევრი სკუპის ნაყინი ჭამა და მეც ბევრი მინდა!" და კიდევ სხვა მრავალი, ემილია პირობითია, ყველა მსგავსი შინაარსის ვიდეოს ეხება. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია კონტაქტური განვითარება და ყველაფრის ანალიზი და აღქმა, არამც და არამც ვირტუალური სამყაროს მეშვეობით, მითუმეტეს ვაი-ფაი და კომპიუტერი, რომელიც სასწაულად საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის. წესით საერთოდ უნდა აიკრძალოს მშობლების მიერ საკუთარი შვილების ბიზნესად ქცევის მოტივით მსგავსი ვიდეოების ატვირთვა. (და კიდევ, ბევრ ოჯახს არ აქვს იმის ფუფუნება ლამაზად ჩააცვას და ძვირფასი სათამაშოები უყიდოს შვილს და დანახულით ვასენტიმენტალებთ და ვადარდიანებთ შვილებს, ესეც უნდა გავითვალისწინოთ)
2017, 19 სექტემბერი, 22:21
დიდი მადლობა კომენტარისთვის.

სტატია არ არის კონკრეტულად ემილიაზე, არამედ ზოგადად ამ ფენომენზე. არსად სტატიაში არ წერია, რომ სწორედ ემილიას ვიდეოები არის უარყოფითი, უცხოური ანალოგები კი - სასარგებლო. თუ ასეთი დასკვნა სტატიის სახელწოდებიდან გამოიტანეთ, "ემილიომანია" ზოგადად მსგავსი ტიპის ვიდეობის პოპულარობას გულისხმობს, მნიშვნელობა არა აქვს რა ენაზე და რომელი ქვეყნიდან იქნება. უბრალოდ ემილია ქართველი ინტერნეტმომხმარებლისთვის უფრო ნაცნობია და "ემილიომანიაც" ამიტომ არის გამოყენებული. სტატიაში მითითებულია, რომ სახელი ამ შემთხვევაში პირობითია.
2017, 19 სექტემბერი, 21:37
ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველ ძალიან პოპულარულ ბავშვს, რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს ძალიან ცუდი მხრიდან ანახებთ საზოგადოებას. ჩემი გოგო უყურებს და კარგად ვიცი რა ვიდეობს იღებენ.
1) სრულიად აიგნორირებთ რომ ემილიას სასწავლო ვიდეოები აქვს უამრავი, როგორც ინგლისური ენის ასევე დათვლაზე და ფერებზე. და არეკლამებთ უცხოელებს რაზეც აშკარად არ იცით რეალურად რას იღებენ.
2) არ იძახით, რომ ვიდეოებში ხშირად ანახებენ და გადმოსცემენ ბავშვებს რა არის ცუდი და რა არის კარგი, კარგ ჩვევებს ასწავლიან, ელემენტალურად რომ არ უნდა დაანაგვიანო ქუჩა
3) არსად უხეშობას და სიბოროტეს არ ანახებენ.

ფერების სასწავლო ვიდეო რასაც სთავაზობთ საზოგადოებას, ძალიან არასწორია იმიტომ რომ ეგ ოჯახი იღებს საშინელებებს ბავშვებთან მიმართებაში, რაც ნამდვილად არ უნდა აყურებინოთ ბავშვებს.

დასკვნა აქ გამოგდით ის რომ ქართველი ემილია არის ცუდი არ უყუროთ და უყურეთ უცხოელებს, ისწავლეთ და დააფასეთ საკუთარი ერი და ნუ ეძებთ სულ რაღაც ცუდს!
0 1 4