x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სელენა გომესს საუკეთესო დაქალის თირკმელი გადაუნერგეს
imageამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა ამ ზაფხულს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, დონორი კი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.


მომღერალი და მსახიობი ამის შესახებ საკუთარი Instagram-იდან იუწყება და აქვეყნებს საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოებს.


მომღერლის დონორი გახდა მისი საუკეთესო მეგობარი ფრანსია რაისა.


"ვიცი ჩემმა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ თითქმის მთელი ზაფხული ჩემს შესახებ არაფერი ისმოდა, მეკითხებოდნენ თუ რატომ არ ვავრცელებდი ჩემს სიმღერებს, რომლებითაც ძალზე ვამაყობ...მოკლედ დადგინდა, რომ მგლურას გამო სასწრაფოდ უნდა გამეკეთებინა თირკმლის ტრანპლანტაცია."


image


2015 წელს სელენა გომესმა განაცხადა, რომ წითელი მგლურათი იტანჯებოდა და იძულებული გახდა საგასტროლო ტურნე გადაედო დაავადების გამწვავების გამო.


როგორც აღმოჩნდა, წითელი მგლურა გახდა მიზეზი იმისა, რომ მომღერალს დაუზიანდა თირკმელი, რამას აიძულა ასეთი სერიოზული ოპერაცია გაეკეთებინა.

image

წითელი მგლურა აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ქსოვილის მწვავე ან ქრონიკულ ანთებებს იწვევს, ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ. ჩვეულებრივ, იმუნური სისტემის ფუნქცია ორგანიზმისთვის უცხო აგენტებთან, დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებთან ბრძოლაა, რაც ანტისხეულების მეშვეობით ხორციელდება.


მგლურას დროს წარმოიქმნება საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ მიმართული ანომალიური ანტისხეულები, რამაც შეიძლება დააზიანოს გული, ფილტვები, სახსრები, თირკმელები, კანი ან ნერვული სისტემა.


სელენა გომესი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია, თინეიჯერების კუმირი, ამის გარდა იგი არის მსახიობი, მოდელი, სიმღერების ავტორი, პროდიუსრი, დიზაინერი, ფილანტროპი და ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩი.


image


0
83
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0