x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ოპერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა
imageგამოჩენილი ოპერის მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ურინმა:


" გარდაიცვალა ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა, დიდი თეატრის შესანიშნავი არტისტი, ის დიდხანს ებრძოდა მძიმე სენს"-წერს ვლადიმერ ურინი სოციალურ ქსელში.


ზურაბ სოტკილავა დაიბადა 1937 წელს 12 მარტს სოხუმში, 1960 წელს დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი).



1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი. 1966-1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში" სტაჟიორად.


1974 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. სოტკილავას აქვს ლამაზი ტემბრის ხმა. მისი შესრულება გამოირჩეოდა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოატატობით.


შესრულებული პარტიები: აბესალომი (ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), არზაყანი (თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), ვოდემონი (ჩაიკოვსკის "იოლანტა"), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ვერდის"ტრუბადური", "ოტელო", "ბალ-მასკარადი", "აიდა", "რიგოლეტო"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), კავაროდოსი (პუჩინის "ტოსკა"), ედგარი (დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური"), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის "სადკო") და სხვა. ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს ორფევსის" (სოფია, 1968) მფლობელი, პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის (ბარსელონა, 1970, I პრემია და "გრან პრი") ლაურეატი, ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი (1980); ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983). 1975 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი.


სოტკილავა ამის გარდა შესანიშნავად თამაშობდა ფეხბურთს, იგი სულ რაღაც 16 წლისა იყო, როდესაც სოხუმის “დინამოში”მოხვდა.(მარცხენა გარემარბი)1956 წლიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო, 20 წლის ასაკიდან უკვე თბილისის "დინამოს"ღირსებას იცავდა...1958 წელს ჩეხოსლოვაკიაში მიღებული ტრავმის შემდეგ მისი საფეხბურთო კარიერა სამუდამოდ დამთავრდა...


1
136
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
2017, 18 სექტემბერი, 11:59
დასანანია, კარგი პიროვნება იყო...
0 1 1