x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ველური თაფლი - ფილმი, რომელიც სიყვარულზე დაგაფიქრებთ!

image
ეს არის ისტორია ერთ ძალიან კარგ და სიმპატიურ ბიჭზე სახელად ბაშაქი, მას ერთ დღეს ერთი გოგო შეუყვარდა სახელად ფუსუნი, გოგო მხოლოდ სწავლაზე ფიქრობდა, სიყვარული მისთვის მეორე ხარისხოვანი იყო, მაგრამ ბაშაქის საოცარმა მზერამ და მისმა გულკეთილობამ მოხიბლა და შეაყვარა თავი. იმ დღიდან ბაშაქისთვის მხოლოდ ნათელი ფერები იყ, დაივიწყა ის ნაკლოვანებები, რაც მას ცხოვრებაში ჰქონდა . ყველაფერს აკეთებდა, რომ გოგო ბედნიერი ყოფილიყო .imageმაგრამ სამწუხაროდ, ზოგჯერ ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც ზღაპრებში. ყველაფერს ვერ ექნება კარგი დასასრული სწორედ ასე იყო ბაშაქის ისტორიაც.

მისი ისტორიის შავი ფურცელი მაშინ გადაიშალა, როცა მან სიყვარული დაკარგა. სწორედ იმ დღიდან დასრულდა მისი ცხოვრება. ყველაფერმა აზრი დაკარგა, დღე და ღამე მისთვის ერთნაირი გახდა სწორედ მაშინ გამოავლინა ის, რასაც დიდი ხანი მალავდა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ბაშაქს სიცოცხლე დაესრულებინა და მისი ცხოვრების ფურცელი დაიხურა ..imageეს არის ფილმი, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს.image

3
108
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლუხუტაშვილი
ნინო ლუხუტაშვილი
108
  
2017, 20 სექტემბერი, 19:51
მე არ მომეწონა, ბევრი დრო მათ სიყვარულს და ზრუნვას არ დაეთმო ფილმის მსვლელობისას, თან არც თუ ისე დახვეწილი იყო აზრი, თიათქოს მიფუჩეჩებული იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, თუ ასე ძაან გიყვარს, თვითმკვლელობით არ დაასრულებ ცხოვრებას, რადგან დაავადება 2–3 წლიანი სისტემური მკურნალობით იკურნება. ერთი სიტყვით უაზრო და არაფრის მომცემი ფილმია. ვერ დავინახე ბრძოლა და წყურვილი ცხოვრებისა და საყვარელი ადამიანის გამო, ტიპიური ლაჩარი ბიჭია, რომელმაც გამოსავალი სიკვდილში იპოვა, სიკვდილი კი არაა გამოსავალი, სისუსტის გამოვლინებაა. ნუ რა ვიცი, მე მსგავსი სისულელეები ვერ მხიბლავს. მსგავსი ტიპის ფილმებიდან "უბის წიგნაკი", "იჩქარე შეიყვარო", "მე შენამდე", "ბედის ვარსკვლავის ბრალია" ბევრად უკეთესია.
2017, 16 სექტემბერი, 15:22
Kი ნამდვილად ძაალიან საინტერესო და Kარგი ფილმია. ძალიან დიდი აზრი დევს ❤️ჩაგატაი ძალიან ნიჭიერი მსახიობია ❤️
2017, 16 სექტემბერი, 15:06
გუშინ ვუყურე და მართლა საინტერესო ფილმია. განსაკუთრებით მას შემდეგ ჩამითრია, რაც ბაქშმა ახსენა პიროვნების ბიპოლარული აშლილობა მაქვსო :დ სათაურიც საინტერესოდაა შერჩეული და პერსონაჟების პორტრეტიც.. ისიც საინტერესო იყო, რომ ეს ეს ბიჭი არქიტექტურაზე სწავლობს და უფრო კომუნიკაბელური აღმოჩნდა, ვიდრე გოგონა, რომელიც სოციოლოგიაზე სწავლობს :დ
0 1 3