x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამ მექსიკელმა ძაღლმა 52 ადამიანის სისოცხლე გადაარჩინა!
ფრიდა არამხოლოდ ლამაზი ძაღლი, არამედ მექსიკის საზღვაო კორპუსის სამაგალითო თანამშრომელია, ის საკმაოდ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ბევრჯერ მოუწია სახიფათო და რთულ სიტუაციებში ყოფნა, მან უკვე 52 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

image


ბოლოს მან მიწისძვრის დროს 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნა სიკვდილისგან, რისთვისაც კიდევ ერთხელ დაიმსახურა მადლობა და აღფრთოვანება საზოგადოების მხრიდან.
მის მიმართ მადლიერება საჯაროდ გამოხატა ქვეყნის პრეზიდენტმაც.
image
ძაღლი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ნიღბითა და ჩექმებით, როგორც ჩანს ამ ატრიბუტიკაში თავს მშვენივრად გრძნობს და დაკისრებულ მოვალეობასაც პირნათლად ასრულებს.
იგი საკუთარი სიცოცხლის ფასად, მამაცურად ებრძვის ყველანაირ დაბრკოლებას.

image
ფრიდას ნიღაბი განკუთვნილია არა მხოლოდ დაზიანებისგან, არამედ კვამლისგან დასაცავადაც.

image
ფეხებზე სპეციალურად შეკერილი ფეხსაცმელი აცვია, რომლის მეშვეობითაც რთულ რელიეფზე გადაადგილება შეუძლია, ძირითად ქვებზე ან ნანგრევებზე.


image
ფრიდას შესახებ უამრავი გამოცემა წერს, იგი შესანიშნავად ამართლებს გამონათქვამს:
“ძაღლი ადამიანის მეგობარია!”

image



0
94
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0