x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
საკუთარ თავში დარწმუნებულობა
image

ინგლისელი მწერალი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ჯეიმს ალენი თავის წიგნში "როგორ აზროვნებს ადამიანი" საუბრობს თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნება მისი ცხოვრების სხვადასხვა ფაქტორებზე, ის ასევე განიხილავს ხასიათის 8 ბურჯს, რომელთა შორისაცაა საკუთარ თავში დარწმუნებულობა.


ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ საკუთარ თავში დარწმუნებულობა და ქედმაღლობა, რამეთუ რამდენადაც პირველი თვისება ამაღლებული და ჩინებულია, იმდენად მეორე მდაბალი და უსარგებლოა. დარწმუნებულობის გრძნობაში არის რაღაც განსაკუთრებული, მაშინ როცა ქედმაღლობაში არაფერია მიმზიდველი.


მოკრძალებული, მუდამ ბოდიშის მომხდელი ადამიანი-რომელიც, თითქოსდა, მზადაა ბოდიში უკვე იმისთვის მოიხადოს, რომ დედამიწაზე ცხოვრობს, რომელსაც მუდმივად ისეთი რამის კეთებისა ეშინია, რაც შეიძლება სხვებმა არ მოიწონონ და რომელიც მუდმივად
სასაცილოდ გამოჩენის შიშს განიცდის, -სრულფასოვან ადამიანად ვერ ჩაითვლება. მას არ გააჩნია თავისი დამოუკიდებლობის ჩვენების უნარი. ასეთ ადამიანს უბრალოდ სჭირდება ამ თვისების - საკუთარ თავში დარწმუნებულობის-განვითარება, რომელიც მისცემდა საკუთარი ინიციატივის გამოვლენის და სხვებისთვის მაგალითად გახდომის საშუალებას, ნაცვლად იმისა, რომ მათთვის მონურად მიებაძა.რაც შეეხება დაცინვებს ის, ვისაც ისინი გულს დაუკოდავენ, -სუსტი ადამიანია. დაცინვებისა და სარკაზმის ისრები ვერ გაარღვევენ
იმ ადამიანის გარემომცველ მყარ ჯავშანს, ვინც თავისი თავის პატივიცსმცემელია და მის სახეზე მხოლოდ შემწყნარებლურ ღიმილს თუ გამოიწვევენ.

ადრე თუ გვიან საკუთრი თავის პატივისმცემელ ადამიანს ყველა ადამიანი ლიდერად აღიარებს.ყველაზე გამოჩენილი ადამიანებიც კი, რომლებიც არ საჭიროებენ ამ ადამიანის მხარდაჭერას, შეაფასებენ და პატივს სცემენ მის სამუშაოს და მის ფასეულობათა სისტემას.

მაგრამ ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულობის გრძნობა იმაზე მეტყველებს, რომ შეიძლება სწავლების არად მიჩნევა. ასეთი პოზიცია ქედმაღლობის ნაშიერს წარმოადგენს და სისუსტის გამოვლინებას, რაც წარუმატებლობას წინასწარმეტყველებს და არა მაღალ მიღწევებს, რომლებიც მაშინაა შესაძლებელი, როცა ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ თავში. ასევე არ უნდა დავუკავშიროთ საკუთარ თავში დარწმუნებულობა მედიდურობას და პატივმოყვარეობას. ეს თვისებები ადამიანს ამცირებს, საკუთარ თავში დარწმუნებულობა კი აკეთილშობილებს. მედიდურობა ეყრდნობა გარეშე და მეორეხარისხოვანს:ფულს, ტანსაცმელს, საკუთრებას, პრესტიჟს, საზოგადოებრივ მდგომარეობას, და როცა ადამიანი ამას კარგავს ის თვლის რომ ყველაფერი დაკარგულია. საკუთარ თავში დარწმუნებულობა მიმართულია ძირითადზე და არსებითზე-ისეთ შინაგან ფასეულობებზე, როგორებიცაა პატიოსნება, სიწმინდე, გულახდილობა და სხვა. ამიტომ ასეთ ადამიანს ვერავითარი დანაკარგი ვერ შეაშინებს, ზემოთ დასაახელებული თვისებების დაკარგვა ხომ შეუძლებელია. მედიდურობა ადამიანს აიძულებს თავისი
უვიცობა გარეგანი ბრწყინვალებით და თვალთმაქცობით დაფაროს. მას არაფრის სწავლა არ სურს. გარკვეული დრო მედიდურობით შეპყრობილი ადამიანი ცხოვრების კიბეზე შეიძლება მაღლა ავიდეს კიდეც, მაგრამ რაც უფრო მაღლა ადის დღეს მით უფრო დაბლა დავარდება ხვალ.საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანს არაფერი აქვს დასამალი და ის ყოველთვის მზადაა რაღაც ისწავლოს. და მაშინ, როცა მედიდურობას არ შეუძლია თავმდაბლობასთან მეზობლობა, საკუთარ თავში დარწმუნებულობა ამ თვისებასთან სავსებით შეთავსებადია.ეს გრძნობები ერთმანეთს ავსებენ.
image
ცხოვრებაში არ არსებობს ისეთი სფერო, რომელშიც ადამიანის გავლენა და აყვავება დამოკიდებული არ იქნებოდა საკუთრ თავში დარწმუნებულობაზე, მათთვის კი ვინც სხვებისთვის დამრიგებელია ეს თვისება სრულიად აუცილებელია.

საკუთარ თავში დარწმუნებულობა შეიცავს შემდეგ ოთხ თვისებას:
1.გაბედულებას 2.სიმტკიცეს 3.საკუთარი ღირსების გრძნობას 4.დამოუკიდებლობას

1. გაბედულება ძლიერს ხდის ადამიანს, ის ვინც მუდმივად ყოყმანობს სუსტი ადამიანია. ის ადამიანი, რომელსაც სურს ცხოვრების დრამაში არსებითი როლის თამაში, უნდა ფლობდეს ისეთ თვისებას, როგორიც
გაბედულებაა და იცოდეს თუ რა უნდა. მას შეიძლება ყველაფერში ეჭვი შეეპაროს გარდა ერთისა -ქმედების საკუთარ უნარში. მან უნდა იცოდეს რისკენ მიისწრაფვის და მთელი თავისი ენერგია აქეთკენ წარმართოს. მას უნდა ჰქონდეს ცოდნის მყარი ფუნდამენტი, რომელზეც რაღაცის აშენებას შეძლებდა და ჩავარდნისა არ შეეშინდებოდა.ის უნდა ფლობდეს გაბედულებას, რომელიც უნარ-ჩვევებითა და ცოდნითაა განპირობებული.


image

2. სიმტკიცე- ესაა ცხოვრებაში ქმედებების ყველაზე უკეთესი ხერხის და საუკეთესო გზის არჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უნარი. ეს ნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მტკიცე დაიცვა პრინციპები. ის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია მტკიცედ დადგენილი
პრინციპები ვერაფერს მიაღწევს. ცვალებადობა-ეს სისუსტეა და ის გაცილებით უფრო ძლიერად არღვევს ადამიანის ხასიათს და მის
სხვებზე გავლენას, ვიდრე ძალის წყალობით წარმოშობილი ნებისმიერი ბიწიერება . ადამიანს უნდა ჰქონდეს მტკიცე ურყევი მრწამსი.მან თავის თავისთვის უნდა გადაწყვიტოს როგორი პრინციპებია მისთვის ყველაზე უკეთსი და დაიცვას ისინი ყველა შემთხვევაში.


3. საკუთარი ღირსების გრძნობა- ადამიანური გონების უდიადესი მანტიაა. საკუთარი ღირსების მქონე ადამიანს ლაფში ვერ ამოვსვრით, ვერც დავიმონებთ, რამეთუ ის ჭუჭყს გაურბის და თავის ცხორებას თავად მართვს. მაშინვე-მხოლოდ ერთი შეხედვით, სიტყვით, ბრძნული, მრავლის მთქმელი დუმილით განაიარაღებს თითოეულს, ვინც მის დაცირებას შეეცდება.მაგრამ
მთავარი მიზეზი, რის გამოც საკუთარი ღირსების გრძნობა ასეთ პატივისცემას იწვევს, იმაში კი არაა რომ ადამიანმა საკუთარი თავის ფასი იცის, არამედ იმაში რომ ის გარშემომყოფებს პატივისცემით ეპყრობა. ამპარტავანი ადამიანი სხვებს ქედმაღლურად ექცევა და აგდებულადაც კი რამეთუ საკუთრი თავის სიყვარული და სხვებისადმი აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გვერდით, თანაბარი პროპორციით აღმოჩნდება: რაც უფრო დიდია საკუთარი თავის სიყვარული, მით უფრო ძლიერია ქედმაღლობა, საკუთარი ღირსების ნამდვილი გრძნობა კი წარმოიშვება არა საკუთარი თავის სიყვარულისგან, არამედ უფრო როგორც თავგანწირვა- საკუთარი თავის მოყვარულობაზე უარის თქმა და მორალის პრინციპების მკაცრი დაცვა.


4. დამოუკიდებლობა- ესაა ძლიერი, თვითკონტროლის უნარის მქონე ადამიანის თვისება. ყველა ადამიანს უყვარს თავისუფლება და მისკენ მიისრაფვიან. თითოეული მას თავისებურად წარმოადგენს.ყველა ადამიანი უნდა შრომობდეს საკუთარი თავისთვის ან საზოგადოებისთვის. თუ ის ხეიბარი არ არის, არ იტანჯება რაიმე ქრონიკული დაავადებით და გონებრივად ჩამორჩენილი არ არის მან უნდა განიცადოს სირცხვილის გრძნობა თუ სხვა ადამიანზეა დამოკიდებული-მხოლოდ იღებს და სანაცვლოდ არაფერს იძლევა. თუ ვინმეს მიაჩნია რომ სწორედ ესაა თვისუფლება ის აუცილებად უნდა
გადავარწმუნოთ რამეთუ სინამდვიელეში ეს მონობის ყველაზე მდაბალი ფორმაა.

დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მასთან დაკავშირებული სიხარული მხოლოდ შრომას მოაქვს და არა უსაქმურობას. თავის თავში დარწმუნებული ადამიანი იმდენად ძლიერი, კეთილშობილი, პატიოსანია, რომ თოთო ბავშვივით არ შეიძლება სხვებზე იყოს დამოკიდებული. ის თავისი ხელებით და თავისი ჭკუით მოიპოვებს სიცოცხლის უფლებას.

მხოლოდ ის ვინც ყველაფერში თავის თავს ეყრდნობა, ნამდვილად
თავისუფალი, თავის თავში დარწმუნებული და დამოუკიდებელია.

0
215
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0