x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
ყველა ჩვენგანი სმარტფონებს არასწორი მეთოდებით ვმუხტავთ და აი, რატომ

imageუამრავი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ სმარტფონები ძალზედ მალე ჯდება და მისი დამუხტვა დღეში რამდენჯერმე უწევთ, ფაქტობრივად ეს ჩვენი ბრალია.


არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ტელეფონები აუცილებლად 100%-მდე უნდა დაიტენოს.


მაგრამ ეს არის დიდი შეცდომა


Battery University-ის საიტზე განთავსდა ინფორმაცია ბატარეის მწარმოებელი კომპანის Cadex-ის მიერ სადაც აღწერილია ე.წ. სტრესი ლითიუმის ბატარეებისა, რომლებიც აქტიურად გვხვდება სმარტფონებში. ბატარეის ხანგრძლივობა და მისი ქმედითუნარიანობა დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც მოიხმარს სმარტფონს, ასე რომ, თუ გსურთ თქვენი ტელეფონის ბატარეა მუშაობდეს და გემსახურებოდეთ ის დიდი ხნის განმავლობაში გაითვალისწინეთ მისი დამუხტვის რამდენიმე წესი.


როდესაც სმარტფონი სრულიად დამუხტულია, აუცილებლად გამორთეთ ის დენის წყაროდან.


Cadex-ის წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთი მავნე ჩვევა, რაც ტელეფონის ბატარეებს აზიანებს, არის მისი ღამით დასამუხტად დატოვება. როდესაც ტელეფონი იმუხტება 100%-ზე, იგი იწყებს ელექტროენერგიის მცირე მუხტებით დატენვას, რაც მას მაქსიმალურ დონეზე მუხტავს. ასეთი გზით, ბატარეა სტრესის ქვეშ ექცევა და მალევე სუსტდება.image


დამუხტეთ ტელეფონი ნებისმიერ შემთხვევაში


ბატარეისთვის ის უფრო სასარგებლოა, თუ მას დღეში რამდენჯერმე დავმუხტავთ მცირე დროით, როდესაც კი საშუალება გვექნება.


საუკეთესოა ის შემთხვევაც, როდესაც იგი თუნდაც მხოლოდ 10%-ით არის დამჯდარი და მას დავმუხტავთ. რა თქმა უნდა ეს ჩვენი ცხოვრების რიტმს არ შეესაბამება, მაგრამ მაინც.


ასეთი დამუხტვის მეთოდი სმარტფონის ბატარეის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს და შესაძლოა გარკვეული ტიპის ადამიანებისათვისაც ხელსაყრელი იყოს.


უმჯობესია ტელეფონის 100%-მდე დამუხტვა


Cadex ამტკიცებს, რომ ბატარის ბოლომდე დამუხტვა საჭირო არ არის, პირიქით ეს მას ძალიან მოკლე დროში დააზიანებს, რაც საბოლოოდ მის შეცვლამდე მიგვიყვანს.


შეინახეთ ტელეფონები გრილ ადგილას


ტელეფონის ბატარეები მგრძნობიარები არიან გადახურების მიმართ. მაგალითად, Apple რეკომედაციას უწევს საკუთარი პროდუქციის მომხმარებლებს რომ ტელეფონები ისეთ ადგილას დამუტონ სადაც უფრო სიგრილეა.


და თუ თქვენს ტელეფონს მზის სხივები პირდაპირ ეცემა აუცილებელია მისი სხვა ადგილას გადატანა. image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - მაღაზიაში არსებული ნივრის 80% ჩინურია, ნუ შეიძენთ მას!
2 - არასდროს არ შეინახოთ წყალი პლასტმასის ბოთლებში!
3 - უკრაინელი ფოტოგრაფის ფოტოები, რომელმაც იცის თუ როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა ეროტიკა!
4 - ბოტულიზმი: სიმპტომები, მიზეზები და რაც მთავარია, პირველადი გადაუდებელი დახმარება
5 - რა მდგომარეობაში არიან ჩერნობილში მობინადრე ცხოველები კატასტროფიდან 30 წლის შემდეგ?


3
342
9-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
342
  
18 სექტემბერი, 11:33
გადატენვა იწვევს სულფატაციის გადამეტებას ნორმის ზემოთ, რაც ისევე ანადგურებს ბატარეას, როგორც დატენვის გარეშე დატოვებული აკუმულატორის დესულფატაცია.
17 სექტემბერი, 19:29
მადლობაა!
17 სექტემბერი, 13:16
სასარგებლო სტატიაა!
0 1 3