x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
პირველადი დახმარებები, რომლებიც გამოიწვევს ცუდ შედეგებს. აღარ გაიმეოროთ ისინი!
საგანგებო სიტუაციებში, პირველი რაც გვახსენდება, ეს მეგობრებისა და ახლობლების, უკვე დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული რჩევებია, რომლებიც სინამდვილეში შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.


image


იმისათვის, რომ სამწუხარო შედეგები აიცილოთ თავიდან, ნუ გაითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს და დაუჯერეთ ექსპერტების რჩევებს, რომლებსაც სწორედ დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ.



ყინულის დადება დაჟეჟილ (დაზიანებულ) ადგილას.image


რატომ არ შეიძლება: მოგეხსენებათ, რომ ყინულის დადება მხოლოდ იმ შემთხვევისთვისაა, როდესაც ამას გემატომის გაწოვის აუცილებლობა მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოყინვა მოხდეს.


როგორ მოვიქცეთ: ყინულსა და სხეულს შორის შექმენით ბარიერი, ჩადეთ ის ქსოვილის ტომარაში და მხოლოდ 20 წუთით დაიდეთ დაზიანებულ ადგილას. შემდეგ შეისვენეთ 20 წუთით და კვლავ 20 წუთით დაიდეთ ყინულის ტომარა. რამდენიმეჯერ თუ გაიმეორებთ, დადებითი შედეგი არ დააყოვნებს.




● ძმრიანი და არყიანი საფენები მაღალი სიცხის დროს.image


რატომ არ შეიძლება: ძმარი და ალკოჰოლი ადვილად შეიწოვება კანიდან სისხლში, რაც გამოიწვევს მოწამვლას. ეს პროცედურა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.


როგორ მოვიქცეთ: მაღალი ტემპერატურის დროს (39 გრადუსი) უმჯობესია თუ ავადმყოფი მიიღებს მეტი რაოდენობით წყალს, ოთახში კი რეკომენდებულია გრილი ჰაერი (16-18 გრადუსი), ამიტომ ხშირად ანიავეთ ის.




● გონება დაკარგული ადამიანის წამოყენებაimageრატომ არ შეიძლება: თუ ვინმე შემთხვევით დაკარგავს გონებას, ნუ ეცდებით მის წამოყენებას და სასმელი წყლის მომარჯვებას, ეს მხოლოდ გაზრდის სპაზმს. ასევე არ შეიძლება გონზე მოსვლის შემდეგ ყავის ან ენერგეტიკული სასმელების მიცემა, რაც გაზრდის არტერიულ წნევას და გამოიწვევს დეჰიდრატაციას.


როგორ მოვიქცეთ: გონებადაკარგულ ადამიანს ფეხები აუწიეთ ზევით და შეუხსენით მჭიდრო ტანსაცმელი. გონზე მოსვლის შემდეგ კი ეგერევ ნუ წამოაყენებთ.





● დამწვრობაზე კეფირისა და მაწვნის გამოყენება.image

რატომ არ შეიძლება: თუ დამწვარ ზედაპირზე მაწვნის წასმის შემდეგ შვება იგრძენით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გახურებულ კანზე ცივის შეხება გესიამოვნათ. ხალხური რეცეპტი, რომელიც ბევრ თქვენგანს გამოგიყენებიათ, ცოტახანში შრება და ხმება დამწვარი კანის ზედაპირზე, რომელიც შემდეგ არღვევს სითბოს გაცვლის პროცესებს სხეულის ამ ნაწილში.


როგორ მოვიქცეთ: დამწვარი ნაწილი გაიგრილეთ წყლის ქვეშ 15 წუთით. თუ წარმოიქმნა ფისტულები, (ბუშტუკები) ნუ გახეთქავთ მათ, რადგან ამით ჭრილობას კარს გაუღებთ ინფექციებისთვის.





● ნაღრძობი ფეხის შალით შეფუთვა.image

რატომ არ შეიძლება: ნაღრძობ ფეხზე შალის შემოხვევა ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის ცვლილებას, რადგან სისხლძარღვები გაფართოვდება, ეს კი მდგომარეობას უფრო გაართულებს.


როგორ მოვიქცეთ: ამ დროს გამოიყენეთ ცივი კომპრესი, რომელიც ჩააქრობს ანთებას და გაგათავისუფლებთ ტკივილისგან.





● ნებისმიერი მოწამვლის დროს ნაძალადევი ღებინება.image

რატომ არ შეიძლება: მოწამვლის დროს, როგორც წესი გვირჩევენ რომ ვაღებინოთ, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ ასე, რადგან თუ მოწამვლა მოხდა მჟავით, ტუტითა და სხვა მწვავე ნივთიერებებით, ძალით ღებინება კატეგორიულად აკრძალულია.


როგორ მოვიქცეთ: მსგავს სიტუაციაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფოს. თუ ღებინება გარდაუვალი გახდება, არ გამოიყენოთ ამისათვის მანგანუმი, სოდა და რძე, მხოლოდ და მხოლოდ თბილი წყალი.





● თვალში მოხვედრილი მტვრის თითებით ამოღება.image

რატომ არ შეიძლება: თვალში მოხვედრილი მტვრის ხელით გამოღებას ნუ ეცდებით, რადგან არასწორმა მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის საშიში და გართულებული ინფექციები.


როგორ მოვიქცეთ: თუ ქიმიური ნივთიერება შეგეყარათ თვალში, სასწრაფოდ გამოიბანეთ წყლით, ასევე ამ და სხვა შემთხვევების დროს აიხვიეთ მტკივანი თვალი დოლბანდით და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. (ნუ დაისრისავთ თვალებს ხელით)





● ჭრილობიდან ზედმეტი "ნაწილების" ამოღება.image

რატომ არ შეიძლება: საქმე არ ეხება მინის ნამსხვრევს ან ხიჭვს, გაფრთხილებაა სერიოზულ ჭრილობაზე, რომელიც (პირობითად) ბასრი საგნის ღრმა ჩასობითაა გამოწვეული. უმჯობესია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ასე დატოვოთ, რადგან მისი გამოღების შემთვევაში სწრაფი სისხლდენა გარდაუვალი იქნება და დახმარების მოსვლამდე სისხლის დაკარგვით შეიძლება მდგომარეობა უფრო გართულდეს.


როგორ მოვიქცეთ: რაც არ უნდა წარმოუდგენელად გამოიყურებოდეს დაშავებული ჭრილობაში დანით ან შრაპნელით, უმჯობესია ასე დარჩეს უახლოეს საავადმყოფომდე მისვლამდე ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.





● ჭრილობაზე მალამოს წასმა.image

რატომ არ შეიძლება: ჭრილობა გაცილებით მალე ხორცდება ჰაერზე, მალამო კი ქმნის არასასურველ ტენიანობას.


როგორ მოვიქცეთ: დაიაბანეთ ჭრილობა გრილი წყლითა და საპნით, შეიმშრალეთ და დაიდეთ მშრალი სახვევი.





P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ.

იხილეთ აგრეთვე:

ჭამის შემდეგ აღარასოდეს მოიქცეთ ასე...

სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან...

სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება

ჯანსაღი ჩვევები, რომლებიც რეალურად ზიანს გაყენებთ. მოიშორეთ ისინი!

როგორ მოვიქცეთ ჭამის შემდეგ? 3 აუცილებელი პირობა


0
590
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0