x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
დაიცავით თქვენი შვილები საკუთარი ეგოიზმისგან

ჩვენს წარმოსახვაში განვლილი ბავშვობა განსაკუთრებით თბილი და ტკბილია. არ ვფიქრობთ იმ ხარვეზებზე, რომლებიც თითოეული დღე თან გვდევდა, თუმცა დღეს ჩვენი ფიქრები და მონატრებები მიჯაჭვულია წარსულთან და ხშირადაც კი ვნატრობთ დროის უკან დაბრუნებას. კანონზომიერი სამყაროდან გამომდინარე გვზრდიან მშობლები, შემდგომ ჩვენ ვზრდით შვილებს. მიუხედავად ტკბილი მოგონებებისა, წარსულში, როდესაც რეალობაში ვიმყოფებოდით ხშირად გვიფიქრია, რომ იმ შეცდომებს არ დავუშვებდით, რომელსაც ჩვენი მშობლები, ჩვენთან ურთიერთობაში უშვებდნენ და ამით თავიდან ავიცილებდით მათთან მსგავსებას, თუმცა ვხვდებით მშობლები და ვიწყებთ სტანდარტულ ცხოვრებას.

ბოლო პერიოდია აქტუალური გახდა ძალადობის გამომწვევი მიზეზები და მომრავლებული ფაქტების ფონზე, ზოგმა დიდი ფიქრისა თუ საერთოდ ფიქრის გარეშე "წართმეულ ქართველობას" დაუკავშირა და ამ საყოველთაო ამორალურ ქმედებაში ამერიკას და ევროპას დასდო ბრალი, თუმცა აღმოჩნდა „მოაზროვნეთა“ განსხვავებული ნაწილი და ამ პრობლემას „უცნაური ხასიათი“ გენეტიკური ფაქტორი ან სხვა სახის განმარტება მისცა, თუმცა არსებობს მშობლების კატეგორიის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ილუზიურ, იდეალური შვილის პირობებში ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს და სულაც არ ფიქრობს იმ შედეგებზე, რომელიც უმოქმედობის გამომწვევია - მოძალადე შვილი.

ჩნდება კითხვა, რა სურს მოზარდს?

თუ დავაკვირდებით, ჩვენ გარშემო მშობელთა ქცევას, დავინახავთ რამდენიმე საერთო დამახასიათებელ ნიშანს, რაც საკმარისია მივიჩნიოთ ერთობლივ შტრიხად. ფანატიზმი, ეგოიზმი, მესაკუთრეობა, მბრძანებლობა, თუმცა აქაც არსებობს ერთი მიმართულება გულგრილობა. ზემოთ ჩამოთვლილთაგან უმრავლესობა სიყვარულით ძალადობს შვილზე. ვერცერთი მათგანი ვერ აცნობიერებს, რომ ბავშვი დაბადებიდან დედისგან თავისუფალია. ალბათ, ბევრ ჩვენგანს მოუსმენია მშობლისგან, „შენ ჩემ ვალს ვერასდროს გადაიხდი“, „ ძუძუს გაჭმევდი“ „ რაც შენ გაჩნდი, საკუთარი თავისთვის აღარ ვარსებობ“ და ა.შ


თუმცა მშობლებო!

ნუ დააყვედრით საკუთარ შვილს საჭმელს, რომელსაც ჩვილობაში აძლევდით, რადგან მორალური ვალდებულების გარდა, სამართლებრივი გარანტის ფუნქციაც გაქვთ და შესაბამისად კანონმდებლობითაც გეკისრებათ მასზე ზრუნვის ვალდებულება.

არ არის საჭირო თქვენი მოვალეობა მადლად აქციოთ და ამის გამო წლობით ნაშენებ ციხეში გამოკეტოთ განვითრების ეტაპზე მყოფი ახალგაზრდა. ასეთი ფსიქიკური ძალადობის ფონზე,
ხშირ შემთხვევაში თქვენვე აღვიძებთ მონსტრს, რომელიც საზოგადოების და საკუთარი თავის მტერი ხდება. ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობით უწყობთ ხელს, მის არასწორ ჩამოყალიბებას, შესაბამისად, საკუთარ თავში ჩაკეტილ წარუმატებელ პიროვნების განვითარებას.

რამდენიმე წუთს თუ გაატარებ მოზარდთან, აშკარად დაინახავთ მშობლის დამოკიდებულებას და მათ გავლენას განვითარების მიმართულებაზე. თითოეული მათგანი თავისებურად უნიკალურია და მათში კოდირებულია პიროვნული ღირებულებები. ისინი პატარა თავმოკრულ გუდებს გვანან და თუ მშობელი სწორ დროს და ადგილას გახსნის, უმტკივნეულოდ შეეცდება უთხრას, რომ ის თავისუფალია, ამოვა გუდიდან. ამისთვის კი საჭიროა ვუთხრათ, რომ თავისუფლები არიან.
ზოგადი მონაცემებით ბავშვთა ფსიქოლოგები თვლიან, რომ უმეტეს წილად პრობლემური ბავშვის ხასიათი განპირობებულია „პიროვნული სიცარიელით“, რაც ნიშნავს, რომ მშობელი პატარას პიროვნებად არ თვლის. შედარებისთვის ვიტყვი ძაღლის და პატრონის დამოკიდებულებას.
პატრონს უყვარს მისივე გაზრდილი ძაღლი, თუმცა მუდმივად მიუთითებს რა აკეთოს, ასწავლის ბრძანებების შესრულებას და სურს ემორჩილებოდეს, სწორედ ცხოველის და პატრონის დამოკიდებულებით გამოვირჩევით და თუ ვინმემ მიუთითა მოსისხლე მტრად მივიჩნევთ.
საინტერესოა, რა იცით მოზარდ შვილებზე? რა ოცნებები აქვთ? რად უნდათ, რომ იქცნენ? ვის უსაუბრია საკუთ შვილთან უახლოესი მეგობარივით? ჩვენ შვილებს არ მივიჩნევთ თანასწორებად და ამით ადრეული ასაკიდან მათ უდიდეს პიროვნულ პროტესტს ვუნერგავთ და საბოლოოდ ვღებულობთ ჭირვეულ, დაბნეულ, ჩამოუყალიბებელ და არ შემდგარ ადამიანებს. თუმცა ზოგ შემთხვევაში და უკურეაქციის პრინციპით თვითგადარჩენის ინსტინქტით ყალიბდებიან ძლიერ, მებრძოლ, გონიერ, რაციონალურად მოაზროვნე პიროვნებებად, რადგან პატარა ასაკშივე იაზრებენ მშობლების მიერ აშენებულ ციხის მავნე შედეგებს და ბუნებით თავისუფალს ერთ დღეს იმედი აქვთ დაამტვრევენ და გაშლიან სივრცეში ფრთებს. აზრობრივ, გონებრივ და პიროვნულ თავისუფლებაში, სწორედ ასეთ შვილებს ჰქვიათ დღეს „ უმადური შვილები“


image


ჩვენ ვართმევთ შვილებს ცხოვრებას და თვითკმაყოფილების განცდით ვაყვედრით მათ. გვიყვარს ჩვენი შვილები და ამ სიყვარუილით ვახრჩობთ მათ. გაათავისულეთ და უფრო ეყვარებით. საუკეთესო მეგობრის ამპლუაში მეტი გეცოდინებათ. შეიყვარეთ მათ საყვარელი საგნები და თქვენ თანამოაზრედ ჩაგთვლით. შეაფასეთ და დააფასეთ მათი შრომა და ყოველთვის გაუხარდება ისაუბროს თქვენთან შინაგან სამყაროზე. ნაკლებად გააკრიტიკეთ და უთხარით, რომ თავისუფალ აზროვნებაშია მისი განვითარება, რაც თქვენ ძლიან გინდათ. ჩათვალეთ პიროვნებებად და მიიღებთ დადებით შედეგს.
დაიცავით თქვენი შვილები თქვენივე ეგოიზმისგან და აუცილებლად შეგიყვარებთ არა ვალდებულებით არამედ გულით.


0
31
4-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0