x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლოდინი - 5 სასარგებლო რჩევა
ყველა მოზრდილ ადამიანსაც კი არ შეუძლია მოთმინებით ლოდინი, ბავშვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ არსებობს მეთოდები, რომელთა დახმარებითაც დროის გაყვანას მოწყენის გარეშე შეძლებთ.



1⚑ თამაშები საზოგადოებრივ ადგილებში

ბავშვისთვის ყოველთვის მოსაწყენია ავტობუსის ან დედის მაღაზიიდან დაბრუნების ლოდინი. ასეთ შემთხვევებში, მისი ყურადღების მარტივ თამაშზე გადატანა კარგი გამოსავალია.


თამაში: ორი მონაწილე იფიქრებს სურვილს, შემდეგ მათ უნდა გამოიცნონ გარშემომყოფი ობიექტების ფერი ან რაოდენობა. მაგალითად, ოცი წამის განმავლობაში რამდენი ან რა ფერის მანქანები ჩაივლიან. დამარცხებულმა გამარჯვებულს სურვილი უნდა შეუსრულოს.


image



2⚑ იმისთვის, რომ უფროსები არ შევაწუხოთ

ელისონ ჰენდრიქსი ბლოგერი და ორი შვილის დედაა. მან ძალიან მარტივი და სასარგებლო წესი შეიმუშავა იმისთვის, რომ ბავშვებმა უფროსები არ შეაწუხონ.


წესი: როცა ბავშვს მშობლისთვის რამის თქმა უნდა იმ მომენტში, როცა ის სხვა უფროსს ესაუბრება, პატარამ დედას ან მამას ხელი უნდა დაადოს ხელზე ან მხარზე. თუ მშობელიც ხელის შეხებით უპასუხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მზადაა ბავშვის მოსასმენად და როგორც კი შეძლებს, დაელაპარაკება.


რატომ არის წესი ეფექტური: ამ მარტივი ჟესტით მშობელი ბავშვს აგრძნობინებს, რომ პატივისცემით ექცევა და არ აიგნორებს.

image



3⚑ ასწავლეთ ბავშვს მარტო თამაში

რამდენიმე მიზეზი არსებობს, რატომაც მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მარტო თამაში სასარგებლოა ბავშვისთვის. ერთ-ერთი ის არის, რომ მათ საკუთარი თავის გართობა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეეძლებათ. ბავშვების წარმოსახვას საზღვარი არ აქვს და ამ თამაშებსაც არ სჭირდება სპეციალური მომზადება ან განსაკუთრებული ინვენტარი.


არასწორი თამაშები: სმარტფონზე ან პლანშეტურ კომპიუტერებზე თამაში ბავშვს წარმოსახვის და კრეატიულობის უნარს არ უვითარებს.


სწორი თამაშები: თავსატეხები და ასაწყობი პაზლები, განძის ძებნის იმიტაცია, ზღაპრების გამოგონება, როლური თამაშები და სხვა.

image



4⚑ ლოდინი დიდი მოვლენებისთვის (ახალი წელი, დაბადების დღე)

თუ ბავშვმა ისწავლა საკუთარი თავის გართობა და უფროსებსაც აღარ აწუხებს, მისთვის მაინც სირთულედ რჩება დიდი მოვლენების ლოდინი მოთმინებით.


როგორ გავუმკლავდეთ ამას: კალენდრის გამოყენებით დრო მალე გავა. მონიშნეთ ყოველი დღე მოსალოდნელ დღესასწაულებზე პატარ-პატარა ღონისძიებებად, მონიშნეთ დავალებები, რომელთა შესრულების შემთხვევაში ბავშვს უბრალო საჩუქრით წაახალისებთ, მაგალითად, ტკბილეულით. ეს ხერხი ყველა ასაკის ბავშვთან გამოგადგებათ, რადგან ყველა მათგანს უყვარს სიურპრიზები.

image



5⚑ დროის ვიზუალიზაცია

აბსტრაქტულად აზროვნებას ბავშვები 9 წლიდან იწყებენ. მანამდე მათი გონება უფრო კონკრეტულ, რეალურ ნივთებს აღიქვამს, ამიტომაც არის რთული, 9 წლამდე ვასწავლოთ ბავშვს, რა განსხვავებაა 15 და 45 წუთს შორის.

ამ სირთულისგან თავის დასაღწევად დროის ვიზუალიზაცია ისე, როგორც ფოტოზეა, კარგი საშუალებაა.


არასწორია: "ერთ საათში გავდივარ", "სათამაშოების ჩასალაგებლად 10 წუთი გაქვს".


სწორია: "მამა სამსახურიდან დაბრუნდება, როცა მზე იმ სახურავის ქვემოთ დაეშვება".


ლოდინი ისეთი მტანჯველი აღარ იქნება ბავშვისთვის, თუ მას შესაძლებლობა ექნება, გააკეთოს ისეთი მარტივი შედარებები, როგორიცაა "ო, ეს ისე სწრაფად მოხდა, როგორ სწრაფადაც კბილებს ვიხეხავ ხოლმე".

image



–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––



ასევე დაგაინტერესებთ:


1. სასაცილო ბავშვები - ფოტოები, რომლებიც გაგახალისებთ

image

2. ყველა დროის 100 საუკეთესო ანიმაცია

image

3. როგორი მოზარდები იქნებოდნენ ჩვენი საყვარელი მულტფილმების პერსონაჟები

image

4. მშობლის სტატუსი

image

0
452
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0