x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დაწყევლილი მილანი

image ყველას მოეხსენება, რომ ზაფხულის ფანჯრისას ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი მილანი გახლდათ, რომლის პოლიტიკამაც ბევრი აალაპარაკა და გულშემატკივრებს როსონერის დიდ ფეხბურთში დაბრუნების იმედიც გაუჩინა.

სერია ა-ს პირველ თამაშში კროტონესთან 0-3 მოგების შემდეგ იტალიური კლუბის ლიგაზე დაბრუნების შანსები უფრო რეალური გახდა, მაგრამ მესამე რაუნდმა ყველაფერი შეცვალა.ლაციოსთან 4-1 ანგარიშით წაგებამ ყველა დააფიქრა და მილანის ბედი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.ამ თამაშში როსონერის დახმარება ვერც მისი მთავარი მეტოქის, იუვენტუსის კლუბიდან გადმოსულმა ლეონარდო ბონუჩიმ გაუწია.

პარალელურად წითლები და შავები ევროპის ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობენ, თუმცა მილანის ოფიციალური გვერდის შეტყობინებით, დაცვის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა, ანტონიო კონტიმ მუხლის დაზიანება მიიღო და კლუბს 6 თვის განმავლობაში ვერ შეუერთდება.23 წლის მცველი ნამდვილად დიდი დანაკლისი იქნება მილანისათვის.

როსონერი მსოფლიო ფეხბურთში აქტუალური განხილვის საგანია.საინტერესოა, შეძლებს თუ არა ლეგენდარული კლუბი ლაციოსთან განცდილი ფიასკოსა და შემადგენლობაში დანაკლისის შემდეგაც ძველი დიდების დაბრუნებას, თუ ისევ ევროპის ლიგაში ასპარეზობასს დასჯერდება.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:ალეგიერი
ალეგიერი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0