x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ულამაზესი სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები! სამკაულის 150 იდეა, ყაისნაღით და ჩხირებით ქსოვისთვის

image


უამრავი სახის სამკაული არსებობს: ძვირფასი, ნახევრადძვირფასი, მეტალის, ხის... მაგრამ, ყველაზე მრავალფეროვანი და ნაირსახოვანი, როგორც ტექსტურის, ისე ფერადოვანი თვალსაზრისით, ნაქსოვი სამკაული არის. ამ სფეროში დახელოვნებულმა დიზაინერებმა იციან, რომ მასში უდიდესი პოტენციალი და შესაძლებლობები არის. ხოლო, მათ, ვისაც ამ მხრივ, გამოცდილება არა აქვთ, შეუძლიათ სამკაულების კეთება საყურეებით დაიწყონ:


image


თუ ყაისნაღით ქსოვა იცით, არც რბილი მავთულებით ქსოვა გაგიჭირდებათ. მავთულის გამოყენებით შესაძლებელია როგორც ყელსაბამების, ისე სამაჯურების და ნებისმიერი სხვა აქსესუარის შექმნა. მაგ., ქამრების, ჩანთების და თუნდაც დეტალების, სამოსის გასაფორმებლად.

image

imageimage

imageმავთულით მოქსოვილი სამკაული შეგიძლიათ ბისერით ან მძივებით გააფორმოთ. ამ შემთხვევაში, ყველაზე რთული სამაჯურზე შესაკრავის მორგება არის. ამიტომ, ვიდრე სამკაულის შექმნას დაიწყებთ, შესაკრავზე იფიქრეთ. ეს შეიძლება როგორც მზა სამაგრები, ისე ლენტები ან მსხვილი მძივები იყოს.

imageimageimage


სამკაულის შექმნა ჩვეულებრივი საქსოვი ძაფითაც შეიძლება. ამ შემთხვევაში არანაირი ჩარჩო და შეზღუდვა არ არსებობს. ყველაფერი მხოლოდ ქსოვის ტექნიკაზე და თქვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.



imageimageimageimage

imageimageimageimageimage


შეგიძლიათ მოქსოვოთ ე. წ. ტრანსფორმერები, – სამკაული, რომლის გამოყენება, როგორც ყელსაბამად და სამაჯურად, ისე თმაში ჩასაწნავად იქნება შესაძლებელი.


imageimageimageimageimage

სამკაულის შექმნისას, მის საფუძვლად, შეგიძლიათ ხე ან მსხვილი მავთული გამოიყენოთ:

imageimageimage

image

imageimage


განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება გარკვეული ფორმის მქონე მეტალი და საქსოვი ძაფის კომბინაცია:


image


ლამაზია ჟგუტისებური სამაჯურებიც, რომლის გაკეთება არც ისე რთულია. ჯერ დრეკადი მავთულის ირგვლივ უნდა მოქსოვთ, ხოლო შემდეგ, მას თქვენთვის სასურველი ფორმა მისცეთ.


image

imageimageimage


პატარა მოქსოვილი ყვავილების და ბისერის კომბინაცია, განსაკუთრებით კარგად ჯდება ჩხირებით ან ყაისნაღით მოქსოვილ ბრტყელ სამაჯურებზე:


imageimage


შედარებით დიდი ზომის ყვავილებით და ფოთლებით, შეიძლება ყელსაბამების გაფორმება. განსაკუთრებით ლამაზი გამოდის ყვავილები მძივებთან კომბინაციაში:


image

imageimageimageimageimageimageimageimageimage


ყელსაბამების გარდა, შეგიძლიათ უფრო მინიატურული სამკაულიც, მაგ., გულსაკისიდები ან გულსაბნევები გააკეთოთ:

imageimageimage

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

მორჩენილი საქსოვი ძაფების გამოყენების იდეები. მეორადი (ნაშალი) ძაფის განახლების ხერხი

ხრიკები ქსოვის პროცესის გასამარტივებლად

ყაისნაღით ქსოვა. პირველი გაკვეთილი, იდეები, მოდელები, სქემები, უზორები (მოცემულია 100-ზე მეტი ნიმუში)

100-ზე მეტი იდეა ჩხირებით ქსოვის მოყვარულთათვის (მოდელები, სქემები, უზორები)


6
616
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
616
  
2018, 18 იანვარი, 0:17
ქსოვა, ველოსიპედის ტარებასავით არის, ერთი თუ ისწავლე, არასდროს დაგავიწყდება :)
2018, 17 იანვარი, 23:13
რა სილამაზეა...ეჰ, რა კარგად ვქსოვდი ყაისნაღით. სულ დამავიწყდა უდროობის გამო :(
2018, 17 იანვარი, 16:36
მადლობა, გაიხარე
2018, 17 იანვარი, 16:36
მადლობა,
2018, 17 იანვარი, 15:52
რა სილამაზეებია... ძალიან, ძალიან კარგი სტატიაა...
2018, 17 იანვარი, 15:26
ძალიან საინტერესოა გოგონებისთვის.მე პირადად ძალიან მიყვარს ასეტი რამეები.:)
0 1 6