x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ქუთაისის "აიამ" "ლელო-სარასენისი" 19:10 დაამარცხა

imageქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ 19:10 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში რუსთავის ‘ხარებს’ გაუტოლდა.

მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა ‘აია არენაზე’ გაიმართა.ამ მატჩამდე გუნდებს ორ-ორი მოგება ჰქონდათ და პრინციპულ დაპირისპირებაში გამარჯვებული წარმატებულ სერიას აგრძელებდა. ‘აიამ’ დაცვაში კარგად ითამაშა და შეტევაში საკუთარი შესაძლებლობები გამოიყენა. ‘ლელო-სარასენსმა’ შეცდომები დაუშვა, შესაბამისად, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

თამაში სტუმრების დომინირებით დაიწყო. საწყის 20 წუთში ისინი ლელოს გატანასთანაც იყვნენ ახლოს, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმას და 3 ქულას დასჯერდნენ. მაგრამ დღეს ყიასაშვილს დარტყმები არ წაუვიდა და ტაიმის ბოლომდე ორი შორეული ჯარიმა გაუცუდდა.

20 წუთის შემდეგ ‘აიამ’ ბურთზე კონტროლი დაამყარა და მალევე გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. 28-ე წუთზე თბილისელებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ აიღეს, ის ბადრი დანგაძის ნადავლი გახდა, სამი ქუთაისელი ერთ მცველზე დარჩა და შეტევა ლელოში გიორგი აბრამიძემ დაასრულა, ხოლო ბაბუნაშვილმა გარდასახა - 10:3.

მეორე ტაიმში ‘ლელო-სარასენსმა’ შეცდომებს მოუხშირა და ბაბუნაშვილმა მონაგარს კიდევ 6 ქულა შემატა (2 ჯარიმა). ‘ლელო-სარასენსმა’ შანსი 72-ე წუთზე დაიბრუნა, მოლით შეუტია და იქიდან გამოვარდნილი ბურთი თენგო პერანიძემ დაამიწა, რომელიც შეცვლაზე იმ წუთის შესული იყო, ხოლო დარტყმა მერაბ კვირიკაშვილმა ითავა და ბორჯღალოსანთა საუკეთესო მექულემ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. დარჩენილ დროში სტუმრებმა შეტევის რამდენიმე შანსი დაკარგეს და დროის უმეტესი ნაწილი ‘აიამ’ მათ ნახევარზე გაატარა. უკანასკნელ წუთზე ბაბუნაშვილმა არეკნი გაიტანა, საკუთარ გუნდს 19:10 მოაგებინა და ‘ლელო-სარასენსს’ ნუგეშის ბონუსიც არ შეარჩინა.


0
9
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0