x
image
natia.a
როგორ აყალბებდნენ სსრკ-ში ისტორიულ ფოტოებს - რატომ ქრებოდნენ ადამიანები სურათებიდან...
image


საბჭოთა კავშირში ოფიციალურ ფოტოებს ხშირად ამუშავებდნენ ფოტორეტუშერები, რათა პოლიტიკუური რეჟიმის მოთხოვნებისთვის მოერგოთ და გაექროთ ის ადამიანები, რომლებიც რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.

ბრიტანელი მწერალი, დიზაინერი და კოლექციონერი დევიდ კინგი (David King) საბჭოთა ფოტოებით დაინტერესდა 1970 წელს, როცა პირველად ესტუმრა სსრკ-ს. თავიდან იგი მხოლოდ ტროცკის მოღვაწეობითა და ბედიტ იყო დაინტერესებული. მაგრამ რევოლუციონერი მოღვაწეების ფოტოების შეგროვების პროცესში აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც დასავლეთს არქივებში შემონახულ ფოტოებზე იყო აღბეჭდილი, სურათების მეორე ვერსიებში "გამქრალი" იყო. აქედან გამომდინარე, კინგი სწორედ ფოტოებიდან "გამქრალი" ამ საბჭოთა ლიდერების ბედითაც დაინტერესდა.


imageლ. ლეონიდოვის ფოტო "რუსული რევოლუციის ხელმძღვანელები ლენინი და ტროცკი დიდი ოქტომბრის მეორე წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე, მოსკოვში, წითელ მოედანზე". იგივე ფოტო გამოჩნდა 1967 წელს წიგნში "ვ.ი. ლენინი ფოტოხელოვნებაში". თუმცა, როგორც ხედავთ, ფოტოდან გაქრნენ ტროცკი (ლენინისგან მარჯვნივ) და კამენევი (ტყავის კეპითა და სათვალით, ლენინისგან მარცხნივ).

image

პეტერბურგის "მუშათა კლასის გათავისუფლებისათვის მებრძოლი კავშირის" წევრები. ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ:დგანან - ა.ლ. მალჩენკო, პ.კ. ზაპოროჟეცი, ა.ა. ვანეევი; სხედან - ვ.ვ. სტაკოვი, გ.მ. კრჟიჟანოვსკი, ვ.ი. ულიანოვი, ი.ო. მარტოვი. ფტოტოგრაფი: ფოტოატელიე ვეზენბერგი და კომპანია, 1897 წ. სურათის მეორე ვერსიაზე, რომელიც დათარიღებულია 30-იანი წლებით, მალჩენკო აღარ არის. 1929 წელს იგი დააპატიმრეს კონტრრევოლუციურ მოღვაწეობაში ბრალდებით, ხოლო 1930 წელს დახვრიტეს, რის შემდეგაც ისტორიული სურათიდანაც "გაქრა". 1958 წელს მალჩენკო რეაბილიტირებული იქნა და ისევ გამოჩნდა სურათის პირველი ვერსია.


image

რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-11 ყრილობის მონაწილენი, მოსკოვი, 1922 წ. მარცხნიდან მარჯვნივ: ე. იაროსლავსკი, მ. კალინინი, ი. სტალინი, გ. პეტროვსკი და ს. ორჯონიკიძე. ამ ყრილბაზე სტალინი ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს. ფოტოს რეტუშირებული ვერსია გამოქვეყნდა 1939 წელს, ბელადის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მასზე პეტროვსკი აღარ იყო. 1928 წელს იგი დაადანაშაულეს "ხალხის მტრებთან" კავშირში და მოხსნეს ყველა დაკავებული თანამდებობიდან. დახვრეტას თავად გადაურჩა, რასაც ვერ ვიტყვით მის სიძესა და ვაჟზე.



image
ორიგინალში: ანტიპოვი, სტალინი, კიროვი, შვერნიკი და კომაროვი "ლენინგრადის ოპოზიციის" დაშლის შემდეგ, 1926 წ. შემდეგ კადრიდან ქრება კომაროვი (რომელიც დახვრიტეს). 1940 წელს სურათს აქვეყნებენ გამომცემლობაში "სსრკ-ს ისტორია" და მასში უკვე აღარ არის ანტიპოვი (ასევე დახვრეტილი). 1949 წელს გამოდის წიგნი "იოსებ სტალინი, მოკლე ბიოგრაფია", სადაც ფოტოზე ამჯერად ქრება შვერნიკი. ამავე ფოტოს საფუძველზე ისააკ ბროდსკიმ დახატა პორტრეტი, რომელზეც გამოსახულია მხოლოდ სტალინი.


image
დიდ თეატრთან, 1920 წლის მაისი. ლენინი სიტყვით გამოდის, მარჯვნივ საფეხურებზე დგას ტროცკი, რომლის უკან, ბუნდოვნად ჩანს კამენევი. აღნიშნული ფოტოს ყალბი ასლი სტალინის ეპოქის ფოტორეტუშის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ცნობილი ნიმუში. ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში ფოტო საკულტო გახდა, მაგრამ ბოლშევიკური პარტიიდან გარიცხული ტროკი და სტალინის ღია კრიტიკოსი კამენევი კადრიდან გაქრნენ და გორბაჩოვის დროსაც კი არ გამოჩენილან.


image


ეს ჯგუფური სურათი, რომელიც 1925 წლის აპრილში, მე-14 საკავშირო კონფერენციაზეა გადაღებული, სტალინის დროის ფოტომანიპულაციის კლასიკური მაგალითია. ამ კადრში ბელადთან ერთად მოხვედრილი მხოლოდ ერთი ამხანაგი მოკვდა თავისი სიკვდილით. იგივე ფოტო გამოქვეყნდა სტალინის ბიოგრაფიაში, რომელიც გამოდიოდა 1939-1949 წლებში. რეტუშირებულ ვერსიაში ჯგუფი შემცირდა ოთხ ადამიანამდე, სხვები "აღგავეს პირისაგან მიწისა".

image
რუსეთის კომუნისტური პარტიის მე-8 ყრილობის დელეგატები, 1919 წლის მარტი. 20 დელეგატიდან 11 მოკლული იქნა სტალინის ბრძანებით, კიდევ სამმა თავი მოიკლა მისი პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად. აღნიშნული სურათის ყველაზე ცნობილ რეტუშირებულ ვერსიაში მხოლოდ ლენინი, სტალინი და კალინინი არიან. ზოგჯერ კალინინს "აქრობდნენ". ბოლოს, 1938 წელს, გამოაქვეყნეს ალბომი "პირველი კავალერია", სადაც ზედმეტი აღმოჩნდა თავად ლენინიც.

image1934 წლის ფოტო ალბომიდან "უზბეკეთის ათი წელი". მარცხნიდან მარჯვნივ სხედან: ბაბაევი, მოლოტოვი, ენიქუძე. დგანან: ბლან-ბირლიკდა, ავეზოვი და ხოჯაევი. სურათის მეორე ვერსაიზე რეტუშორმა არც თუ ისე წარმატებით დაასრულა ხოჯაევის პიჯაკი აველი ენუქიძის (სტალინის ცოლის, ნადეჟდა ალილუევას ნათლიმამის) ადგილზე, რომელიც დახვრიტეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით. 1937 წელს, ფოტოალბომის ავტორმა, ალექსნდრ როდჩენკომ ბლან-ბირკლიდის, ხოჯაევისა და ენუქიძის სახეები გააბუნდოვნა, რაც ხშირად კეთდებოდა ხოლმე "სამშობლოს მტრების" ფოტოების მიმართ.


image
1930-იანი წლების შუა ხანებში სტალინნის პიროვნების კულტის განდიდებაზე უზარმაზარი პროპაგანდული მექანიზმი ზრუნავდა. ფოტო მარცხენა ზედა კუთხეში - "ლენინი და სტალინი გორკში" (1922 წ.) - ყალბია. იგი შექმნეს, რათა ეჩვენებინათ მშრომელებისთვის სტალინისა და ლენინის მჭიდრო მეგობრობა მაშინ, როცა ულიანოვის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და დადგა მემკვიდრის არჩევის დრო. მშრომელებმა დაიჯერეს. აღნიშნული ფოტოს მოტივებზე 1938 წელს გაჩნდა ქანდაკება (მარცხნივ ზემოთ) მანათობელი ბელადებით. 1936 წელს იმავე მოტივზე მხატვარმა პ. სტარონოსოვმა შექმნა გრავიურა, რომელზეც სტალინი ლენინის ფონზე ნამდვილ გიგანტადაა წარმოდგენილი (მარჯვნივ დაბლა). 1949 წელს გამოფენისთვის, სახელწოდებით "იოსებ ბესარიონის ძე სტალინი სახვით ხელოვნებაში", ვ. პინჩუკმა შექმნა ქანდაკება "ვ.ი. ლენინი და ი.ვ. სტალინი გორკში".


image
"ჭადრაკის დაფასთან", 1908 წლის აპრილი, კაპრი, იტალია. დგანან: გორკი, პეშკოვი, ბოგდანოვი. სხედან: ლადიჟნიკოვი, ლენინი, ბოგდანოვი. 1939 წლის ფოტოზე კი რეტუშირებულია პეშკოვი და ქალის მუხლი ქვედა მარჯვენა კუთხეში.


image


მოწინავე კოლმეურნეთა მე-2 საკავშირო ყრილობის თათარი დელეგატები სტალინთან, კალინიინთან და მოლოტოვთან ერთად 1935 წლის თებერვალში. სტალინთან ახლო მყოფი ფიგურა უბრალოდ ამოჭრილია სურათიდან. ზოგჯერ არასასურველ ადამიანებს ფოტოებიდან უბრალოდ მაკრატლით ჭრიდნენ - ხალხის მტერთან გადაღებული სურათის შენახვისთვის შეიძლებოდა მკაცრი სასჯელი მიეცათ.


imageimage
მაღლა: ეჟოვი სტალითან, მოლოტოვთან და ვოროშილოვთან ერთად მოსკოვი-ვოლგის არხზე, 1937 წ. ქვემოთ: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და წყლის ტრანსპორტის სახალხო კომისარი ეჟოვი ქრება 1939 წელს გი დააპატიმრეს "სახელმწიფო გადატრიალების მომზადების" ბრალდებით. საქმეს პირადად ბერია აწარმოებდა. 1940 წელს ეჟოვი დახვრიტეს.

image
ფოტოების რეტუშირების პრაქტიკა გავრცელდა საბჭოთა კოსმოსური პროგრამის მასალებზეც, წერს გამომცემლობა Wired-ში ჯეიმს ობერგი (James Oberg). იმ კოსმონავტებს შორის, რომლებსაც ისტორიიდან შლიდნენ, იყო ვალენტინ ბონდარენკო. იგი ხანძარს ემსხვერპლა სწავლების დროს, კოსმოსში პირველ გაფრენამდე 19 დღით ადრე. ასევე აქრობდნენ ფოტოებიდან გრიგორი ნელუბოვს (მაღლა ფოტოზე), საბჭოთა კოსმონავტების პირველი რაზმის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ წევრს. იგი გარიცხეს პროგრამიდან "სამხედრო პატრულთან არაფხიზელ მდგომარეობაში კონფლიქტის გამო", მოგვიანებით კი მან თავი მოიკლა.


image
იური გაგარინს, ცხადია, ფოტოებიდან არავინ აქრობდა. იმით მთელი ქვეყანა ამაყობდა. მაგრამ მის ფოტოებზეც ხდებოდა ზოგჯერ მანიპულაციები ზემომოცემულ სურათზე, სადაც იური ალექსანდროვიჩი ხელს ართმევს სერგეი პავლოვიჩ კოროლიოვს, გადაწყვიტეს კადრიდან ამოეღოთ თანამშრომელი ფონურ რეჟიმში. რა თქმა უნდა იგი მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა არ იყო, მაგრამ მაინც არსებობდა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ხდებოდა ომის დროს ხალხის მოსატყუებლად სსრკ–ში ფოტოების მონტაჟი

image


2. I მსოფლიო ომის აკრძალული ფოტოები - რას უმალავდნენ ხალხს...

image


3. პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა (ნაწილი II)

image



4. საბჭოთა ეროტიკა ანუ აკრძალული სილამაზე

image

5. ფოტოები, რომლებმაც ისტორიის შესახებ წარმოდგენა შეცვალეს

image


6. რა საიდუმლოებები იმალება ისტორიაში ყველაზე იდუმალი ფოტოების მიღმა

image


7.5 ისტორიული ფოტო, რომლებზეც ახსნის გარეშე ვერაფრით მიხვდებით რა არის აღბეჭდილი.

image



0
1915
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0