x
image
George Chubini
მერაბ მამარდაშვილი დღეს 87 წლის გახდებოდა

image

15 სექტემბერს დიდი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის დაბადების დღეა!
“აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან წარსული შეხვედრების შესახებ. ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ხელახლა იბადება, თავისი თავის იგივეობრივი, მაგრამ განახლებული, აღორძინებული. აღორძინება, გაცოცხლება ხდება ფორმების სამყაროში“- მერაბ მამარდაშვილის პიროვნებამ, ქართული ფილისოფიური აზროვნება უდიდეს სიმაღლეზე აიყვანა. ვკითხულობთ მის ნააზრევს და თითქოს დროის და სივრცის, აზრის და გონების მიღმიერს აღწერს და წარმოაჩენს. ბედნიერებაა, რომ მერაბ მამარდაშვილი იყო და არის საქართველოს ნაწილი.
“…მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, ჩვენ ისედაც გვაკლია პროფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე, მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…”.
გვახსოვდეს და პატივს მივაგებდეთ დიდი ქართველების ხსოვნას!

0
170
5-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0