x
image
_K_
"ბუდენბროკები" - ციტატები
"ბუდენბროკები" თომას მანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა ნათარგმნი. ამ რომანში მოთხრობილია ერთი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრება და მათი გადაშენების ამბავი.

რომანი ავტორის სიცოცხლეშივე ათას ორასჯერ გამოიცა. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს კლასიკურ ლიტერატურაში.

image


⌛მართალია, ნათქვამი სიტყვა უფრო ცოცხლად და უშუალოდ მოქმედებს, მაგრამ დაწერილ სიტყვას ერთი უპირატესობა აქვს, მას წინასწარ შეარჩევ, აწონ-დაწონი, გაიაზრებ, ფორმასაც მოუნახავ და შესაფერის ადგილსაც მიუჩენ. ამიტომაცაა, რომ წამკითხავზე იგი ხანგრძლივ ზემოქმედებას ახდენს.



⌛ადამიანები, ჩემო საყვარელო შვილო, იმისთვის კი არ ვიბადებით, რომ ჩვენს საკუთარ, პატარა პირად ბედნიერებას ჩავეჭიდოთ. ჩვენ თავისუფალი, დამოუკიდებელი და მხოლოდ საკუთარი თავისთვის გაჩენილი ერთეულები არა ვართ. არა, შვილო, ჩვენ ერთი ჯაჭვის რგოლები ვართ. ჩვენი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების დიდი მწკრივის გარეშე, რომელიც ჩვენამდე ცხოვრობდა და გზას გვიჩვენებდა. ისინიც, თავის მხრივ, მკაცრად, გვერდზე მოუხედავად, მრავალგზის ნაცად და ღირსეულ მემკვიდრეობას მისდევდნენ.

image

⌛ქვეყანაზე ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომელთაც უფლება ექნებათ, თავისი თავით ღრმად დაინტერესდნენ, თავიანთ შეგრძნებებს გულდასმით დააკვირდნენ, თუნდაც პოეტები. მათ ხომ თავისი სულიერი ცხოვრების ჭეშმარიტად და ლამაზად გამოთქმა ძალუძთ. ამით ისინი სხვების გრძნობათა სამყაროს ამდიდრებენ.


⌛დრო წინ მიდის, მაგრამ მე ვფიქრობ, საუკეთესო ტრადიციები უკან რჩება.

image


⌛დედამიწის ზურგზე ბევრი სისაძაგლე ხდება, - ფიქრობდა ქალბატონი ბუდენბროკი, კროგერების ასული, - ძმებსაც შეიძლება ერთმანეთი სძულდეთ და ეზიზღებოდეთ; საზარელია და დაუჯერებელი ასეთი ამბავი, მაგრამ ხდება ხოლმე. ოღონდ ამაზე
არ უნდა ილაპარაკო, თვალი უნდა დახუჭო. ამ ამბავზე ფიქრიც კი არ შეიძლება.


⌛ამ ქვეყანაზე ყველაფერი მოჩვენებითია. განა არ იცოდი, რომ პატარა ქალაქშიც შეიძლება, დიდი კაცი გახდე? განა არ იცოდი, რომ ამ პატარა ზღვისპირა სავაჭრო ქალაქშიც შეიძლება, კეისრობდე?

image


⌛სიკვდილს სჩვევია სახლში ღვთისმოსაური განწყობილების შემოტანა.


⌛ყველა, ვინც ანაფორას ატარებს და „უფალო, უფალოო“, გაიძახის, უბიწო და უცოდველი არ არის!


⌛ამ ქვეყანაზე ის კი არ არის მთავარი, რა როგორ გამოითქმის ან როგორ გამოიხატება, არამედ ის, თუ კაცი გულით რას ამბობს და რას გრძნობს.

image

⌛ჩვენი სურვილები და მოქმედებანი ჩვენივე ნერვების გარკვეული
მოთხოვნილებების ნაყოფია, ამ მოთხოვნილებების გამოთქმა კი ძნელია.


⌛წინასწარი სიხარული, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე,
უფრო უკეთესი გამოდგა, რადგან კარგი ყოველთვის გვიან მოდის, ყოველთვის მაშინ ისხამს ხორცს, როცა კაცს ამ სიხარულის შეგრძნება გულით აღარ შეგიძლია.

image

⌛რა არის წარმატება? იდუმალი, ენით აუწერელი ძალა, წინდახედულება, შემართება... იმის შეგნება, რომ შენ ირგვლივ მოქმედ ცხოვრებისეულ მოვლენებზე თვით შენი არსებობის ფაქტითაც კი ახდენ გავლენას... იმის რწმენა, რომ ცხოვრება შენს სასიკეთოდ აქეთ შეგეგეგუება... ბედნიერება და წარმატება ჩვენსავე არსებაშია. ჩვენ თვითონ უნდა გვეჭიროს ისინი: მტკიცედ, ურყევად. როგორც კი აქ, შიგნით დაიწყება მოდუნება, როგორც კი შეგვეპარება დაღლა, ყველა ძალა მყისვე აიშვებს თავს და გარეთ მიილტვის. მერე წინ
აღგიდგება, შენს გავლენას აღარ დაემორჩილება... მაშინ უბედურება უბედურებას ემატება, დარტყმა დარტყმას მოსდევს და მორჩა, დგება აღსასრული!

image

⌛ხშირად გარეგნული, ხილული და ხელშესახები ნიშნები და
სიმბოლოები ბედნიერებისა და აღმავლობისა მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა სინამდვილეში ყველაფერი თავქვე მიექანება. ამ გარეგნული ნიშნების გამოჩენას დრო სჭირდება მსგავსად ვარსკვლავის შუქისა, რომელიც არც კი ვიცით, ქრება თუ არა, იქნებ უკვე ჩამქრალიცაა, მაგრამ ამ წუთში კი ყველაზე ნათლად კაშკაშებს.


⌛გონიერება ამ ქვეყანაზე ჯერ კიდევ არ არის ყველაზე უმაღლესი რამ.

image

⌛თამაშობს იოჰანი, თამაშობს ისე, ოთხ-ნახევარი წლის ბავშვს რომ შეეფერება. მისი თამაშის ღრმა აზრსა და მომხიბვლელობას ვერც ერთი მოზრდილი ადამიანი ვეღარ მიხვდება, მისთვის ორი კენჭი ან ერთი ჩხირიც კმარა, თანაც თუ იმ ჩხირს თავზე მუზარადის მაგიერ დევისპირას ყვავილი ახურავს. ამ თამაშს მხოლოდ იმ ბედნიერი ასაკის
უმანკო, ძლიერი, მგზნებარე, უცოდველი, ხელშეუხებელი და აუმღვრეველი ფანტაზია სჭირდება, როცა ცხოვრება ჯერ კიდევ კრთის, ეშინია, ხელი შეგვახოს, როცა მოვალეობა და დანაშაული ვერ ბედავენ ჩვენს თავზე მსახვრალი ხელის აღმართვას, როცა ნება გვაქვს, თვალი გავახილოთ, ყურით ვისმინოთ, ვიცინოთ, გავიოცოთ და ვიოცნებოთ ისე, რომ ქვეყანამ ჩვენგან სამაგიერო სამსახური არ მოითხოვოს. როცა ისინი, ვისი სიყვარულიც გვმართებს, ჯერ კიდევ მოუთმენლად
არ გვადევნებენ თვალყურს, თუ როგორ გავუძღვებით ჩვენი მოვალეობის აღსრულებას.

image

⌛უბედურებასაც ხომ დაუდგება, ბოლოს და ბოლოს, თავისი
ზღვარი? განა ჭკვიანური არ იქნება, სანამ უბდურება გვთრგუნავს, წყნარად ვიყოთ, დავიცადოთ და მშვიდად მოვიკრიბოთ შინაგანი ძალა?


⌛ცხოვრება მკაცრია, საქმის კაცის ცხოვრება კი უშეღავათო და ყოველგვარ სენტიმენტალობას მოკლებული რბოლით დიდი ცხოვრების ანარეკლია.


⌛მამა-პაპის გახსენება მაშინ არის სასიამოვნო, როცა თავს მათგან განუყოფელად გრძნობ, როცა გჯერა, რომ მუდამ მათი გზით გივლია.

image

⌛არსებობს დეპრესიული მდგომარეობა, როცა ყველაფერი, რაც
ნორმალურ პირობებში გვაბრაზებს და ჩვენში წყრომის ჯანსაღ რეაქციას იწვევს, მოთენთილ, ყრუ და უსიტყვო ნაღვლად გვექცევა ხოლმე.


⌛განა იდეალები იმისთვის არსებობს, რომ მათ მიაღწიო და ხორცი შეასხა? არა და არა! ვარსკვლავებს ციდან ვერ მოსწყვეტ, მაგრამ იმედს... ო, იმედი და არა მისი აღსრულება, აი, რა არის ცხოვრებაში ყველაზე სანუკვარი!

image

⌛ბავშვმა თავის წრეში როგორღაც თავიდანვე უნდა მოიპოვოს ნდობა და პატივისცემა, რადგან ტოლ-ამხანაგების შეფასება მთელი სიცოცხლის მანძილზე გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში.


⌛იმ მდინარის გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობსო, - ირწმუნებოდნენ ისინი.

image

⌛სიცოცხლის გაგრძელებას ჩემს ვაჟში ვიმედოვნებდი? ჩემზე ლაჩარ, ჩემზე სუსტ, ჩემზე მერყევ პიროვნებაში? ბავშვური მონაჩმახია, სიგიჟე! რად მინდა შვილი? მე შვილი არ მჭიდება! სად ვიქნები სიკვდილის შემდეგ? მაგრამ ეს ხომ დღესავით ნათელია, საოცრად მარტივია და გასაგები. ყველა იმათში ვიარსებებ, ვისაც ოდესღაც უთქვამს „მე“, ვინც ამბობს და ვინც ოდესმე იტყვის; განსაკუთრებით კი იმათში, ვინც ამ სიტყვას უფრო მედგრად, უფრო სისხლსავსედ, უფრო მეტი ხალისით იტყვის.


⌛მხოლოდ სიკვდილს ძალუძს სხვებში ჩვენი ტანჯვისადმი რიდი და პატივისცემა გამოიწვიოს, სულ უმცირესი, უმნიშვნელო ტანჯვაც კი მისი მეშვეობით პატივისცემის ღირსი ხდება.

image

⌛ხანდახან კაცს ვინმე მოგაგონდება, გაიფიქრებ, ნეტავ, როგორ არისო, და უცებ გაგახსენდება, რომ იგი უკვე ქუჩაში აღარ დაიარება. მისი ხმაც აღარ უერთდება საყოველთაო ხმაურს, ცხოვრების არენიდანაც სამუდამოდ გამქრალა და სადღაც, ქალაქის ჭიშკარს გადაღმა, მიწაში განისვენებს.


⌛დედამიწაზე გამეფებული სიმდაბლის გამო კაცს ვინმესადმი თანაგრძნობის გამოჩენაც კი არ შეგიძლია.


⌛ასეა ყოველთვის: რისიც კაცს ყველაზე მეტად გეშინია, ის ამბავი თითქოს ბედის დაცინვით, იოლად ჩაივლის ხოლმე, ხოლო როცა ცუდს არაფერს მოელი, უბედურებაც მაშინ დაგატყდება თავს.
image



–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. "ქარწაღებულნი" - ციტატები

2. "ზაჰირი" - ციტატები

3. "ტრიუმფალური თაღი" - ციტატები

4. "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" - ციტატები

5. "მე ვარ მალალა" - ციტატები

6. "შეჭამე ბაყაყი" - ციტატები

0
288
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0