x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ველური ქალებისა და ნადირთპატრონების მითოსი
მითოსი (მითი) ბერძნული სიტყვაა და თქმულებას, გადმოცემას,
ანდრეზს ნიშნავს. ცნობილია შუმერული, ეგვიპტური, ბერძნული, რომაული, გერმანული, ქართული და ა.შ მითები. მითოსში საინტერესოდაა შეზავებული ფანტასტიკა და სინამდვილე.

თქმულებებში მრავალი მითიური პერსონაჟი მოქმედებს:ღმერთები,
ქალღმერთები, ღვთისშვილები, ბუმბერაზები, ჯუჯები, ალები, ტროლები, ნადირთპატრონები, ველური ქალები და ა.შ ..

თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ველურ ქალებსა და ნადირთპატრონებზე.


image
გერმანული მითოლოგიის თანახმად, მთებისა და გორაკების

გულში, ტყის ლოდების ქვეშ ცხოვრობენ ე.წ. ველური ქალები. მათი სილამაზე ენით აღუწერელია.

ვერც ერთი მიწიერი არსება ვერ შეედრება მათ სხეულის აღნაგობითა და სახის საუცხოო სილამაზით.
განსაკუთრებული ქების ღირსია მათი მომხიბლავი გრძელი თმა და მომაჯადოებელი სიმღერა.



image

ველურ ქალებს ადამიანებთან კეთილი ურთიერთობა აქვთ,
ქორწილებს ესწრებიან და ბედნიერების მომნიჭებელ ნივთებს არიგებენ საჩუქრად.

უმეტესად ნახულობენ ღარიბ მწყემსებსა და მწყემს ბიჭებს, ეხმარებიან, რჩევებს და პურს აძლევენ.
მათი წყალობა ბედნიერების ნიშანია, ხოლო რისხვა კი – უბედურების მომასწავებელი.

image

მკაში ზოგჯერ დაუზარებლად ეხმარებიან მომკელ ქალებს
და გასამრჯელოს არ ითხოვენ.

ხანდახან ყმაწვილს იტაცებენ, თავიანთ სახლებში ჰყავთ
დატყვევებული და ყოველგვარ სიკეთეს ასწავლიან.

ერთ-ერთი თქმულება შემდეგ ამბავს მოგვითხრობს:

ერთხელ, ზამთარში, ერთი ღარიბი, მაგრამ ყოჩაღი გლეხის
ასული მინდორში მიდიოდა დადაინახა თეთრად მოსილი ქალი, რომლის თმა საოცრად ელვარებდა.
ქალიშვილი გაოცებული შედგა და შესცქეროდა,
თუ როგორ შლიდა თოვლზე თეთრი ქალი სელის
ქსოვილს. მომიახლოვდიო, – უთხრა ქალიშვილს და ისიც გაუბედავად წავიდა წინ. საიდუმლოებით
მოცულმა ქალმა უთხრა:

– აიღე, ძვირფასო ბავშვო, ეს შეკვრა. დაგვიანებული ქორწილისთვის მიჩუქებია.

ქალიშვილმა უსიტყვოდ დაუჯერა, ქსოვილი აიღო და მამის
სახლს მიაშურა.

როცა შინ მივიდა, კალათიდან საჩუქრის ამოღება დააპირა
და რას ხედავს? ქსოვილის ნაცვლად კალათა სავსე ჰქონდა თვალ-მარგალიტით. ამ განძეულს ქალიშვილი ტყის კეთილ ქალს უმადლოდა.

image



გრძელთმიანი, მომაჯადოებელი სილამაზის მქონე არსებები
ქართულ მითოლოგიაშიც გვხვდებიან. ასეთები არიან ნადირთპატრონები– დალი და ტყაშმაფა.

დალი კლდეთა, კლდის გამოქვაბულთა ბინადარია.

ტყაშმაფა კი – ტყის მბრძანებელი.

image


რჩეული მონადირეები დალის საყვარლები არიან, რისი წყალობითაც

წარმატებას აღწევენ ნადირობაში. მაგრამ, ხშირად, მონადირე გაურბის ქალღმერთთან ურთიერთობას, რის გამოც უკანასკნელს ანაწყენებს და დიდი რისხვა ატყდება თავს.

დალის მსგავსად, მონადირესთან სატრფიალო ურთიერთობისკენ ისწრაფვის ტყის მბრძანებელი ტყაშმაფაც. იგი გაურბის
მის სამფლობელოში შემოჭრილ აგრესორს, ოჩოკოჩს და დახმარებას სთხოვს მონადირეს. ცნობილია შემდეგი თქმულება:


image


ერთ უღრან ტყეში მონადირე მახუტელას ქალის კივილი შემოესმება.
ქალი სახელით მიმართავს მონადირეს და შველას სთხოვს:


„მახუტელა! შე მკვდარო, მომეშველე!“. მახუტელა ხედავს: თეთრად მორთულ, კოჭებამდე თმებით დაფარულ ქალს უკან მოსდევს ოჩოკოჩი.


მახუტელა თოფით დაჭრის ოჩოკოჩს, რომელიც შემდგომ გადაიკარგება. ტყაშმაფა კი მადლიერების ნიშნად, მონადირეს საკუთარ თავს სთავაზობს. მახუტელას არჩევანი არ აქვს. იგი ტყაშმაფასთან
ურთიერთობით სახელოვანი მონადირე ხდება.

შეიძლება ითქვას, რომ მახუტელა მონადირის განზოგადებული
სახეა.


image


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დალისა და ტყაშმაფას წყალობა
შესაძლებელია დიდი რისხვით შეიცვალოს და პირიქით, იმ შემთხვევაში თუ მონადირე არ დაარღვევს პირობას, ან თუ მონადირის ცოლი პატივისცემით მოექცევა მათ, მაშინ დალიცა და ტყაშმაფაც
მადლიერნი რჩებიან და მშვიდობიანად ეცლებიან მონადირის კერას.

0
102
7-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპოშვილი
ანა პაპოშვილი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0