x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ფსიქობიოგრაფია-ინდივიდის ყოველმხრივი შესწავლა

image
როგორ უნდა გავიგოთ სრულფასოვნად ადამიანის ცხოვრება?რა არის ყველაზე ეფექტური საშუალება, რომლითაც დავინახავთ ადამინის ცხოვრების განვითარებას დროთა განმავლობაში და აღმოვაჩენთ, თუ რა არის ჩვენი ცხოვრების არსი? ერიკ ერიქსონის, მარეის, ვაითის და იმ პერსონოლოგების მიხედვით, რომელთაც თავი „ცხოვრების შესწავლას“ მიუძღვნეს, ფსიქოლოგიურად ინფორმირებული ბიოგრაფია არის თანმიმდევრული ცხოვრების ახსნის საუკეთესო გზა. ამ მხრივ, განსაკუთრებით ცნობილია ერიქსონი თავისი ფსიქობიოგრაფიული ნაშრომებით მარტინ ლუთერის(1958), მაჰათმა
განდის(1969) და ჯორჯ ბერნარდ შოუს(1959) შესახებ. ფსიქოლოგები
ზოგჯერ შეისწავლიან ისეთ ინდივივდებს, რომლებიც განზრახ შეირჩნენ ყველასგან მათი განსხვავებულობის გამო. ზოგჯერ საკვლევი ობიექტები არიან ისეთი პირები, როგორებიც იყვნენ: ბეთჰოვენი, ეკატერინე დიდი, ელვის პრესლი, შექსპირი და სხვები. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც სახელი დამიკვიდრეს ისტორიაში. imageმაგალითად, ფსიქოლოგი Dean Keith Simonton, რომელიც თავისი კვლევის ობიექტებად ირჩევდა კლასიკურ კომპოზიტორებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს, ამერიკის პრეზიდენტებს და ასევე ცნობილ ფსიქოლოგებს. სწორედ მან განასხვავა ცნობილი ადამიანების შესწავლის 4 გზა. ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ფსიქობიოგრაფიული კვლევებია. ფსიქობიოგრაფია თვისებრივი ხასიათის კვლევაა და გულისხმობს ერთი კონკრეტული ინდივიდის ყოველმხრივ შესწავლას დროთა განმავლობაში. უფრო მეტიც, ფსიქობიოგრაფია უფრო ფართო თეორიული ჩარჩოს გამოყენებას მოიაზრებს, რომლის ტიპური სახეა ფროიდისეული ან ფსიქოდინამიკური მიდგომები.
imageმეოცე საუკუნემდე, ბიოგრაფიული ლიტერატურის ავტორები იშვიათად იყენებდნენ ფსიქოლოგიურ კონცეპტს მათი პერსონაჟების ინტერპრეტირებისთვის. მართალია, XVII საუკუნეში
ბიოგრაფიას უფრო დახვეწილი ფორმა მიეცა, როდესაც ისეთმა ბიოგრაფებმა, როგორებიც იყვნენ ისააკ უოლტონი(ეკლესიის უმაღლესი
პირების ბიოგრაფიების ავტორი) და ჯონ ობრი(შედარებით ჩვეულებრივ ადამიანებზე ფოკუსირდებოდა), საკუთარ თავებს
ლიტერატურული ავტორები უწოდეს. მათ, როგორც შემოქმედებმა, მიზნად დაისახეს ისეთი ნარატივების შექმნა, რომლებიც
საინტერესოც იქნებოდა და შემოქმედებითად დამაკმაყოფილებელიც. მაგრამ პირველ ფსიქობიოგრაფიულ ნაწარმოებად 1910 წელს ფროიდის მიერ დაწერილი ცნობილი „ლეონარდო და ვინჩი და ბავშვობის
მოგონებები“, არის მიჩნეული. ფროიდის ინტერპრეტაციების უმრავლესობა ეფუძნება ლეონარდოს სწორედ ბავშვობისდროინდელი ფანტაზიების ანალიზს. მოკლედ, თავი რომ მოვუყაროთ, ფსიქობიოგრაფია შეიძლება განისაზღვროს როგორც
ფსიქოლოგიური (განსაკუთრებით პიროვნების) თეორიების
სისტემატური გამოეყენება, რომელიც ცხოვრებას
თანმიმდევრულ და ინფორმაციულ ისტორიად გარდაქმნის. ფსიქობიოგრაფიაში, როგორც წესი, ასეთ ტრანსფორმაციას ცნობილი, ენიგმატური ან პარადიგმული ფიგურის ცხოვრება
ექვემდებარება ხოლმე. ფსიქობიოგრაფების უმრავლესობა უფრო მრავალმხრივი და ამომწურავია ვიდრე ფროიდის ლეონარდოს მოკლე
ნარკვევი. ამ ისტორიის სტრუქტურირება კი კონკრეტული ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით ხდება. ბევრი ფსიქობიოგრაფიული კვლევა მთელ ცხოვრებას მოიცავს,
დაბადებიდან სიკვდილამდე და მთლიანი ცხოვრების ცენტრალური ისტორიის აღმოჩენას, გაგებას ან ფორმულირებას ისახავს მიზნად. ამ
ისტორიის სტრუქტურირება კი კონკრეტული ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით ხდება. imageმართალია, ფროიდის „ლეონარდოდან“ მოყოლებული, ბევრი ფსიქობიოგრაფია დაიწერა და ბევრი რამ გახდა ცნობილი
კონკრეტული ცხოვრების გაგების მიმართულებით, მაგრამ მაინც
ძალიან რთულია კარგი ფსიქობიოგრაფიის დაწერა. ყველაზე
მოტივირებული ფსიქობიოგრაფებიც კი დგანან იმ მნიშვნელოვანი შეზღუდვებისა და დაბრკოლებების წინაშე, რომლებიც უცხოა
სხვა ნებისმიერი მიმართულებით მომუშავე მკვლევრისთვის. ასე
მაგალითად, მათ კვლევის სუბიექტები ხშირად უკვე
გარდაცვლილნი არიან და შეუძლებელია მათი ინტერვიუირება, ტესტირება ან უშუალოდ დაკვირვება. ანალიზისთვის საჭირო
მონაცემები ძალზე მრავალფეროვანი ფორმით არსებობს: შესასწავლი პიროვნების შესახებ უაღრესად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ჭორებიდან დაწყებული, პირადი კორესპონდენციისა და სხვა
წერილობითი საბუთებითა და ამ პიროვნების ცხოვრების
შესახებ საჯაროდ დოკუმენტირებული ფაქტებით
დასრულებული. ყველაზე სანდო მონაცემები (როგორიცაა, მაგალითად, დაბადების თარიღი და და-ძმების
რაოდენობა) ყველაზე ნაკლები ინფორმაციის მატარებელი შეიძლება
იყოს, ხოლო ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო (ვთქვათ, პირადი ფანტაზიები, რეფლექსიები ან სიზმრები) კი — ყველაზე
ნაკლებად სანდო და ყველაზე ძნელად ინტერპრეტირებადი. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგება
ზოგიერთი ფსიქობიოგრაფი, მის ხელთარსებული დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან გამკლავებაა, კერძოდ, ის, თუ როგორ
უნდა ამოარჩიოს ის კონკრეტული მასალა, რომლის
ინტერპრეტაციაც უნდა განახორციელოს. ირვინგ ალექსანდერი (1988)
ძალიან სასარგებლო სახელმძღვანელო პრინციპებს გვთავაზობს, რომლებითაც ფსიქობიოგრაფი დიდი რაოდენობით მონაცემს შედარებით მცირე რაოდენობაზე დაყვანას შეძლებს. ეს პრინციპები,
ძირითადად, შემდგომი გადამუშავებისათვის ღირებული მასალის იდენტიფიცირებისა და მოცემული მომენტისთვის უსარგებლო ინფორმაციის გადახარისხებისთვის არის მოწოდებული. ალექსანდერი თვლის, რომ მონაცემები შეიძლება პირველობის, სიხშირის, უნიკალობის, უარყოფის, ხაზგასმის, გამოტოვების, შეცდომის, იზოლაციისა და დაუსრულებლობის მიხედვით შეფასდეს. image
თითოეული მათგანი ფსიქობიოგრაფის სამუშაო წესად შეგვიძლია
მივიჩნიოთ, როდესაც ის ცხოვრების ცენტრალური ისტორიის დადგენას ან შექმნას ცდილობს. თითოეული პრინციპი მას იმაზე მიუთითებს, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნარატივში. ამრიგად, პირველობა მიგვითითებს იმაზე, რომ რითიც იწყებს ადამიანი თხრობას, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნიკალურობა გვიჩვენებს, რა არის უცნაური და დამაინტრიგებელი ისტორიაში, რაც განსაკუთრებულად იპყრობს ჩვენს ყურადღებას. გამოტოვება მონათხრობში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის მანიშნებელია. დამახინჯება
და იზოლაცია გვიჩვენებს, რომ როცა მონათხრობში
რაღაც არ ებმის ერთმანეთს ლოგიკურად, ბიოგრაფმა ამ ლოგიკური კავშირების მოძიება უნდა სცადოს. და ბოლოს, დაუსრულებლობა მიგვითითებს, რომ როცა ისტორიები არასათანადოდ სრულდება, ბიოგრაფმა ამის მიზეზების გარკვევა უნდა სცადოს. ფსიქობიოგრაფი გულდასმით და ყურადღებით უნდა მოეკიდოს მონაცემებში გაფანტულ
მანიშნებლებს, რომლებიც კარნახობენ მას, თუ როგორ უნდა აღმოაჩინოს, შექმნას და გადმოსცეს პიროვნების ცხოვრების ისტორია. მარჯვე ფსიქობიოგრაფი ოსტატურად იყენებს თეორიას, რათა
აზრი გამოიტანოს იმისგან, რაც გონივრულია, შეებრძოლოს სირთულეს და წინააღმდეგობებს, იცოდეს თუ როდის მიისცეს კონკრეტულ უნიკალურ ცხოვრებას საშუალება, თავად თქვას თავისი
სათქმელი.


0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0