x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
უყურე და იფიქრე - 10 საუკეთესო ფილმი
გემოვნებაზე არ დაობენ! ასე ვიმშვიდებთ თავს, როდესაც კამათი პიკს აღწევს, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორედ გემოვნებაზე ვდაობთ ყველაზე ხშირად და თითქმის სასამართლო პროცესის პრინციპით ვცდილობთ დავასაბუთოდ ირაციონალური მტკიცებულებებით, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებები.
სწორედ ასეთი ინდივიდუალური გემოვნებით და სუბიექტური მოსაზრებებით შემოოგთავაზებთ ფილმებს, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.



1. The Dressmaker - კაბების მკერავი
image

ქეით უინსლეთის შესანიშნავად შესრულებული კიდევ ერთი საინტერესო როლი, რომელიც გლამურული ქალის უსამართლოდ განვითარებულ ცხოვრებას ეხება. ბავშობაში მკვლელობაში დასდეს ბრალი, რის გამოც დედას მოაშორეს და გააძევეს მშობლიური სოფლიდან. წლების შემდეგ ჩამოყალიბებული და ძლიერი ბრუნდება. ცდილობს მოიპოვოს თანასოფლელების ნდობა და იძიოს შური. თუმცა ცხოვრება შეუწყნარებელია მის მიმართ, რასაც თავად ნახავთ ფილმის ყურებისას.



2. Nocturnal Animals - ღამის ცხოველები
image
ემი ადამსი - შესანიშნავად შესრულებული როლი, რომელიც წარმატებულ, შემდგარ ქალს ეხება. ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება აქვს. ქმარი, შვილი, საკუთარი გალერეა, თუმცა მალევე შეამჩნევთ, რომ ბედნიერება აკლია. ყოფილი ქმარი თხოვს შეხვედრას და აქ იწყება სიტუაციის მოულოდნელი განვითარება.



3. Split - გახლეჩილი (2016 წელი)

image

ჯეიმს მაკავოის უჩვეულო როლი. ის ერთდროულად რამდენიმე რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟს თამაშობს. მასში 23 პიროვნება ცხოვრობს, რომელიც ცდილობს გააცოცხლოს მასში არსებული მხეცი და იტაცებს თინეიჯერ გოგონებს.



4. Exam / გამოცდა (2009 წელი)


image
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავოსანი მსახიობები არ თამაშობენ, ფილმი გამოირჩევა შინაარსით და ლოგიკური სიუჟეტით. ერთ-ერთ მისტიურ კომპანიას გამოცხადებული აქვს ვაკანსია და კონკურსის საბოლოო ეტაპზე გადავიდა რვა ფინალისტი, საიდანაც უნდა შეირჩეს მხოლოდ ერთი. ფინალური ეტაპი გულისხმობს ლოგიკური დავალების შესრულებას თუმცა...




5. Shutter Island - შეშლილთა კუნძული (2010 წელი)


image


ლეონარდო დიკაბრიოს ერთ-ერთი საუკეთესო როლი. ფილმი ორაზროვნად ვითარდება და ფინალი, მხოლოდ მაყურებლის გადასაწყვეტია.



6. The Invisible Guest - უხილავი სტუმარი (2016 წელი)


image

რომანტიული ფილმების მოყვარულებს, ალბათ ყველას კარგად ახსოვს მარიო კასასი ფილმიდან " ციდან სამ მეტრზე", თუმცა ამჯერად რეჟისორმა ორიოლ პაოლომ განსხვავებულ რაკუსით წარმოადგინა. ფილმი მოგვითხრობს ბიზნესმენ ედრიან დორიას ისტორიას, რომელიც სასამართლო პროცესისთვის ემზადება და მის პირად ადვოკატთან ერთად ადგენს დაცვის სტრატეგიას, თუმცა სწორედ ამ დროს ვითარდება მოვლენები, რომელიც აუცილებლად გაგაოცებთ.



7. Side Effects - უკუჩვენებები (2013 წელი)


image
სტივენ სოდერბერგი - მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც ახალგაზრდა ქალის ცხოვრებას ეხება. ფილმი სიუჟეტი ვითარდება ლოგიკურად. მეუღლის დაჭერის შემდეგ, გოგონა დეპრესიაში ჩავარდა და ფსიქოტროპული წამლების მიღება დაიწყო, რომელსაც ცუდი გვერდითი მოვლენები ქონდა.



8. The Devil's Advocate - ეშმაკის ადვოკატი (1997 წელი)

image

კეანუ რივზი, შარლიზ ტერონი, ალ პაჩინო. ვარსკვლავთა ცვენა და იდეალური სცენარი საუკეთესო თრილერისთვის. ფილმი ეხება ახალგაზრდა ადვოკატს, რომელსაც არცერთი საქმე არ ქონდა წაგებული და ძირითადად არამზადებს იცავდა. ის საცხოვრებლად გადადის დიდ ქალაქში ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად და იქ იწყება მისტიური თუ რეალური ამბები. ეს თქვენ გაარკვიეთ ფილმის ყურებისას.


9. The Silence of the Lambs - კრავთა დუმილი ( 1991 წელი)

image

ენტონი ჰოპკინსის და ჯოდი ფოსტერის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, სადაც სიტუაცია ვითარდება მძაფრი შეგრძნებების ფონზე, რადგან საქმე ეხება ფსიქოპატს და აგენტი კლარისა სტარლინგი ცდილობს, მისი ფსიქოპორტრეტის შედგენას განსაკუთრებით საშიში დამნაშავის, დოქტრ ჰანიბალ ლექტერის დახმარებით.


10. Hannibal - ჰანიბალი
image
ენტონი ჰოპკინსი - ფსიქიატრი და კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელი, რომელიც სიამვნებას ღებულობს ჩადენილი ქმდებებით.

0
381
6-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0