x
ნინო ბაისონაშვილი
ლესბოსელი კანდიდატის წარდგენა- რესპუბლიკური პარტიის ლიბერალური ,,მანიფესტი,,

დღეს, რესპუბლიკელებმა საარჩევნოდ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინეს, სიის მეორე ხუთეული, რომელშიც ლესბოსელი ქალბატონი-ნინო ბოლქვძე მოხვდა. ასეთი ფაქტი ქართული არჩევნების ისტორიაში პირველად დაფიქსირდა, რაც შეიძლება შევაფასოთ, როგორც ლიბერალიზმის ერთგვარი მანიფესტი “ რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან და ქვეყანაში არსებული ლგბტ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, საკმაოდ არაპოპულისტური ნაბიჯიც.


ფაქტმა სოციალურ ქსელსა და სოცმედიაში, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. იყვნენ ისინი, ვინც კანდიდატს წარმატება უსურვეს, მაგრამ გამოჩნდა არაერთი ჰომო და ტრანსფობიური კომენტარიც:


image

“პედოფილები, პიდარასტები და ნარკომანების კანდიდატურაც წარადგინეთ მაგის პრობლემა არაა თქვენს პარტიაში!“


“საცოდავებო აღარავინ გყავთ ტრადიციული ცხოვრების მქონე ადამიანი? ესეც ქვეყნის უბედურებაა“ -წერდა მეორე მომხმარებელი.


“ხოდა რაღაც ეჭვი მეპარება მაგან რამე წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში“ - თავის ეჭვს გამოთქვამდა კიდევ ერთი მომხმარებელი

აღსანიშნავია, რომ ფაქტს დადებითი კომენტარები ძირითადად, ლიბერალური ღირებულებების მქონე მედიის, მაგალითად, ჟურნალ “ლიბერალის“ მკითხველების მხრიდან მოჰყვა. მაგალითად: “მოხარული და ამ ქალის მოყვარული ვარ“.








2
261
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
261
  
15 სექტემბერი, 22:41
იცით, ერთი მხრივ მეც არ მომწონს, რომ მთელი დღეა ქალბატონ ნინოს, რომელიც არაჩვეულებრივი იურისტია, მოიხსენიებენ სექსუალური ორიენტაციით, მაგრამ, მეორე მხრივ,ეს პირიქით- არაპოპულისტური ნაბიჯია. ამიტომ სპეკულაციას ვერ ვხედავ. ,,რესპუბლიკური პარტია,, ლიბერალური ფრთის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც არ ღალატობს ლიბერალურ ღირებულებებს და არ თამაშობს პოპულიზმს, სხვებისგან განსხვავებით. ასე რომ, მე მგონია, რომ ეს საკმაოდ ღორსეული სვლაა, რადგან დიდი ელექტორატი, ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ჩემი აზრით, ნინოს არ ეყოლება, მაგრამ ეს, როგორც აღვნიშნე სტატიაში არის ღირსეული სვლა არტიის მხრიდან და უმნიშვნელოვანესი სიგნალი.
15 სექტემბერი, 21:37
მე მგონი ამით პარტიამ ქულების დაწერა გადაწყვიტა - ვითომ აი, როგორი ლიბერალები ვართო. ცუდია როცა ადამიანის ორიენტაციით, რასით თუ რელიგიით ხდება მანიპულირება.
0 1 2