x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლეონარდო ბონუჩი იუვენტუსის შემადგენლობაშია

image ზაფხულის ფანჯარა ყოველთვის იქცევს გულშემატკივრების ყურადღებას. ბევრი მათგანი უკმაყოფილო, ზოგიც კი იმედიანად განწყობილი რჩება. წლევანდელი ტრანსფერებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი იტალიურ ფეხბურთში მოხდა."იუვენტუსის" დაცვის ერთ-ერთი მთავარი წევრი, ლეონარდო ბონუჩი მილანში გადაბარგდა, რამაც ბევრი გააბრაზა, თუმცა როსონერის გულშემატკივრებს ლიგაზე დაბრუნების იმედი კიდევ უფრო გაუღვივა.

შავ-თეთრების რეაქციები განსხვავებული იყო. ბევრმა ბონუჩი გააკრიტიკა, გალანძღა, ზოგმა კი დუმილი არჩია.

თითქოს ყველაფერმა უკვე ჩაიარა და ამ ცვლილებას ორივე იტალიური კლუბის გულშემატკივრები შეეგუვნენ, თუმცა ადიდასის მაღაზიის "იუვენტუსის" სექციაში უცნაური რამ მოხდა.დიბალასა და იგუანის მაისურის შუაში ლეონარდო ბონუჩის მაისური აღმოჩნდა, რაც მთავარია, მილანის ლოგოთი.

საინტერესოა, ეს როსონერის ფანის დაცინვა იყო, თუ იუვენტუსის გულშემატკივრის საინტერესო მინიშნება, რომ ლეონარდო ბონუჩი მაინც ხალხის გონებაში დარჩება სიყვარულის შავ-თეთრი ისტორიის ნაწილად.

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:ალეგიერი
ალეგიერი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0