x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გორელი თვითნასწავლი მხატვრის შემოქმედება და ნახატებით გადმოცემული ემოციები-გაიცანით მარიამ ჩხიკვაძე

საქართველოში უამრავი ნიჭიერი, მაგრამ დაუფასებელი ახალგაზრდაა და ეს სიახლე სულაც არ არის, მაგრამ ნიჭი, რის ნიჭია, ოდესმე რომ არ დაფასდეს და ზუსტად ამ ენთუზიაზმით ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები აგრძელებენ საყვარელი საქმის კეთებას.

არც ისაა ვინმესთვის სიახლე, რომ ქართველები ზოგადად ნიჭიერი ხალხი ვართ, მერწმუნეთ არც ზედმეტი პატრიოტიზმი და არც მიკერძოებულობა მალაპარაკებს-ეს ფაქტია.

გორელი მარიამ ჩხიკვაძე ერთ-ერთია ასეთ ახალგაზრდებს შორის და საბედნიეროდ გორში მისნაირი კიდევ ბევრია.

ახალგაზრდა და ნიჭიერი მარიამი თვითნასწავლი მხატვარია, მისი შემოქმედებითი ხასიათი შესანიშნავადაა გადმოცემული მის ნახატებში.



image


მისთვის ხელოვნება განუყოფელი ნაწილია, ამბობს რომ ბავშვობიდან გრძნობდა ხელოვნებისადმი სიახლოვეს, თუმცა საკმაო დრო დასჭირდა იმის გადასაწყვეტად, ხელოვნების რომელ სფეროში სურდა ყოფნა.

სცადა მუსიკაც, სპორტიც, მაგრამ საბოლოოდ ხატვამ გაიტაცა.

თავისი ნამუშევრებით მუდამ უკმაყოფილოა, მიაჩნია რომ ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა და დახვეწა სჭირდება, იმისთვის რომ კარგი მხატვარი გახდეს.

image

ხატვის გარდა იტაცებს წერა, ცდილობს თავისი წერის სტილის ჩამოყალიბებას, იმედი აქვს რომ ერთ დღეს საავტორო წიგნს გამოსცემს.

ხატვისას შთაგონებას ადამიანებთან ურთიერთობა, უფრო ხშირად კი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა აძლევს.

image

მის ნახატებში სევდა, მელანქოლია იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საყვარელი ფერი მწვანეა, ნახატებში იშვიათად იყენებს, უპირატესობას თეთრსა და ცისფერს ანიჭებს.

მისი თქმით მუსიკა ნახატში გრძნობების გამოხატვას უადვილებს, ამიტომ ხატვის დროს ყოველთვის მუსიკას უსმენს.

საყვარელი მხატვარი პიკასოა, თვლის რომ მხატვრის ნამუშევრებში თავისუფლება იგრძნობა, ზუსტად ამ თვისებას აფასებს თავადაც ცხოვრებაში, თუმცა ხატვისას მისეულ შტრიხებს იშვიათად იყენებს.

ხატავს იმაზე რისი საშუალებაც იმ წუთას აქვს, მაგალითად:თაბაშირ მუყაოს ნაჭერზე, უბრალო მუყაოზე, ტილოზე, ფორმატზე, მინაზე და ა.შ.

ნახატებს ჯერჯერობით ახლობლებსა და მეგობრებს ჩუქნის, თუმცა იმედოვნებს რომ მომავალში გამოფენასაც მოაწყობს.


image


image


image


image


image


image


image


image


p.s


მარიამმა ტრადიციული ფორმის ინტერვიუზე
უარი თქვა, ამიტომ ჩვენი საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში არ წარმართულა.

0
82
10-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0