x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჯაზიდან აღმოცენებული ჰიპ-ჰოპ მუსიკა (რამდენიმე მაგალითი)
image


1980-90-იან წლებს ჯაზის მოდერნიზაციის ეპოქად მოიხსენიებენ. ამ დროისათვის აღნიშნული მუსიკალური მიმდინარეობა უკვე ამერიკული ცხოვრების წესის, ისტორიისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული. ამასთან ერთად ჯაზმა თავისი კვალი დაამჩნია რეგეის, პოპს, როკსა და მათ შორის ჰიპ-ჰოპ მუსიკას. ისეთი ჰიპ-ჰოპ ჯგუფები, როგორებიცაა A tribe called quest, jungle brothers, mobb deep, NWA და მათთან ერთად რამდენიმე ცნობილი რეპერი (მათ შორის თუფაქი) საკუთარ შემოქმედებაში აქტიურად იყენებდნენ ჯაზურ ჟღერადობას, მრავალმარცვლიან რითმას და ა.შ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია გადავხედოთ რამდენიმე ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის დისკოგრაფიას და მოვძებნოთ ჯაზური მუსიკის კვალი.


1. Coolio-ს მიერ ინტერპოლირებული stevie wonder-ის pasttime paradise.




„განგსტერების სამოთხე“ არის სინგლი რეპერის მიერ 1995 წელს გამოშვებული ამავე სახელწოდების მეორე სტუდიური ალბომიდან. სტივ უანდერის „pasttime paradise“ კი გაცილებით უფრო ადრინდელ - 1976 წელს გამოშვებულ ალბომშია შესული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უანდერის ტექსტში საუბარია წარსულისა და აწმყოს დაპირისპირებაზე, იმ ადამიანების პრობლემაზე, რომლებიც მხოლოდ წარსულით ცხოვრობენ, ხოლო ქულიოს ჰიპ-ჰოპ ვერსია თავიდან ბოლომდე განგსტერული ცხოვრების აღწერაა. ცნობილია ისიც, რომ სტივ უანდერს საკუთარი სიმღერის ასეთი ინტერპრეტაცია დიდად არ მოსწონდა და ტექსტის შექმნისას ქულიოს გარკვეულ დათმობებზე წასვლაც მოუწია.


Stevie Wonder - pasttime paradise


2. Mobb Deep - survival of the fittest



დასავლეთ სანაპიროს გამორჩეული დუეტის havoc-ისა და prodigy-ს (რომელიც სხვათაშორის ორი თვის წინ გარდაიცვალა) ალბათ ყველაზე გახმაურებული ლირიკა, რომელშიც შემსრულებლებმა ქუჩური ცხოვრება დარვინის ევოლუციონისტურ თეორიასა და ბუნებრივი გადარჩევის მკაცრ კანონებს შეადარეს, რომელთა პირობებშიც გადარჩენა მხოლოდ ყველაზე უკეთ შემგუებელს შეუძლია („survival of the fittest“). რაც შეეხება მუსიკას (beat-ს) - მისი პირველსაწყისს ქვემოთ მოცემული ვიდეოს პირველ ათ წამიან მონაკვეთში მიაგნებთ:


Barry Harris & Al Cohn - Skylark



3. James Brown, Nas, D.dre



ჯეიმს ბრაუნის მუსიკალური მემკვიდრეობის გასაანალიზებლად მთელი რიგი სტატიებია დაწერილი. ზოგადად მიჩნეულია, რომ „სოულის ნათლიამ“ და უბრალოდ მუსიკალურმა გენიოსმა ჰიპ-ჰოპის სამომავლო განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, კერძოდ - მისი call-and-response style (ე.ი ერთგვარი ვირტუალური მუსიკალური დიალოგი) დღემდე აქტიურად გამოიყენება ჰიპ-ჰოპში, ზოგიერთ break dance-ერის შთაგონების წყაროს სწორედ ბრაუნი წარმოადგენს, ახლებურმა მუსიკალურმა ჟღერადობამ რე -შემსრულებლებს გზა გაუხსნა ახალი რითმების შექმნისკენ. 1969 წელს ჩაწერილმა „Funky drummer“-მა ჰიპ-ჰოპის კლასიკოსებიც შთააგონა.


Nas - get down



D.dre - let me ride



ჯაზისა და ჯაზ-პანკის დანარჩენ კლასიკურ შედევრებს, რომლებიც შემდეგში ჰიპ-ჰოპ მუსიკად იქცნენ, უკომენტაროდ შემოგთავაზებთ.


4. Bob James - „Take Me To The Mardi Grass“.



Run DMC - "Peter Piper"




5. Donald Byrd - "Dominos"



Stetsasonic - "All That Jazz"



6. Kool & The Gang - "Summer Madness"



Jazzy Jeff & The Fresh Prince - "Summer time"



7. Ronnie Foster - "Mystic Brew"



Tribe Called Quest - "Electric Relaxation"



8. Bobby Byrd - "I know You Got Soul"



Eric B & Rakim - "I Know You Got Soul"



9. Grover Washington Jnr - "Mr Magic"



DJ Jazzy Jeff - "Touch Of Jazz"


0
24
4-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვახტანგაშვილი
გიორგი ვახტანგაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0