x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სტალინის გარდაცვალება (პირადი დაცვის ვერსია)

image


დაცვის წევრებმა არ იცოდნენ, თუ რას წერდა თავის «მოგონებებში» (იხ. სტალინის გარდაცვალება (ნ. ხრუშჩოვის ვერსია), 1971 წ. გარდაცვლილი ნ. ხრუშჩოვი და ამიტომ, სხვაგვარად გადმოსცეს ის ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც სამთავრობო აგარაკზე, 1953 წლის მარტის პირველ დღეებში განვითარდა. მათ ამ ფაქტიდან 25 წლის შემდეგ, მაშინ მომხდარი ამბები გაიხსენეს. ხოლო ნაამბობი, ასევე ყოფილმა დაცვის თანამშრომელმა, ა. რიბინმა ჩაიწერა.

მათი თქმით: 1 მარტის ღამეს სტალინის აგარაკზე დაცვის ოთახში იყვნენ პასუხისმგებელი უფროსი სტაროსტინი, მისი მოადგილე ლოზგაჩევი, დაცვის წევრები ტუკოვი და ხრუსტალევი. აგარაკე ასევე იმყოფებოდა მიმტანი მატრონა ბუტუსოვა. თითოეული მათგანი ადასტურებს, რომ გვიან საღამოს, იმ დღეს, სტალინს მართლაც ჰყავდა სტუმრები. როდესაც ისინი წავიდნენ, ბელადი მიუბრუნდა ხრუსტალევს, რომელიც კარებს კეტავდა და უთხრა: «ყველამ დაიძინოს, მე არაფერი მინდა. მეც დავწვები. დღეს აღარ დამჭირდებით».
ხრუსტალევი შევიდა დაცვის ოთახში და სტალინის სიტყვები დაცვის სხვა წევრებს გადასცა. ასეთმა ბრძანებამ ყველა გაახარა და დასაძინებლად წავიდნენ. მომდევნო დილას, 1 მარტის კვირა დღეს, დაცვის წევრები სამზარეულოში შეიკრიბნენ. უკვე 10 საათი იყო და სტალინის ოთახიდან არანაირი ხმა არ ისმოდა. გახდა 11, 12 და ისევ არანაირი მოძრაობა არ შეინიშნებოდა. ჩვეულებრივ, 10-11 საათზე სტალინი ყოველთვის ფეხზე იყო. და როდესაც 14 საათი გახდა, შემდეგ 15, 16, 17 და ბელადი არ გამოჩნდა, დაცვის წევრებმა ნერვიულობა დაიწყეს. მაგრამ, სტალინის საძინებელში შეხედვას მაინც ვერ ბედავდნენ, რადგან იქ შესვლა კი არა, შეხედვაც მკაცრად ეკრძალებოდათ. და ამ მდგომარეობაში, დაცვის წევრები ისხდნენ დაცვის სახლში, რომელიც ბელადის ოთახს 25 მეტრიანი დერეფნით უკავშირდებოდა და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. 18 საათზე მათ დაურეკა გუშაგმა ქუჩიდან და უთხრა, რომ მცირე სამზარეულოში სინათლე აინთო. ყველას გულზე მოეშვა, მაგრამ შემდეგ ისევ გაგრძელდა უმოძრაობა და მოლოდინის რეჟიმი.
22 საათზე ცენტრალური კომიტეტიდან ფოსტა მოიტანეს. ლოზგაჩევმა დაბეჭდილი პაკეტები სტალინის საძინებელში წაიღო. ის დერეფანში ქუსლების ხმამაღალი ბაკუნით მიდიოდა, რადგან ბელადს არ უყვარდა, როდესაც მას ჩუმად, უხმაუროდ მიეპარებოდნენ ხოლმე. მაგიდა დოკუმენტებისთვის, მცირე სამზარეულოს კარების პირდაპირ იდგა. მისი კარი კი ოდნავ შეღებული იყო. ლოზგაჩევი კარის ღრიჭოში დაინახა, რომ სტალინი იატაკზე იწვა. მან მაშინვე მიირბინა მასთან და ჰკითხა: «ამხანაგო სტალინო, რა მოგივიდათ, იქნებ ექიმი გამოვიძახო?». ამის საპასუხოდ, ბელადმა რაღაც გაურკვევლად ჩაიბუტბუტა. იატაკზე, მის გვერდით, ჯიბის საათი ეგდო, რომელიც 6 საათს და 30 წუთს აჩვენებდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს უნდა დაცემულიყი სახელმწიფოს მეთაური იატაკზე. შეიძლება, ის წყლის დასალევად ადგა და დაეცა.
ლოზგაჩევმა, შინაგანი ტელეფონით, მომხდარი სტაროსტინს შეატყობინა. მაშინვე დაცვის ყველა წევრი და მიმტანი ქალი მცირე სამზარეულოში მივიდნენ და სტალინი დიდი სამზარეულოს დივანზე დააწვინეს. ამის შემდეგ, სტაროსტინმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დარეკა იგნატევთან, რომელიც პანიკაში ჩავარდა და მაშინვე ბერიას და მალენკოვს გადაურეკა.

იმ მომენტში, არავის უნდოდა ცუდზე ფიქრი, იმის წარმოდგენაც კი შეუძლებლად მიაჩნდათ, რომ სტალინი შეიძლებოდა მომკვდარიყო. ჩათვალეს, რომ ბელადი ცუდად გახდა და მალე გამოჯანმრთელდებოდა.

ღამის 3 საათზე აგარაკზე ბერია და მალენკოვი მივიდნენ. ისინი დიდ სასადილოში შევიდნენ და ბელადს დახედეს. შემდეგ ლავრენტი ბერია დაცვის წევრებს მიუბრუნდა და უთხრა: «რა პანიკა ატეხეთ? ვერა ხედავთ, რომ მას სძინავს? აზრზე მოდით, ნუღარც ჩვენ შეგვაწუხებთ და ნურც ამხანაგ სტალინს». ამ სიტყვების შემდეგ, მათ აგარაკი დატოვეს.
თუმცა, დაცვა ვერ დამშვიდდა და სტალინის სხვა თანამებრძოლებსაც დაურეკეს. 2 მარტს, დილის 7 საათსა და 30 წუთზე აგარაკზე ხრუშჩოვმა გადარეკა და შეატყობინა, რომ მალე ექიმები მივიდოდნენ. და მართლაც, დაახლოებით, დილის 9 საათზე, ექიმებიც მივიდნენ და მათთან ერთად, ბიუროს ყველა წევრი. დაცვის წევრებს, ამ მომენტიდან, რა და როგორ იყო, უკვე აღარ უნახავთ, რადგან იქ დარჩენის საშუალება აღარ მისცეს.


ნიკიტა ხრუშჩოვის ვერსიასა და დაცვის თანამშრომლების ვერსიას შორის, ბევრი რამ უცნაური და შეუსაბამო არის...

image

გაგრძელება იქნება

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageსტალინის გარდაცვალება (ნ. ხრუშჩოვის ვერსია)
კაცი, რომელმაც სტალინს შვილი გადაურჩინა, ხოლო თავად მისი სიკვდილი დააჩქარა
ლენინის მავზოლეუმის საიდუმლო
იყო თუ არა, ლენინზე თავდასხმა იმიტირებული და ვის აწყობდა მსგავსი სპექტაკლის მოწყობა

0
757
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
757
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0