x
image
ellen murani
ტკბილი სტუდენტობა

მხოლოდ იმიტომ, რომ 4 წლის შემდეგ ფარატინა ქაღალდი გვქონდეს, რომელზეც ლამაზი წარწერით ან თუნდაც ულამაზოდ დიპლომი ეწერება, რას არ ვაკეთებთ?! დავდივართ უნივერსიტეტში და არა ლექციებზე. მეგობრებთან ერთად ვსვავთ სასმელს და ღმერთო ჩემო! როგორ ვმხიარულობთ?! რა ტკბილი და ნანატრი წლებია სტუდენტობის პერიოდი, რომელიც არასოდეს ავიწყდება ადამიანს.
საქართველოში უმრავლესობას საუკეთესო სტუდენტური წლები ჰქონდა. ტკბილი, თბილი და ურთიერთობებით სავსე. განათლების სამინისტროს თავში აზრადაც კი არ მოსდის, ამ ფარატინა ქაღალდს დიპლომის ნაცვლად "საუკეთესო წლები" ან "ტკბილი მოგონებები" დააწერონ. ჩვენ ხომ განკუთვნილი 4 წელი დროის ტარებასა და გართობას შევალიეთ. მოგვიანებით კი ზეიმით გვაძლევენ რაღაც საბუთს, რომელსაც "დიპლომი" ჰქვია და არ ვიცით, რაში გამოვიყენოთ.
ნეპოტიზმმა დაიპყრო ქვეყანაო. "პატრონი" თუ არ გყავს მუშაობასაც კი ვერ დაიწყებო. არ თქვათ არაო! გვაქვს დიპლომი, მაგრამ მაინც უარს ამბობენ დასაქმებაზე. არაუშავს მტრის გულის გასახეთქად, მაინც გამოვიყენებთ ამ ქაღალდს. დიპლომიანი სასიძოები და სარძლოები ვიქნებით. ესეც ხომ მომავლის პერსპექტივაა.


image

0
20
4-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0