x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70059
  • ვიდეო:322864
  • სურათი:424128
მღვდელი და ჩამხრჩვალი ჩვილი

image



ეპიფანიის დღეს ნევის სანაპიროზე უცნაურ ცერემონიას - მდინარის წყლის კურთხევას შევესწარი. მდინარეს სწორედ ამ დღეს ოთხი ფუტის სისქის ყინულის ქერქი ედო. მიუხედავად ამისა, ცერემონია ბევრ ხალხს იზიდავდა, რადგან მდინარის წყლის კურთხევის შემდეგ ახლობლებს ნათლავდნენ. ჩვილებს წყალს კი არ ასხურებდნენ, არამედ, მთლად შიშველ ბავშვებს თავებს ყინულჭრილში აყოფინებდნენ. ამ დღეს ისე მოხდა, რომ თეთრწვერა, ხელებცახცახა მოხუც მღვდელს, რომელსაც ნათლობის ჩატარება ევალებოდა, ბავშვი ხელიდან გაუვარდა და უმანკო არსება დაიხრჩო. შეშინებული ხალხი ეკითხებოდა:

- რას გვაუწყებს ეს ნიშანი?

მღვდელმა დინჯად მიუგო: "ხალხო, ეს იმის ნიშანია, რომ მეორე ბავშვი უნდა მომაწოდოთ..."

ყველაზე მეტად დამხრჩვალი ბავშვის დედ-მამის სიხარულმა გამაოცა.

- ნათელს იღებდა და ამ დროს მოკვდა, - იძახდნენ აღფრთოვანებით, -ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ სამოთხეში მოხვდება!

არა მგონია, ჭეშმარიტ მართლმადიდებელს ამის საწინააღმდეგოდ რაიმე გონივრული არგუმენტი მოეპოვებოდეს.


ჯაკომო კაზანოვა "ჩემი თავგადასავლიდან".

0
173
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0