x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ხრიკები ქსოვის პროცესის გასამარტივებლად

ქსოვა რომ სიამოვნებაა და ნერვებსაც აწყნარებს, ამის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ, როგორც ამბობენ, უნაკლო არავინ და არაფერია. ქსოვა სიამოვნებაა, მაგრამ მანამდე, ვიდრე ძაფები აიხლართება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქსოვისას არა ერთი, არამედ ერთდროულად, რამდენიმე ფერის ძაფი გამოიყენება.

აქ წარმოგიდგენთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც ქსოვის პროცესსაც გაგიმარტივებთ და მას უფრო სრულყოფილ «წამლად» აქცევს.


ძაფის გორგალი, ქსოვის დროს, რომ «არ გაიქცეს», სპეციალური სისტემის შექმნა შეიძლება... საკანცელარიო სამაგრის გამოყენებით.


image
პლასტიკატის ბოთლი — შეუცვლელი ნივთია! თუ, ქსოვის დროს, რამდენიმე ფერის ძაფის ერთდროულად გამოყენება ხდება.


image
ეს კიდევ ერთი იდეა არის, რამდენიმე ფერით ქსოვის დროს.


image
ყაისნაღის ქსოვა კი ძალიან პრაქტიკულია, ასეთი სათითეს გამოყენებით — ძაფი ნამდვილად ვეღარსად წავა!


image
იდეები ჩხირების და ყაისნაღების შენახვისთვის.


image
ასეთი მარტივი დამხმარე მოწყობილობა, რთული ნაყშის (უზორის) ქსოვის დროს, რიგების თანმიმდევრობის დაცვის საუკეთესო ხერხი არის!


image
თუ ქსოვის შუა გზაზე შეჩერება მოგიხდათ, ჩხირებს ღვინის საცობები ან საშლელები ჩამოაცვით, რომ შემთხვევით თვალი არ გამოძვრეს.


image
ყაისნაღის ბოლოს მოღუნვის შემთხვევაში, მისი გასაღების რგოლზე აცმა შეგეძლებათ, რაც ყველგან და ყოველთვის ქსოვის შესაძლებლობას მოგცემთ!


image
ლაზერული ჩხირები და ყაისნაღები — ახალი სიტყვაა ხელსაქმეში! ამასთან, ძალიან მოსახერხებელიც.


image
სამაჯური მაგნიტით საუკეთესო გამოსავალია, რომ პატარა ზომის ლითონის საგნები ყოველთვის ხელთ გქონდეთ.


image
ასეთი ჩანთის შეკერვა რთული არ არის და ქსოვის პროცესს ძალიან გაგიმარტივებთ!


image
მორჩენილი ძაფების შესანახად, შეგიძლიათ ტუალეტის ქაღალდის მუყაოს ნაწილი გამოიყენოთ.


image
ძაფის გორგლებს თმის სამაგრებს თუ გაუკეთებთ, აღარ დაიშლება და არ აიხლართება.


image
ყაისნაღი მოსახერხებელი რომ იყოს, შეგიძლიათ, ძველი კბილის ჯაგრისისგან, ტარი გაუკეთოთ.


image


ერთადერთი, რაც კონტროლს არ ექვემდებარება, არის კატა, რომელიც აუცილებლად უნდა მოარიდოთ საქსოვი ძაფის გორგლებს, ან პირიქით, ძაფები უნდა მოარიდოთ მას.


image


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* ყაისნაღით ქსოვა. პირველი გაკვეთილი, იდეები, მოდელები, სქემები, უზორები (მოცემულია 100-ზე მეტი ნიმუში)
* 100-ზე მეტი იდეა ჩხირებით ქსოვის მოყვარულთათვის (მოდელები, სქემები, უზორები)

* ბრაზილიური (3 D) ქარგვა (+ ვიდეო გაკვეთილი)
* სამოსის 20 მოდელი, რომლის შესაქმნელად სპეციალური უნარ-ჩვევები საჭირო არ არის

0
565
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0