x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მუსულმანმა თანაკლასელებმა იმიტომ მოკლეს ქრისტიანი,რომ მათი ჭიქიდან წყალი დალია

image

აგვისტოს ბოლოს შარუნ მახინი ახალ სკოლაში გადავიდა სასწავლებლად, თუმცა სკოლაში სიარული მხოლოდ ოთხი დღე მოასწრო.

პირველსავე დღეს თანაკლასელებმა აითვალისწუნეს შარუნი იმის გამო, რომ ის ერთადერთი ქრისტიანი იყო ელიტურ სკოლაში.
თავიდანვე შატუნს შესთავაზეს ისლამი მიეღო, რაზეც მან უარი განაცხადა.

ბიჭის დედამ, 30 წლის რაზია ბიბიმ გააფრთხილა შვილი, რომ ახლოს არ გაკარებოდა თანაკლასელ ბიჭებს, რომლებიც გამუდმებით უმეორებდნენ:"შენ არ ხარ მუსულმანი და არ გაბედო ჩვენ გვერდით ჯდომა."

ბიჭის დამცირების შესახებ მხოლოდ დედამ იცოდა, ქმარს უმალავდა, რადგან არ უნდოდა მისი გაწბილება.მამაკაცი მთელი დღე აგურის ქარხანაში მუშაობდა, რომ ბიჭის სწავლის ფული გადაეხადა.

სკოლაში მისვლიდან ოთხი დღის შემდეგ შარუნი თანაკლასელებმა სასიკვდილოდ სცემეს, კონფლიქტის მიზეზი გახდა ჭიქა წყალი, მისი თანაკლასელი მუჰამედი აღშფოთდა იმის გამო, რომ მან "ურჯულომ" წყალი მათი ჭიქიდან დალია, მუჰამედმა ცემა დაუწყო შარუნს, მას სხვა თანაკლასელებიც მიეხმარნენ.

შემდგომ სხვა მოწაფეების დაკითხვის დროს გაირკვა, რომ მასწავლებელი ამ დროს კლასში იყო და ძალადობის ასაღკვეთად საერთოდ არაფერი მოუმოქმედებია, მან თავი იმით იმართლა, რომ "მაგ დროს გაზეთს ვკითხულობდი და არაფერი დამინახავსო."

მთავარი ბრალდებული, მუჰამედი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ჭიქა წყალი არაფერ შუაშია, სმარტფონი დამიმტვრია და მაგაზე გავმწარდიო, ასევე უარყოფს იმასაც, რომ სხვა თანაკლასელები მიეხმარნენ.

ბიჭუნას დედამ, რაზია ბიბიმ პოლიციას ბრალი დასდო საქმის არაობიექტურ გამოძიებაში.
image

ამის შემდეგ საქმში ჩაერთო The British Pest Control Association (BPCA), რომელმაც ოჯახს დაუფინანსა ადვოკატის ხარჯები და საქმის გამოძიებას შეუდგა.

BPCA-ს წარმომადგენლმა პასკისტანში, უილსონ ჩოუდხრიმ განაცხადა, რომ ქრისიტიანების მდგომარეობა პაკისტანში ძალზე საგანგაშოა, ისინი გამუდმებით განიცდიან ძალადობას მუსულმანთა მხრიდან, მძიმე მდგომარეობაა სკოლებშიც.

BPCA აპირებს მაქსიმალურად გაახმაუროს ეს ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყროს.

შეგახსენებთ, პაკისტანში ამა წლის აპრილში სტუდენტი ჯერ გააშიშვლეს და მერე სასიკვდილოთ სცემეს ჯოხებით იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში "მკრეხელური" პოსტი დადო.

პოლიციამ დააკავა თანაკურსელი დამნაშავეები, თუმცა მათ კონკრეტულად ვერ ახსნენ და ვერც მიუთითეს თუ რა "ღვთის მგმობი"პოსტი დადო სოციალურ ქსელში მათმა კურსელმა.

2
157
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
157
  
აბსოლუტურად გეთანხმები! ველურები და ფსიქოპათები არიან!
2017, 18 სექტემბერი, 11:28
ველურები...
0 1 2