x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ირაკლი ბერიაშვილი ''იუდა-1982''

სპორტულმა ჟურნალისტმა ირაკლი ბერიაშვილმა გამოსცა რომანი „იუდა - 1982“. ავტორმა რომანში ისეთი ლიტერატურული

პასაჟებსა და ხერხებს მიმართა, რომ იოლად დააღწია თავი საბჭოთა ლიტერატურულ სტერეოტიპებს და თანამედროვე, თავისუფალ მწერლად წარმოგვიდგა. ავტორი თავის რომანში ვერ სცილდება
მის ცნობიერებაში ჩამოყალიბებულ ჟურნალისტურ ინტერესებს და გვაზიარებს ცხენოსნობისა და იპოდრომის იმ საიდუმლოებებს, რაც ის სუფევდა...
წიგნი

მკითხველი ირაკლი ბერიაშვილის რომანში გაეცნო თბილისელთა რომანტიკულ ცხოვრებას, სპორტული ჟურნალისტის ყოველდღიური სიახლით აღსავსე საქმიანობას...


ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა ნაწყვეტმა: ‘’ეგეთი საზიზღარი ქალაქი მართლა არ მინახავს. (იგულისხმება სანკტ-პეტერბურგი) ერთად ორპირი ქარი უბერავს ყველა ქუჩაზე. ცივი და ნესტიანი, შიგ
ძვლებში ატანს, რაღაც გამჭოლი სისაძაგლე.... რუსი განსაკუთრებული ჯიშია - სკვაზნიაკს კი არა 345 დღიან ბლოკადას გაუძლო... საოცარი ჰიბრიდი გამოვიდა რუსისა და მონღოლისგან. რუსეთი კი ჰქვია, მაგრამ ჰიბრიდების ქვეყანა უფროა. ფიზიონომია ჰიბრიდი-სლავისა მონღოლთა, არქიტექტურა ჰიბრიდი-ბერძნულისა აღმოსავლურთან, ცხოვრებაც ჰიბრიდი-თითქოს ყველაფერი აქვთ და ამ დროს არაფერიც არ აქვთ. მარკის დე კიუსტინი თუ წაგიკითხავთ, იმაშიც დარწმუნდებოდით, რომ ოჯახები და ბავშვებიც ჰიბრიდია... სახელმწიფოც არგაგონილი გამოუვიდათ...“

მარკის დე კიუსტინის „მოგზაურობა რუსეთში“ გავიხსენე. გავიხსენე ის სისაძაგლეები რაც მეფის იმპერატორის კარზე ხდებოდა - საზიზღრობამდე მისული მლიქვნელობა, შოვინიზმი, დამპყრობლის სიავ-სიმხეცე!



ავტორი


მურმან ხაჭაპურიძე



ჟურნალისტი


ავტორი


0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი მამულაშვილი
გიორგი მამულაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0