x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ გავიკეთოთ ინექცია ჩვენი ხელით? ამის ცოდნა სავალდებულოა!
ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია მკურნალობის კურსი დანიშნული, სადაც კომპლექტში ინექცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოფილა. ის ხომ ყველაზე სწრაფი გზაა ანთებითი თუ სხვა პროცესების ჩასაქრობად. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ინექციის გაკეთება დათქმულ დროს მხოლოდ იმ მიზეზით გადაგიცილებიათ, რომ თქვენს მკურნალს დააგვიანდა. სხვაზე დამოკიდებული რომ არ იყოთ და მითითებულ დროს არ გადააცილოდ ინექციის გაკეთება, გასწავლით თუ როგორ მოახერხოთ ეს საკუთარი ხელით სრულიად დამოუკიდებლად.



როგორ გავიკეთოთ ინექცია დამოუკიდებლად?


ინექციის ინტრამუსკულურად გაკეთება დამოუკიდებლად გაგიჭირდებათ, ამიტომ სჯობს თუ გაიკეთებთ ბარძაყის გარეთა ნაწილში. მანამდე კი დაიბანეთ ხელები და შეიმშრალეთ ახალი (სუფთა) პირსახოცით. თუ წამლის ამპულას თავი დაცული აქვს რეზინით, წამალი ამოიღეთ ნემსით, თუმცა ინექციისთვის არ გამოიყენოთ იგივე ნემსის თავი. "შპრიცში" დარჩენილი ჰაერი გამოდევნეთ, წამოაცვით ახალი ნემსის თავი და მოემზადეთ ინექციის გასაკეთებლად. ჩამოჯექით სკამზე და მოადუნეთ მთლიანი ფეხი. დაგჭირდებათ ბარძაყის გარეთა მესამედი. დაზილეთ სპირტიანი ბამბით ინექციის წინ პერიფერია და დაიწყეთ ინექცია. სწრაფი ჩარჭობით შეიყვანეთ ნემსის 90° კუნთში, ხოლო მისი 1/3 უნდა დარჩეს გარეთ. წამალი ნელა შეიყვანეთ, წამლის შეყვანის შემდეგ ნანემსრის პერიფერიაზე დააჭირეთ სპირტიანი ბამბა და სწრაფად ამოაძრეთ ნემსი, დაიზილეთ ნანემსარი და ამით პროცედურა დასრულებულია.image




შენიშვნა: არ გამოიყენოთ ერთი და იგივე "შპრიცი" მეორედ.




იხილეთ აგრეთვე:


როგორ გავაკეთოთ ინექცია სწორად? რჩევები, რომლებიც ყველა გამოუცდელს გამოგადგებათ





5
647
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
647
  
2017, 21 სექტემბერი, 19:40
არა :)))
2017, 21 სექტემბერი, 19:27
არ გეწერა და ვიფიქრე, რომ ჩვეულებრივ პოლიეთილენის პარკზე ამბობდი.
2017, 21 სექტემბერი, 16:07
სტერილური პაკეტებიც იყიდება მაკა, სამედიცინო დანიშნულებისაა.
სამედიცინო დანიშნულენის პაკეტშია სამხედროებისათვის, აფთიაქებშიც იყიდება.
2017, 21 სექტემბერი, 13:56
მეორადი მასალისგან ისხმება გუჯა პოლიეთილენის პარკი და არასტერილურია, ნანემსარი კი ჭრილობაა და შესაძლოა ინფექციის წყარო გახდება.
2017, 21 სექტემბერი, 11:34
თუ სპირტი და ბამბა არა გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ, ერთჯერადი პოლიეთილენის (ცელოფნის) პარკი, აიღეთ და დაიდეთ ნანემსარზე.
0 1 5