x
მეტი
  • 23.10.2017
  • სტატია:70268
  • ვიდეო:323102
  • სურათი:424461
ფიტნეს ტორტები - ახალი დესერტი, რომელიც დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ (+რეცეპტები)

ტკბილეული, როგორც წესი, ნებისმიერი დიეტიდან მკაცრად განდევნილი დესერტია. ამის მიზეზი კი ძირითადად ცხიმი და ნახშირწყლებია, რომლებიც საკონდიტრო ნაწარმში კარაქის (მარგარინის), შაქრისა და ფქვილის წყალობით საკმაოზე მეტია. მაგრამ რა მოხდება, თუ გემრიელ ტორტს ფქვილის, ცხიმისა და შაქრის გარეშე მოვამზადებთ? ბევრს ეს ალბათ შეუძლებლად მიაჩნია, მაგრამ ბოლო დროს უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა ე.წ. ფიტნეს ტორტები, რომლებიც სრულიად უვნებელია როგორც ჯანმრთელობის, ასევე ფიგურისთვის და საკაოდ წარმატებულად ცვლის ტრადიციულ ნამცხვრებს.


1. ფიტნეს ტორტი ხაჭოთი


image

ინგრედიენტები ფენისთვის:

80 გრ. დაფქული შვრიის ფანტელი,

1 კვერცის ცილა,

3 ს.კ. წყალი

დარიჩინი


ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

250 გ. უცხიმო ხაჭო,

2 ცალი ვაშლი (შესაძლია მსხალი, ქლიავი ან სხვა ხილი ან კენკრა),

1 კვერცხის ცილა,

1-2 ს.კ. თაფლი.


მომზადება:

დაფქული შვრიის ფანტელით, წყლითა და ცილით მოვზილოთ ცომი. ჩავაფინოთ იგი საცხობ ფორმაში და გვერდები ამოვუწიოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთი.


შიგთავსისთვის ხაჭოს და ხილს ერთად დავაბლენდერებთ, დავამატებთ ცილას და თაფლს და კიდევ ერთხელ დავაბლენდერებთ. მიღებულ მასას დავასხამთ გამომხვარ ფენაზე და შევაბრუნებთ ღუმელში ისევ 180 გრადუსზე. ვაცხობთ 40-50 წთ.

2. შკოლადის ფიტნეს ტორტი


image


ინგრედიენტები:

3 კვერცხი,

3 კვერცის ცილა,

30 გ. ნატურალური კაკაო,

1 ფილა მწარე შოკოლადი (არანაკლებ 72% კაკაო)


მომზადება

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე. შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. მთელი კვერცხები და ცილები ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან ერთად მინიმუმ 3 წუთი, სანამ 3-ჯერ არ მოიმატებს. კვერცხში ჩავასხათ გამდნარი შოკოლადი, დავამატოთ კაკაო და თან განუწყვეტლივ ვურიოთ. შევდგათ ღუმელში 15 წუთით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუმატოთ შაქრის შემცვლელი, ქოქოსი, ვანილი, თხილი.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ შევინახოთ მთელ-მთელი საზამთრო და ნესვი ახალ წლამდე - ეს ბევრმა არ იცის!

image


2. ერთადერთი ეფექტური მოძრაობა სახის გახდომისა და გასწორებისთვის - შედეგი გაგაოცებთ!

image


3. აი, თურმე რატომ არ სუქდებიან იაპონელები...

image


4. რას უშვრებიან ბანანს, რომელიც ჩვენთან იყიდება - ეს ბევრმა არ იცის!

image


5. არასოდეს გადააგდოთ გაღვივებული ნიორი! - დაუჯერებელი თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის!

image


6. შეწყვიტეთ შვრიის ფაფის ჭამა დილაობით! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


7. 5 შეცდომა, რომელსაც "ოლივიეს" მომზადებისას ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!

image



0
85
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0