x
image
ellen murani
დანა

ვნებააშლილმა ცხელი ტუჩები ენით ნაზად დაასველა და საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა, ავტომობილის სახელური ჩამოწია და ჩაჯდა. ემოცია მძლავრობდა. გულისცემა კი რითმებს არღვევდა, თითქოს სადღაც ჩქარობდა. გონებამოსწრებული თუ შეძლებდა ამ ჰარმონიულ ვნების მელოდიის ამოცნობას და შეგრძნებას. დანა გრძნობდა, როგორ ერეოდა ემოცია გულს, სხეული გონებას. ხელისგულებდაცვარულმა მტკიცედ მოიხურა ავტომობილის კარი და წინ სავარძელზე მოთავსდა. უხმოდ და გაუნძრევლად იჯდა რამდენიმე ხანი. სიჩუმე მეფობდა და ზაფხულის ღამის მგზნებარე ჰანგებს მართავდა. უცბად დანამ სარკეში ანარეკლი შეამჩნია. საოცრად შეცვლილი და დანაზებული ქალი. ერთიანად აკიაფებული ღაწვებითა და თვალებით, რომელიც ასაკისა და სტრესის ნაზავით წარმოქმნილ ნაოჭებსაც კი ფარავდა. დანამ უნებურად გულზე დაიხედა და შენიშნა მოწიფული ქალის მკერდი, რომელიც 18 წლის გოგოს ანალოგად ქცეოდა. დანას თავდაჯერებულობა შეემატა. მანქანაში ორი ადამიანის გული უხილავი ძაფებით ერთად ცეკვავდა, ერთმანეთის სუნთქვა კი მელოდიას ქმნიდა ზაფხულის ცვრიან ღამეში და გაურკვევლ სითბურ რექციას იწვევდა ამ ორ პიროვნებაში.

მამაკაცი ახალგაზრდა, მაღალი, შავგრემანი და ახოვანი გახლდათ. ცოტა უხეში გამომეტყველებით, მუქი ფერის თმითა და წვერით.

შუაღამეა! მათ ერთმანეთს მზერა შეავლეს და მიხვდნენ, რომ დრო იყო ერთსხეულად ქცევისა, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებდა. დანამ ტუჩი მოიკვნიტა და ნახევრად პირღიამ თვალი დახუჭა. იგრძნო ცხვირთან ცხელი ჰაერის, შემდეგ შეხება რბილი ტუჩის და გონება დაკარგულები გადაეშვნენ ვნების მორევში. უკვე გათენებულა! დანამ ღრმად ჩაისუნთქა და ცაში დაიწყო ყურება იგრძო, როგორ მოეხვია მამაკაცის ძლიერი მკლავი და ჩურჩული.


image- რა გქვია
- დანა! უნდა წავიდე
- არ წახვიდე! მინდა ამ მინდორში დავრჩეთ და ასე გავატაროთ დარჩენილი ცხოვრება.
- უკვე გათენდა უნდა წავიდე მელოდებიან!
- ვისთან მიდიხარ?
- ქმართან. წაიჩურჩულა კმაყოფილმა.



0
12
3-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0