x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სომეხი მილიარდელის შვილის პომპეზური ქორწილი,რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა(ვიდეო)
image

მოსკოვში გაიმართა სომეხი ოლიგარქის, მილიარდელის სამველ კარაპეტიანის უმცროსი შვილის, -კარენ კარაპეტიანის ქორწილი, რომელიც 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებულ ქორწილად იქცა.

image

სიძის რჩეული გახდა გოგონა სახელად ლილიტი.ქორწილს ესწრებოდდნენ რუსი და უცხოელი ვარსკვლავები, მათ შორის ალა პუგაჩოვა, ეროს რამაზოტი, ფილიპ კირკოროვი, ჯგუფი "ლენინგრადი", ნიკოლაი ბასკოვი, ვერ ბრეჟნევა და მრავალი სხვა.



ქორწილში აგრეთვე ესწრებოდა სიძის მოსახელე და მოგვარე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი.


ჯვრისწერა შედგა მოსკოვის ფერიცვალების სახელობის სომხურ საკათედრო ტაძარში, მთელი პროცესის პერიოდში სტუმრებს ართობდნენ სომხური ხალხური ცეკვებით და სიმღერებით.

image

პატარძალს ცნობილი დიზაინერის ZuhairMurad-ის შეკერილი კაბა ეცვა(ZuhairMurad-ის სამოსით იმოსება თითქმის მთელი მსოფლიოს მეგა-ვარსკვლავები:მათ შორის კრისტინა აგილერა, ჯენიფერ ლოპესი, ტეილორ სვიფტი, ივანა ტრამპი და მრავალი სხვა).

image

ქორწილს ამშვენებდა უზარმაზარი მრავალსართულიანი ტორტი, რომელიც საუკეთესო მოსკოველი კონდიტერების შექმნილი იყო.

image

დარბაზში სტუმრებს ართობდნენ ალა პუგაჩოვა(სხვათა შორის მოკლე ქვედაბოლოთი წარდგა სტუმრების წინაშე), ეროს რამაზოტი, ჯგუფი "ლენინგრადი" და სხვები.

image


სამველ კარაპეტიანი რუსეთში მოღვაწე ცნობილი მეწარმე და მეცენატია, იგი კომპანია "Ташир"-ის მფლობელი, რომელშიც 200 ორგანიზაციაა გაერთიანებული.სამველ კარაპეტიანის ქონება 4, 3 მილიარდი დოლარითაა შეფასებული.


იხილეთ ვიდეოკოლაჟი ქორწილიდან


0
426
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0