x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 საუკეთესო სამხედრო ვერტმფრენი
გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შეიარაღებაში მყოფი დღეისთვის საუკეთესო ვერტმფრენების ათეულს.



10. CAIC WZ 10 (ჩინეთი)


CAIC WZ-10 ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში 2011 წლიდანაა. მას ორი მძლავრი ტურბოძრავი აქვს, თითოეული 1285 ცხენისძალის სიმძლავრის. მაქსიმალური სიჩქარეა 300 კმ/სთ.


image




9. მი 24 (რუსეთი)


მი 24 ყველა რუსული სამხედრო ვერტმფრენის დედაა. შეიქმნა 1971 წელს.შეუძლია 8 კაცის გადაყვანა მაქსიმალური სიჩქარე 335 კმ/სთ.–ია. მოდიფიკაციის მიხედვით აღჭურვილია სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევებით, აგრეთვე "ჰაერი-ჰაერი" და "ჰაერი -მიწა" კლასის რაკეტებით. დაახლოებით 3500 ცალია გამოშვებული.


image



8.Denel Ah-2 Rooivalk (სამხრეთ აფრიკა).


შეიქმნა Аerospatiale puma–ს ბაზაზე. მაქსიმალური სიჩქარეა 309 კმ/სთ. ძირითად აღჭურვილობაში შედის 20 მმ ტყვიამფრქვევი და მართვადი და უმართავი რაკეტები.


image



7.Bell Ah 1 Super Сobra (აშშ)


Bell Ah 1 Super Сobra, მიუხედავად იმისა რომ ოთხმოციან წლებში შეიქმნა, დღესაც ამერიკის საჰაერო ფლოტის ძირითადი დამრტყმელი ძალაა. მაქსიმალური სიჩქარეა 282 კმ/სთ. აღჭურვილია 20 მმ–იანი ტყვიამფრქვევითა და სხვადასხვა კლასის რაკეტებით.


image



6.A129 (იტალია)


A129 პირველი ვერტმფრენია, რომელიც დასავლეთ ევროპაში დამოუკიდებლად შეიქმნა მაქსიმალური სიჩქარეა 250 კმ/სთ. მოძრაობაში მოდის ძრავით Rolls Royce Gem 2-1004D (881 ცხენისძალა)


image



5.AH 1Z Viper (აშშ)


AH 1Z Viper –ი ფაქტიურად Bell Ah 1 Super Сobra–ს გაუმჯობესებული ვერსიაა. შეიარაღებულ ძალებში 2011 წლიდანაა. მაქსიმალური სიჩქარეა 287 კმ/სთ. აქვს ორი, 1723 ცხენისძალის სიმძლავრის ძრავა.


image



4.Eurocopter Tiger (გერმანია-საფრანგეთი)


Eurocopter Tiger გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. წარმოება 2002 წლიდან დაიწყო. არის გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ესპანეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. აქვს ორი 1285 ცხენისძალის სიმძლავრის ტურბოძრავა. მაქსიმალური სიჩქარე278 კმ/სთ.–ია აღჭურვილია 30 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით

.

image



3.მი 28 ნ (რუსეთი)


მი 28 ნ – ცნობილი როგორც "ღამის მონადირე" მი 28–ს მოდიფიცირებული ვერსიაა. შეიარაღებაშია 2013 წლიდან. ტექნიკური მონაცემებით ანალოგი არ გააჩნია. შეუძლია ყველაზე ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებშიც იმუშაოს. ორი ძრავა საერთო სიმძლავრით 4 400 ცხენისძალა, საშუალებას აძლევს განავითაროს 300 კმ/სთ სიჩქარე. აღჭურვილია 30 მმიანი ტყვიამფრქვევით და რაკეტებით.


image



2.AH64D Apache Longbow (აშშ)


AH64D Apache Longbow უპირობოდ ერთერთი საუკეთესო ვერტმფრენია ავიამშენებლობის ისტორიაში. აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე ელექტრული სისტემებით. აქვს ტყვიამფრქვევი რომლის კალიბრია ....70 მმ (!!!), ამას გარდა შეუძლია ატაროს 16 სხვადასხვა კლასის რაკეტა. მაქსიმალური სიჩქარეა 265 კმ/სთ. თითოელი ძრავა 1890 ცხენისძალის სიმძლავრისაა. თავი კარგად წარმოაჩინა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის დროს.


image



1.KA 52 Alligator (რუსეთი)


KA 52 Alligator–ს უნიკალური მანევრირების შესაძლებლობა აქვს ხრახნების განსაკუთრებული განლაგების გამო. ნებისმიერ ამინდში და ქარიშხალის დროსაც შეუძლია საბრძოლო დავალებების შესრულება. ძრავების საერთო სიმძლავრე 5000 ცხენისძალაა. აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო სისტემით, რომელსაც შეუძლია 900 მმ. ჯავშანის გარღვევა. აგრეთვე უნიკალური 30 მმიანი ტყვიამფრქვევით, რომელიც 15 მილიმეტრიან ჯავშანს არღვევს კილომეტრნახევრიდან.


image




3
526
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
526
  
2018, 16 მარტი, 1:36
რუსები თანამედროვე ელექტრონიკაში და ცეცხლის მართვის სისტემებში მაგრათ მოიკოჭლებენ და ამ კომპონენტის არ ქონა იდეალურს არ ხდის ტქნიკას
2018, 16 მარტი, 1:35
კა52 აქვს უნიკალური ქვემეხი? ბეემპე2 ქვემეხი რო მიუმაგრეს აპაჩი ღმერთია თავის საქმის და დაამტკიცა და კა52 არც კი უსვრია კომფლიქტში წესივრად დაჟ საკუთარი ხვემეხიც კი გაირტყა ლაყუჩებში
2017, 16 სექტემბერი, 12:56
რაც არ უნდა იძახონ რუსმა ექსპერტებმა და როგორც არ უნდა აქონ საკუთარი ვერტმფრენები, დრომ და საბრძოლო პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ AH64D Apache Longbow საუკეთესო ვერტმფრენია ამ ეტაპისათვის.
0 1 3