x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სიზმრები -ადამიანის შეცნობის საშუალებააა
image დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ალფრედ ადლერი თავის წიგნში „როგორ გავიგოთ ადამიანის ბუნება „ განიხილავს პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლებს, იმ ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, რომლებიც გვაძლევენ ადამიანის გაგების საშუალებას. სიზმრებიც ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს.

უხსოვარი დროიდან ამტკიცებენ, რომ ადამიანის სიზმრებზე დაყრდნობით შეგვიძლია მთლიანად მის პიროვნებაზე ვიმსჯელოთ. გოეთეს თანამედროვე გ.ც ლიხტენბერგი ოდესღც ამბობდა, რომ ადამიანის ხასიათზე მსჯელობა უფრო ზუსტად შეიძლება მისი სიზმრების, ვიდრე მისი საქციელის და სიტყვების მიხედვით. ეს გარკვეულ ხარისხამდე გაზვიადებულია. ჩვენი აზრით, ფსიქიკური მოვლენები უდიდესი სიფრთხილით უნდა განიხილებოდეს და მხოლოდ სხვა მოვლენეთან ურთიერთკავშირში. ამიტომ, მოცემული ინდივიდუუმის ხასიათზე რაიმე დასკვნის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა სხვა მახასიათებელში შევძლებთ ჩვენი ახსნა-განმარტებების განმამტკიცებელი საბუთების მოძებნას.


სიზმრების ახსნის მცდელობებს ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ ისტორიამდელ პერიოდში. ისტორიული კვლევებიდან და ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა მითები და საგები, შეგვიძლია დავასკვნათ რომ წარსული დროის ადამიანებს სიზმრების ახსნა ჩვენზე გაცილებით მეტად აინტერესებდათ. გარდა ამისა, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ იმ დროის საშუალო ადამიანის სიზმრების ახსნა ჩვენზე გაცილებით უკეთ შეეძლოთ. ამ დასკვნის გასაკეთებლად საკმარისია გავიხსენოთ სიზმრების როლი ძველი საბერძნეთის ცხოვრებაში ან მეხსიერებაში აღვიდგინოთ ბიბლიაში აღწერილი ბევრი სიზმარი. უფრო მეტიც, ბიბლიაში სიზმრები ან ბრძნულად აიხსნებიან, ან ისე აღიწერებიან, თითქოს იგულისხმება, რომ მათი სწორი ასხნა ნებისმიერს შეუძლია. სწორედ ასეა აღწერილი იოსების სიზმარი ხორბლის ძნებზე, რომელიც მან თავის ძმებსმოუთხრო, სრულიად სხვა კულტურაში წარმოშობილი ნიბელუნგებზე საგის ანალიზისას იმის დასკვნაც შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ სიზმრები მიიღებოდნენ, როგორც ფაქტიური მოწმობები. სიზმრებში მოცემულ მონაცემებს მხოლოდ მაშინ უნდა დავეყრდნოთ, როცა მათ შესახებ ჩვენი დასკვნების დასაბუთება და დადასტურება შეიძლება მოიძებნოს სხვა გულმოდგინე დაკვირვებებში.


image

იმის რმწენისკენ მიდრეკილება, რომ სიზმრებს ჩვენი მომვალისთვის
რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჩვენს დროშიც ნარჩუნდება. არიან იდეალისტები, რომლებიც ისე შორს მიდიან, რომ თავიანთ სიზმრებს უფლებას აძლევენ მათზე გავლენა მოახდინოს.ასე მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი პაციენტი თავის თვითმოტყუებაში იქამდე მივიდა, რომ შეწყვიტა პატიოსანი შრომა და თავისი თავი მთლიანად ბირჟაზე თამაშს მიუძღვნა.ის ყოველთვის ისე თამაშობდა, როგორც სიზმრები კარნახობდნენ. იმის შესახებ „საბუთებსაც“ კი აგროვებდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა თავისი სიზმრების საწინააღმდეგოდ იქცეოდა, მას არ უმართლებდა. ეჭვგარეშეა, რომ მის სიზმრებში უბრალოდ მისი დღიური საქმეები აისახებოდა.ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ სიზმრისეული კარნახების წყალობით გახდა წარმატებული. გარკვეული დროის შემდეგ მან განაცხადა, რომ თავისი სიზმრებისა მეტად აღარ სჯერა. საქმე, ალბათ იმაშია, რომ ამ დროისთვის უკვე გაკოტროლებული იყო, რამეთუ ეს ბირჟის სპეკულიანტებს ყოველგვარი სიზმრების გარეშეც ემართებათ ხოლმე. ამაში ჩვენ ვერავითარ სასწაულს ვერ ვხედავთ.


რაიმე კონკრეტული პრობლემით ძლიერ დაინტერესებულ ინდივიდუუმს ეს პრობლემა ღამითაც აწუხებს. ზოგიერთი ადამიანი საერთოდ ვერ იძინებს და ფხიზლობისას მთელი დრო თავის პრობლემებზე ფიქრობს; სხვები კი იძინებენ, მაგრამ თავის გეგმებზე
ფიქრს სიზმრებშიც კი აგრძელებენ. ახალგაზრდა ქალს ასეთი სიზმარი დაესიზმრა:მან ნახა რომ მის ქმარს მათი ქორწინების წლისთავის შესახებ დაავიწყდა, და ამის გამო საყვედურობს. ამ სიზმარს შეიძლება რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. პირველი, რაზეც ის მიუთითებს ისაა, რომ შესაძლოა, მასა და მის ქმარს შორის უთანხმოება მოხდა და ის მიიჩნევს, რომ უგულვებელყოფენ. თუმცა, შემდეგ ქალი ხსნის, რომ სიზმარში მასაც თავიდან დაავიწყდა ქორწინების წლისთავის შესახებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გაახსენდა, როცა ქმრისთვის ამის შეხსენება მოუწია. ის-„საუკეთესო ნახევარია“, როცა მას შეეკითხნენ მოხდა თუ არა მსგავსი რამ სინამდვილეში, მან უპაუსხა: არა. მის ქმარს ყოველთვის ახსოვდა ქორწინების წლისთავი. მაშასადამე, სიზმარში ჩვენ ვხედავთ მომავალზე მღელვარებისკენ მის მიდრეკილებას: რაღაც მსგავსი შეიძლება მოხდეს, შემდეგ ჩვენ ვასკვნით, რომ ის მიდრეკილია უსაყვედუროს სხვებს, საბაბად ჰიპოთეზები გამოიყენოს და შარი მოსდოს ქმარს შესაძლო და არა ნამდვილი საქციელისთვის.


და მაინც ჩვენ არ შეგვიძლია ასეთ ახსნაში დარმწუნებულები ვიყოთ, თუ ჩვენს დასკვნებს სხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემებით ვერ დავადასტურებთ. როცა პაციენტს შეეკითხნენ ყველაზე პირველი ბავშვური შთაბეჭდილების შესახებ, მან აღწერა მოვლენა, რომელიც მის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. როცა 3 წლის იყო, დეიდამ მოჩუქურთმებული ხის კოვზი აჩუქა, რომლითაც ის ძალიან ამაყობდა; მაგრამ ერთხელ, როცა ამ კოვზით თამაშობდა ის ნაკადულში ჩავარდა და გაცურა. რამდენიმე დღე გოგონა ისე მწარედ ტიროდა თავის დაკარგულ კოვზზე, რომ სახლში ყველა შეწუხებული იყო. პაციენტის სიზმარმა შეიძლება იმ აზრამდე მიგვიყვანოს რომ მას ახლა ეშინია, რომ მისმა ქორწინებამაც კოვზივით არ გასცუროს. ვაი თუ მის ქმარს
ქორწინების წლისთავი არ გაახსენდეს?


მნიშვნელობა არა აქვს საიდან წარმოიშვებიან ის აზრები და გრძნობები, რომლებიც სიზმრებს საფუძვლად ედებიან და როგორ სახეებში ჰპოვებენ გამოხატვას -მთავარია, რომ ის მართლა იპოვონ. სიზმრებში ის პრობლემები, რომელთაც ინდივიდუუმი სიცხადეში ეჯახება, მეტაფორულად გამოიხატებიან.


გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ ჩვენთვის ყველა ჩვენი სიზმარი როდია გასაგები, უფრო პირიქით მხოლოდ ცოტა მათგანია გასაგები. ჩვენი სიზმარი უმალ გვავიწყდება, როგორც კი ჩვენზე ესა თუ ის გავლენა მაოხდინა და არ გვესმის თუ რა უდევს მას საფუძვლად, თუ სიზმრების ახსნა არ ვიცით. და მაინც, ეს სიზმები სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდუუმის ქმედებებისა და ქცევის ნირის სიმბოლური და მეტაფორული ასახვა. ასეთი შედარების მთავარი მნიშვნელობა იმაშია რომ ის მიუთითებს პრობლემის გადაჭრის
გზას და თუ ჩვენ ტვინს ვიჭყლეთ რაიმე პრობლემის გადაჭრამე და ჩვენი პიროვნების წყობა განაპირობებს მისი გადაჭრის ამა თუ იმ მიმართულების არჩევას, მაშინ ისღა დაგვრჩენია, რომ რაიმე მოვძებნოთ, რაც ამ მიმართულებით საბოლოო ბიძგს მოგვცემს. სიზმრები განსაკუთრებით კარგად მორგებულია იმას, რომ ჩვენი ემოციები გააძლიეროს ან ის იმპულსი მისცეს, რაც საჭიროა მოცემული პრობლემის მოცემული ხერხით გადასაჭრელად.იმას, რომ სიზმრის მხედველი ადამიანი ამ კავშირს ვერ აცნობიერებს, მნიშვნელობა არ აქვს. ისიც საკმარისია, რომ საიდანღაც იღებს ფიქრებისთვის საჭირო საკვებს და მოქმედებისთვის სტიმულს. თავად სიზმარი ინფორმაციას
იძლევა სიზმრის მხედველის აზრობრივი პროცესების გამოხატვის ხერხზე, აგრეთვე მისი ქცევის მანერაზე.


სიზმარი შეიძლება კვამლის სვეტს შევადაროთ, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ სადღაც ცეცხლი ანთია; კვამლზე დაკვირვებისას გამოცდილმა მეტყევემ შეიძლება თქვას თუ რომელი ხე იწვის და ზუსტად ასევე ფსიქიატრს შეუძლია გააკეთოს დასკვნა ინდივიდიუმის ხასიათის შესახებ თუკი მისი სიზმრების ახსნას დაეყრდნობა.

0
129
2-ს მოსწონს
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0