x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
იყიდე ერთი და მიიღე მეორე საჩუქრად – ”ბიბლუსი” განსაკუთრებულ სასექტემბრო აქციას გთავაზობთ
image

თანამედროვე ლიტერატურა თანამედროვე ცხოვრების მსგავსად ქაოსურია. ის ადამიანს პერსონაჟების რთულ და არეულ გზებზე ატარებს, უამრავი ემოციით ავსებს და ხშირად აფორიაქებს კიდეც. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ საოჯახო ბიბლიოთეკაში თანამედროვესთან ერთად კლასიკური ლიტერატურაც იქონიოთ და იკითხოთ.

სურვილის მიუხედავად, სასურველი რაოდენობის წიგნის ყიდვას დღეს ბევრი ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ საქართველოში ყველაზე დიდმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა ”ბიბლუსმა” განსაკუთრებული აქცია, სახელად 1+1 დაიწყო. ყველას, ვისაც კითხვა უყვარს, შეუძლია, რომ სერია ”ჩემი რჩეულის” წიგნები განსაკუთრებული პირობებით შეიძინოს. სერიის 1 წიგნის ყიდვის შემთხვევაში საჩუქრად მეორეს მიიღებთ. არჩევანის გაკეთება კი თავად შეგიძლიათ, რომელი წიგნების მიღება გსურთ აქციის ფარგლებში მითითებული წიგნებიდან. მაღაზია თქვენს არჩევანში არ ჩაერევა.


image



სერია ”ჩემ რჩეულში” შემავალი წიგნების ავტორები არიან: ილია ჭავჭავაძე, ვასილ ბარნოვი, თამაზ ჭილაძე, აკაკი წერეთელი, ლევან გოთუა, სულხან-საბა ორბელიანი, ტიციან ტაბიძე, რევაზ ინანიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, დავით გურამიშვილი და სხვა ქართველი კლასიკოსები.

”ბიბლუსმა” პატარებზეც იზრუნა და აქცია 1+1 საბავშვო გამოცემების გარკვეულ ნაწილსაც ეხება. მათ შორის არის ბავშვებისთვის მეტად საყვარელი ”ვინქსის” სერია. აქცია მშობლებს საშუალებას აძლევს, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ბავშვები ახალი წიგნებით ორმაგად დაასაჩუქრონ.

აქციის ფარგლებში მისაღებ ფასად განსაკუთრებული სასაჩუქრე ნაკრების შეძენასაც შეძლებთ თქვენი ახლობლებისთვის.

image


აქცია 1+1 სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სააქციო წიგნების შეძენა ”ბიბლუსის” ქსელის ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით. ასე რომ, თვის ბოლომდე სასუკეთესო შესაძლებლობა გეძლევათ, რომ საკუთარი ბიბლიოთეკა თქვენი რჩეული წიგნებით შეავსოთ.



წიგნების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.biblusi.ge/mimdinare-shemothavazebebi/937-aqcia11.html?lang=ka-GE


0
83
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0