x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
15.06.2012 ავტოსაგზაო შემთხვევა

მე მინდა ყურადღება გავამახვილო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ, საავტომობილო ტრასაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, სადაც ფეხით მოსიარულემ გადაკვეთა საავტომობილო გზა და მას სწრაფად მომავალი მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. საჭეს როგორც შემდგომ გახდა ცნობილი ახალგარდა მამაკაცი მართავდა, იქვე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტები და თვითმხილველებს ინტერვიუ ჩამოართვეს მომხდარ ფაქტთნ დაკავშირებით. იღებდნენ კადრებს რა დროსაც ტელეკომპანია მაესტროს ოპერატორს პატრულმა გაუწია წინააღმდეგობა და ხელი შეუშალა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში, წესრიგის დაცვის მოტივით, ასევე იყო სიტყვიერი და ფიზიკური წინააღმდეგობა, როცა 9 არხის ჟურნალისტები კამერით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, პატრულმა შეწყვიტა წინააღმდეგობა და განაგრძო მოვალეობის შესრულება, რაც წესრიგის დაცვას ითვალისწინებს და არა ჟურნალისტების ხელისშემშლელ საქმიანობას.
მე შემთხვევის ადგილზე ზუსტად 10 წუთის შემდეგ მივედი და საწრაფო დახმარების მანქანა ჩემი მისვლიდან 7-8 წუთში მოვიდა, რაც საერთო ჯამში 17-18 წუთს უდრის. როცა ადამიანის სიცოცხლე წამებში წყდება და აღვნიშნავ რომ დაზარალებული იყო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდა და იყო უგონოდ, ასევე აღენიშნებოდა შოკური მდგომარეობაც, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სულ რაღაც 150 მეტრშია შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ სასწრაფო ძალიან ცუდად მუშაობს. ყველაზე დიდი ირონია რამაც ჩემში ასევე გაკვირვებაც გამოიწვია იქვე, უკვე მობილიზებული სახანძრო სამაშველო სამსახური იყო, რომელიც საწრაფოზე საკმაოდ ადრე მივიდა დანიშნულების ადგილზე.
ასევე ღსანიშნავია პრობლემა რამაც გამოიწვია ეს ავტოსაგზაო შემთხვევა. იქ არსებული გადასავლელით არ სარგებლობენ სტუდენტები და უბრალო მოქალაქეები, რადგან არის არაპრაქტიკული და გიწევს შორი მანძილის გავლა, რათა გადაკვეთო საავტომობილო გზა, ამიტომ მოქაალაქეები მაინც არჩევენ ფეხით საავტომობილო გზაზე გადასვლას, რაც ხშირად ხდება საავარიო სიტუაციის მიზეზი. ჩემი აზრით ასეთ ადგილებში აუცილებელია შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემა.
რამაც ყველზე ძლიერ გამაღიზიანა ეს იყო ყვითელი სამარშუტო მიკროავტობუსების მოძრაობა, რომლებიც იმის გამო რომ მგზავრების გარეშე არ დარჩნენ, რადგან მოგეხსენებათ დაწესებული ფასის გამო ვერ სარგებლობენ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ზემოთ აღნიშნული ტრანსპორტით, ქმნიდნენ საცობს და აფერხებდნენ მოძრაობას, რაც თავის მხრივ სასწრაფო დახმარების მანქანას აფერხებდა შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, მაგრამ კიდევ ვამბობ მიუხედავად საცობისა 5 წუთი მოსამზადებლად და ადგილზე მისასვლელად საკმარისი დრო იყო, რაც ვერ დავინახე არსებულ სიატუაციაში.imageimageimageimage


4
125
1-ს მოსწონს
ავტორი:დროა
დროა
125
  
2012, 19 ივნისი, 1:13
იმდენად რამდენადაც თვითოეული თუ დაიწყებს ფიქრს ქვეყანა და მისი რაობა აღარ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ...
2012, 17 ივნისი, 13:26
www.ambebi.ucoz.org პარტნიორი საიტია
2012, 16 ივნისი, 20:29
მარტლაც დროა ფარდა აეხადოს ამ ხელისუფლების ნაქებ ჯანდაცვის სისტემას :)
2012, 16 ივნისი, 16:21
http://intermedia.ge/vid/55326-პატრული-და-მედია/10/

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ გადაღებული კადრები...
0 1 4