x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორ მოვაშოროთ დეოდორანტის კვალი მაისურებსა და კაბებს?
დეოდორანტი შეიძლება იყოს როგორც ჰიგიენის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ასევე თავსატეხი ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ძვირადღირებული და მაღალხარისხიანი გელი და აეროზოლებიც ხშირად ტოვებენ კვალს ჩვენს საყვარელ მაისურებსა და კაბებზე, რომელთა მოცილება დამეთანხმებით რომ ადვილი სულაც არაა.


image


დღევანდელ სტატიაში მინდა გაგანდოთ ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი ტანსაცმლიდან დეოდორანტის კვალის მოცილებაში.




1. გამოიყენეთ მარილი.image
მარილი ადვილად გაუმკლავდება ქსოვილში მჭიდროდ ჩამჯდარ ძველ ლაქებსაც კი როგორც ფერადი, ასევე მუქი ფერის ქსოვილიდან. აიღეთ მწიკვი მარილი და დააყარეთ დალაქულ ადგილას წინასწარ დასველებულ ქსოვილს. გააჩერეთ 8–12 საათი (უმჯობესია პროცედურა ღამით ჩაატაროთ), შემდეგ ისევ ცოტა მარილი დააყარეთ და ხელში მოსრისეთ (გაჭეჭყეთ) ქსოვილი. ამის მერე შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში.






2. გამოიყენეთ ძმარი.image
დეოდორანტით დალაქულ ტანსაცმელს ადვილად გაუმკლავდება ძმარი. ჩადეთ ძმარში ლაქიანი მაისური (პირობითად) და გააჩერეთ მთელი ღამით, შემდეგ კი გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.


შენიშვნა: არ ჩაალბოთ ძმარში თეთრი ფერის ტანსაცმელი, რადგან ის მათ გააყვითლებს.





3. გამოიყენეთ არაყი ან სპირტი.image
ეს მეთოდი უებარია მუქი ფერის ტანსაცმლიდან თეთრი ფერის ლაქების მოსაცილებლად. დაასხით არაყი ან სხვა სპირტიანი სასმელი ლაქიან ადგილას და დააყოვნეთ რამდენიმე წუთი, მაგრამ არაუმეტეს ერთი საათისა. შემდეგ კი გარეცხეთ. შედეგი მალევე ნათელი გახდება.





4. გამოიყენეთ მშრალი სპირტის აბი.image
მშრალი სპირტის აბი ერთ–ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ტანსაცმლიდან ჩამჯდარი ლაქების ამოსაყვანად. გააზავეთ ის წყალთან 50/50–ზე პროპორციით და ჩაალბეთ ლაქიანი ტანსაცმელი, რამოდენიმე წუთში კი კარგად გარეცხეთ. ის არა მარტო აცილებს ლაქებს, სპობს უსიამოვნო სუნსაც.




იხილეთ აგრეთვე:


ხრიკები, რომელთა ცოდნა ზღვაზე აუცილებლად გამოგადგებათ. დაიმახსოვრეთ!

ხრიკები, რომელთა გათვალისწინებით თავის დაბანა ყოველ მეორე დღეს აღარ მოგიწევთ

როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები

ეს 10 ნივთი ნამდვილად იხსნის თქვენს სიცოცხლეს

რეცხვის წინ სარეცხის მანქანაში ფოლგის გორგალი შეაგდეთ და შედეგი გაგაოცებთ

10 ეშმაკური ხრიკი, რომლებიც საგანგებო სიტუაციაში დაგეხმარებათ- გაითვალისწინეთ

როგორ მოვიქცეთ თუ თერმომეტრი გაგვიტყდა სახლში?

სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის?

როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე

ხრიკები, რომელთა ცოდნა აუცილებელია!


2
585
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
585
  
2017, 18 სექტემბერი, 13:45
გაიხარე გუჯა
2017, 18 სექტემბერი, 11:16
საინტერესო და სასარგებლო სტატიაა, მხოლოდ ერთს დავამატებდი–შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი ძნელად ამოსაყვანი ლაქების მოსაშორებლად, ძალიან ეფექტურია.
0 1 2