x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
სტალინის გარდაცვალება (მკვლელობა თუ ბუნებრივი სიკვდილი?)

image


ნ. ხრუშჩოვის ვერსიას და დაცვის წევრების ვერსიებში ბევრი უცნაურობა და შეუსაბამობა არის: ჯერ ხრუშჩოვის მტკიცებით დავიწყოთ, რომ ვითომ, მან, მალინკოვმა, ბერიამ და ბულგანინმა სტალინის აგარაკი 1 მარტის დილის 6 საათზე დატოვეს. სინამდვილეში, ბელადი ყოველშვის ღამის 3-4 საათზე იძინებდა და დილის 10-11 საათზე დგებოდა. სწორედ ამ გრაფიკით მუშაობდა სსრ კავშირის ყველა სამთავრობო დაწესებულებაც. სამუშაო დღე 9.30 იწყებოდა და რიგითი თანამშრომლებისთვის 20 საათზე მთავრდებოდა, ხოლო მინისტრებისთვის სამუშაო დღე ღამის 24 საათამდე გრძელდებოდა. ასე, რომ, ხრუშჩოვი აშკარად ცრუობს, როდესაც წერს, რომ დილის 6 საათზე წავიდა სახლში. მან და სხვა სტუმრებმა, სავარაუდოდ, 2 ან 3 საათზე დატოვეს აგარაკი. შესაბამისად, სტალინი 3 - 4 საათზე დაწვა დასაძინებლად, მას შემდეგ, რაც დაცვაც გაუშვა, როგორც ამას დაცვის წევრები ამბობენ. მაგრამ, ასეთი რამ, საერთოდ შეუძლებელი იყო. ადამიანები რომლებიც ბელადს იცავდნენ, მის დაქვემდებარებაში არ იყვნენ და არც მის ბრძანებებს ემორჩილებოდნენ. ისინი ქვეყნის №1 სადარაჯოზე იმყოფებოდნენ და ამიტომ, სამხედრო ქვეგანაყოფს განეკუთვნებოდნენ, რომელიც საგუშაგო წესდებას ექვემდებარებოდა. იქ კი, შავით თეთრზე წერია, რომ გუშაგი საგუშაგოზე მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ზემდგომ პირებს ემორჩილება. ეს არის გუშაგების უფროსი, უფროსის მოადგილე და გუშაგების გამანაწილებელი თავდაცვის მინისტრსაც კი არ შეეძლო გუშაგებისთვის ბრძანების მიცემა.

სტალინი სამხედრო პირი იყო, წესდება კარგად იცოდა და ისიც იცოდა, რომ საკუთარი დაცვის წევრებს ვერაფერს უბრძანებდა. დაცვისთვის ის მხოლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტი იყო და არა უფროსი და თუ მაინც მოხდებოდა ასეთი რამ და ისინი სტალინმა დასაძინებლად გაუშა, გუშაგები მაინც არ შეასრულებდნენ ამ ბრძანებას. ისინი სამხედრო დავალებაზე იმყოფებოდნენ და მსგავსი საქციელის შემთხვევაში, ტრიბუნალი არ ასცდებოდათ.
გაუგებარია ასევე დაცვის მოქმედება 1 მარტის დღის საათებში. სტალინის საძინებელში არანაირი მოძრაობა არ შეიმჩნეოდა და უშიშროების თანამშრომლები, ლოდინის გარდა, არაფერს აკეთებენ. ხომ შეიძლებოდა დაცვის ობიექტს ვინმე დასხმოდა თავს, გაეტაცებინა ან თუნდაც მოეკლა, ან სხვა, ნაკლებად სახიფათო რამ მომხდარიყო? დაცვა კი ზის და ელოდება, მაგრამ რას – გაუგებარია.
აქ შეგვიძლია მაგალითად სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (სუს) ყოფილი თანამშრომლის ნოვიკოვის მოგონებები მოვიყვანოთ. ის ერთ დროს, ასევე სტალინის დაცვის წევრი იყო და ასეთი ფაქტის მომსწრე გახდა: «შაბათობით იოსებ ბესარიონის ძე აბანოში დადიოდა, რომელიც აგარაკის ტერიტორიაზე იყო. ის ჩვეულებრივად, დაბანას 50 წუთს ანდომებდა. მაგრამ, ერთხელ აბანოში შეყოვნდა და დადგენილ დროს არ გამოვიდა. გავიდა 20 წუთი – სტალინი ისევ არ ჩანდა... 35 წუთის შემდეგ, მე დავურეკე სუს-ის მინისტრს იგნატევს, მან გადაურეკა მალენკოვს და იქიდან, აბანოს კარების შემტვრევის ბრძანება მოვიდა. 40 წუთის შემდეგ, მე და ჩემი თანაშემწე უკვე აბანოსკენ გავრბოდით, მაგრამ უცბად კარები გაიღო და ზღურბლზე ნამძინარევი სტალინი გამოჩნდა».
აი ასეთი ოპერატიულობა იყო. აქ კი სახელმწიფო უშიშროების საშტატო ოფიცრები მთელი დღე ისხდნენ და დასაცავი ობიექტის ოთახში შესვლას ვერ ბედავდნენ?

არც ხრუშჩოვის ვერსია არის, დაცვის ვერსიაზე უკეთესი. თავის მოგონებებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველსავე სიტყვებიდან იტყუება, რომ სტალინის აგარაკი დილის 6 საათისთვის დატოვა. ასეთი რამ კი შეუძლებელი იყო, რადგან სახელმწიფოს მეთაური არასდროს არღვევდა თავის რეჟიმს. გარდა ამისა, ხრუშჩოვი ამბობს, რომ აგარაკზე 1 მარტის 23 საათზე მივიდა, მალენკოვის სატელეფონო ზარის შემდეგ. დავუშვათ, რომ ხალხის ბელადმა დალია და უგონო მდგომარეობამდე დათვრა (კვირა დღე იყო). მაგრამ, სტუმრებს ის 1 მარტს გამოემშვიდობა და იმ მომენტისთვის, ფეხსე იყო და თავს კარგად გრძნობდა. ხოლო დაცვამ იმავე დღის 23 საათზე, ის პატარა სასადილოს იატაკზე დაცემული აღმოაჩინა. ანუ ხრუშჩოვის აგარაკიდა წასვლისა და მეორედ მისვლას შორის 17 საათი გავიდა. ამ პერიოდის მანძილზე, 100-ჯერ შეიძლებოდა გამოფხიზლება. მაგრამ, იქნებ სტალინს მარტო სმა უყვარდა, მისმა თანამებრძოლებმა ამის შესახებ იცოდნენ და ამიტომ, არ მიაქციეს ყურადღება მის ასეთ მდგომარეობას? მაგრამ არა, ეს ასე არ იყო. სტალინი სმის დიდი მოყვარული არ იყო და სპირტულ სასმელებს მინიმალური რაოდენობით იღებდა. მას განსაკუთრებით «მაჭარი» უყვარდა. ის ხანდახან ცოტა კონიაკის დალევის უფლებასაც აძლევდა საკუთარ თავს. ხოლო არაყს, საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ამის შესახებ, მასთან დაახლოებულმა ყველა პირმა იცოდა. შესაბამისად, ხრუშოვი სტალინის არატიპიური ქცევის მოწმე გახდა. თუმცა, მან აღნიშნული სიტუაცია ტიპიურად ჩათვალა და მალენკოვთან ერთად, მშვიდად დატოა აგარაკი.
როგორც დაცვის წევრები იხსენებენ, ექიმები აგარაკზე 2 მარტს, დილის 9 საათზე გამოჩნდნენ. მაგრამ აქაც შეუსაბამობას აქვს ადგილი: თავის მოგონებებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ექიმი, აკადემიკოსი მიასნიკოვი წერდა: «1953 წლის 2 მარტს, გვიან საღამოს, ჩემთან სახლში კრემლის საავადმყოფოს თანამშრომელი მოვიდა და მითხრა: «თქვენს წასაყვანად მოვედი, სტალინი ავად გახდაო. ჩვენ გზად ჩემს კოლეგებს კონოვალოვს და გარეევს შევუარეთ და სასწრაფოდ აგარაკისკენ გავემართეთ».
ანუ ექიმები აგარაკზე არა დილით, არამედ, 2 მარტის გვიან საღამოს მივიდნენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სტალინი უგონო მდგომარეობაში, თითქმის 2 დღეღამე იმყოფებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიუყვანეს მას ექიმები. ამ დროის მანძილზე, მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მას უბრალოდ ეძინა და არავის მოუვიდა თავში აზრი, რომ ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. და ამას ვინ დაიჯერებს?

image

image

სტალინის თანამებრძოლები ლენინის და სტალინის მავზოლეუმის ტრიბუნაზე

image

ვის აწყობდა სტალინის სიკვდილი? დაცვას ნამდვილად არა. ამასთან, დიდია ალბათობა იმისა, რომ დაცვის წევრებმა უკვე 1 მარტის დილის საათებში აცნობეს თავიაანთ უფროსობას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტს რაღაც სჭირდა. მაგრამ, ისინი ეტყობა დაამშვიდეს ან შეიძლება, ექიმიც გაუგზავნეს ხელისუფლების მაღალი ჩინის წარმომადგენელთან ერთად. შესაძლებელია, რომ ისინი გარკვეული დროის მანძილე სტალინის საძინებელში იყვნენ, ხოლო შემდეგ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ყველაფერი კარგად იყო.

imageსტალინს უკან მიჰყვებიან (მარცხნიდან-მარჯვნივ) ხრუშჩოვი, მალენკოვი, ბერია და მოლოტოვი

ამის შემდეგ, გავიდა ერთი დღე და აგარაკზე ცკ-ს პრეზიდიუმის წევრები გამოჩნდნენ. ბევრი მათგანისთვის მისი სიკვდილი ძალიან მომგებიანიც კი იყო. თუნდაც, იგივე ხრუშჩოვისთვის. ამ ადამიანებმა საკუთარ ხელში იმხელა ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინეს, რომ სტალინი მათთვის უკვე დაბრკოლებას წარმოადგენდა.

რაც შეეხება სიმართლეს, თუ რეალურად, რა და როგორ მოხდა, ჩვენ ამის შესახებ, მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვილია: დილით, 1 მარტს, უცნობმა ექიმმა გასინჯა სტალინი და დიაგნოზიც დაუსვა – სისხლჩაქცევა თავის ტვინში. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო არ აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება ბელადისთვის და ექიმები მხოლოდ მას შემდეგ მიიყვანეს, როდესაც ნათელი გახდა, რომ პროცესი შეუქცევადი იყო.
არც ის არის გამორიცხული, რომ უცნობმა ექიმმა სტალინს რაღაც პრეპარატი შეუყვანა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმა. მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელების შანსი აღარ არსებობდა, სტალინის თანამებრძოლებმა, თავის დაზღვევის მიზნით, ლოდინი ამჯობინეს და უკვე მომაკვდავ სახელმწიფო მეთაურს ინტენსიური სამედიცინო დახმაეება აღმოუჩინეს. მაგრამ, აღმოჩნდა რომ საჭირო აღარ იყო.

ირიბ მტკიცებულებად იმისა, რომ სტალინის სიკვდილთან დაკავშირებით ყველაფერი სუფთად არ არის, შეიძლება დაცვის და სამედიცინო კომისიების თანამშრომლების შემდგომი ბედი ჩაითვალოს. ხრუსტალევი მალე გარდაიცვალა, ხოლო ორმა ადამიანმა, აგარაკის გარე პერიმეტრის დაცვიდან, თავი მოიკლა. სტაროსტინი, ლოზგაჩევი და ტუკოვი მოსკოვიდან მოშორებით, სხვაგან გადაიყვანეს.
რაც შეეხებათ ექიმებს, პროფესორი რუსაკოვი, რომელიც გაკვეთაში მონაწილეობდა, უეცრად გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრი ტრეტიაკოვი, რომელიც ორივე (მკურნალობის და გაკვეთის) კომისიის თავმჯდომარე იყო, დააპატიმრეს და ვორკუტის კოლონიაში გაგზავნეს. მისი რეაბილიტაცია რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა. ყველას, ვინც აგარაკზე იმყოფებოდა იმ ავბედით დღეს, ხელი მოაწერინეს ინფორმაციის გაუთქმელობაზე და ისე დააშინეს, რომ 25 წლის შემდეგაც კი, სიმართლის თქმა ვერ გაბედეს.
ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის სიკვდილი ძალადობრივი არ იყო – ის ინსულტით გარდაიცვალა. მაგრამ, ავადმყოფს დროზე არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ხოლო, როდესაც ექიმები მიუყვანეს, უკვე ძალიან დაგვიანებული იყო და აზრიც არა ჰქონდა. ასე, რომ, ხალხის ბელადი იმ სისტემის მსხვერპლი გახდა, რომელიც თავადვე შექმნა და თუ დამნაშავის ძიებას დავიწყებთ, კვალი სწორედ მასთან მიგვიყვანს...

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* სტალინის გარდაცვალება (ნ. ხრუშჩოვის ვერსია)

* სტალინის გარდაცვალება (პირადი დაცვის ვერსია)

* კაცი, რომელმაც სტალინს შვილი გადაურჩინა, ხოლო თავად მისი სიკვდილი დააჩქარა

0
1423
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0