x
image
_K_
"ზაჰირი" - ციტატები
"ზაჰირი" ბრაზილიელი მწერლის - პაულო კოელიოს რომანია, რომელიც 2005 წელს გამოიცა და პირველივე ხანებში 44 ენაზე ითარგმნა. ნაწარმოები პილიგრიმობის თემას ეხება, თუმცა ჩვენს დროში. დამატებით თემად რომანში სიყვარული, დანაკარგი და აკვიატებული აზრებია გავრცობილი.

image


✹სანამ ვიბრძოდი, თვალს ვადევნებდი თავისუფლების სახელით
მოსაუბრე ადამიანებს და დავასკვენი: რაც უფრო მეტად იცავდნენ ისინი თავიანთ ერთადერთ უფლებას, მით უფრო მეტად ემონებოდნენ საკუთარი მშობლების სურვილებს; ემონებოდნენ ქორწინებას, რის გამოც ერთმანეთს დარჩენილი ცხოვრების ერთად გატარებას ჰპირდებოდნენ; ემონებოდნენ პოლიტიკურ ძვრებს, რეჟიმებს, სანახევროდ დამსხვრეულ ოცნებებს; საყვარლებს, რომელთათვისაც ვერ ახერეხებდნენ ეთქვათ „არა“ ან „საკმარისია“; კვირის ბოლო დღეებს, როცა იძულებულნი იყვნენ, ესადილათ მათთან, ვისთანაც არ სურდათ, რომ ესადილათ. მოკლედ, გარეგნული ფუფუნების
მონები იყვნენ; მონები ცხოვრებისა, რომელიც არ აურჩევიათ, თუმცა, გადაწყვიტეს, ასე ეცხოვრათ იმიტომ, რომ მან, ვინც გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა, დაარწმუნა, თქვენთვის ასე სჯობსო.
და ისინიც ცხოვრობდნენ ასე, დღე დღეს მისდევდა, ღამე - ღამეს. მათთვის „თავგადასავალი“ უაზრო სიტყვა იყო, ოდესღაც რომელიღაც წიგნში ამოკითხული, ანდა მუდმივად ჩართულ ტელევიზორში ნანახი...
და როგორც კი რომელიმე მჭიდროდ დაგმანული კარი შემთხვევით მაინც გაიღებოდა, ყოველთვის
მზად იყვნენ, ეთქვათ:
-არ მაინტერესებს, არ მინდა!
საიდან უნდა სცოდნოდათ, რა სურდათ ან რა აინტერესებდათ, როცა არასოდეს გაუსინჯავთ ცხოვრების გემო? მაგრამ შეკითხვა უაზრობა იყო; სინამდვილეში, ნებისმიერი ცვლილებისა ეშინოდათ, რადგან ყველაფერი იმით დამთავრდებოდა, რომ თავზე დაემხობოდათ მთელი სამყარო, ძვალ-რბილში გამჯდარი სამყარო.

image



✹ახლა მტკიცედ გადავწყვიტე: იარებისგან დავიცავ ჩემს სხეულსაც და სულსაც! აღარც სხვებს დავჭრი
ჩემი სიტყვებით - ბოლოს ხომ მაინც ყოველთვის ბოდიშს ვუხდი ხოლმე. სულაც არ ვნანობ იმ
წამებს, როცა ვიტანჯებოდი, და ჩემს იარებსაც ისე ღირსეულად დავატარებ, თითქოს მედლები იყოს.

image


✹ვიცი, თავისუფლება ძალიან ძვირია, ისევე ძვირი, როგორც
მონობა. მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა: ტკბობისთვის ყოველთვის მეტს იხდი, თუნდაც
ღიმილით - ღიმილით, რომელიც ცრემლებითაა დალაქავებული.


✹-აბა, მითხარი, რა არის ერთგულება. გრძნობა, რომლითაც
ვფლობ იმ სხეულსა და სულს, რომელიც მე არ მეკუთვნის?

image


✹იქნებ მართლა მთელი სამყარო უბედურია. დროს მაქსიმალურად
იყენებენ, უვლიან შვილებს, ქმარს, კარიერას, ტიტულებს. ფიქრობენ, რა იყიდონ, რა შეიძინონ,
რა აკლიათ იმისთვის, რომ ხვალ უკეთესად იცხოვრონ. მოკლედ, ყოველთვის საზრუნავში არიან
ჩაფლულები. ამიტომაცაა, ძალიან ცოტას თუ უთქვამს, უბედური ვარო. უმრავლესობა ამბობს:
„შესანიშნავად ვარ, რაც მინდოდა, ყველაფერს მივაღწიეო“, ასეთებს ხშირად ვეკითხები:“
მაინც რა განიჭებს ბედნიერებას-მეთქი“. პასუხი ერთი და იგივეა: „მე ყველაფერი მაქვს,
რაც შეიძლება ადამიანმა ინატროს: ოჯახი, სახლი, სამსახური, ჯანმრთელობა“. ისევ ვეკითხები:
ერთხელ მაინც თუ შეჩერებულხარ და გიფიქრია, ნუთუ ეს არის ყველაფერი, რაც ცხოვრებაში
გინატრია-მეთქი, „ჰო, ეს არისო“, - მეუბნებიან. ხანდახან აღარ მოვეშვები ხოლმე: -„გამოდის,
რომ ცხოვრების აზრია ოჯახი, შვილები, რომლებიც გაიზრდებიან და მიგატოვებენ; ცოლი ან
ქმარი, რომელიც წლების განმავლობაში მეგობარს უფრო ჰგავს, ვიდრე ვნებიან საყვარელს; სამსახური, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება... და მერე? რა მოხდება მერე“? გინდა გითხრა პასუხი? - დუმდებიან, საუბრის თემას ცვლიან.

image


✹ -მე მყავს ქალი, რომელიც მიყვარს. თითქოს ყველაფერი
მაქვს, რაზეც ვოცნებობდი. თავისუფალი ვარ, რაც მეგობრებსაც შურთ; წარმატებას მივაღწიე,
აღიარებული ვარ, ვმოგზაურობ, მაგრამ არის რაღაც...
-რა?
-ასე მგონია, თუ გავჩერდები, ცხოვრება აზრს დაკარგავს.


✹ცოდნა არაფერს ნიშნავს. ხალხი მაქსიმალურად ცდილობს
ყველაფრის დავიწყებას და იმ უზარმაზარი პოტენციალის გამოყენებაზეც ამბობს უარს, რომელსაც
ფლობს.

image


✹რამდენიმე წლის წინ გერმანელებზე ერთი საინტერესო რამ
წავიკითხე. დავუშვათ, ჰიტლერს მოეგო ომი, გაენადგურებინა ებრაელები, გაეპარტახებინა
მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭული, დაერწმუნებინა ხალხი, რომ რეალურად არსებობდა უმაღლესი
რასა. იცი, რა მოხდებოდა? ისტორია შეიცვლებოდა. ასი წლის შემდეგ ჰიტლერის მემკვიდრეები
ინდიელებსაც ბოლოს მოუღებდნენ. სამასი წლის მერე ზანგებს მოსპობდნენ. ხუთას წელიწადში
კი ომის ყოვლისშემძლე მანქანა მთელ დედამიწას დასავლეთის რასად გადააქცევდა. ისტორიის
წიგნები ბარბაროსების წინააღმდეგ გამართულ შორეულ ბრძოლებზე ისაუბრებდა, მაგრამ არანაირი
მნიშვნელობა აღარ ექნებოდა წიგნებს, მათ არავინ წაიკითხავდა.

image


✹მოულოდნელად აკლდამის შუაგულში გავშეშდი. მივხვდი, რომ
უმნიშვნელოვანესი რამ აღმოვაჩინე: ტაძარი მე ვარ! და არამარტო მე! ყველა ჩვენგანი ტაძარია.
ვიზრდებით, ვიცვლით ფორმას, პირისპირ ვეჩეხებით საკუთარ სისუსტეებს, რომლებსაც აუცილებლად
ვიღაც შეგვისწორებს, გვიჭირს საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ, მიუხედავად
ყველაფრისა, წინ მივდივართ და თავაწეულები ვცდილოლბთ, არ შევცდეთ. ფანჯრებს, კარებსა
და კედლებს კი არა, სულში ღრმად ჩაკირულ ცარიელ სივრცეებს ვაფასებთ, ქედს ვუხრით და
ისე ვეთაყვანებით, თითქოს უაღრესად ძვირდასი და მნიშვნელოვანი რამ იყოს.

image


✹ტრაგედია და ტკივილი ცხოვრების ნაწილია და არ შეიძლება,
სასჯელივით აღიქვა.


✹სიძულვილის ენერგია ვერსად წაგიყვანს, ჩემო კარგო, მაგრამ
პატიების ენერგია, სიყვარულის მიღმა რომ იმალება ხოლმე, შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.


✹იცი, ახლა აღმოვაჩინე: ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს
გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ, ყალბი მეგობრები კი
მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ „სოლიდარობის“ გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და მეტი არაფერი.

image


✹როცა დასაკარგავი აღარაფერი მქონდა, მაშინ მივიღე ყველაფერი.
როცა აღარ ვფიქრობდი, ვინ ვიყავი, მაშინ ვიპოვე საკუთარი თავი. როცა შეურაცხყოფილმა
გავაგრძელე გზა, მაშინ მივხვდი, რომ ბედის საძებნელად თავისუფლება მქონდა. იქნებ გიჟი
ვარ ან იქნებ ჩემი ქორწინება იყო სიზმარი, რომელიც ცხადში ვერ მოვიხელთე - ვერ დავტკბი,
სანამ ჩემთან იყო. ახლა ვიცი: მე შემიძლია მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ერთხელ კიდევ
რომ მენახა, აუცილებლად ვეტყოდი იმას, რის თქმაც ერთად ყოფნის დროს ვერ შევძელი: შენ
მე საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ! თუ ამ სიტყვებს სულის ჩაკეტილი სივრციდან გამოვდევნი,
მე მშვიდად შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას, რადგან ამ სიყვარულმა მე გამათავისუფლა.

image


✹ როგორი პარადოქსიც უნდა იყოს, ომში ადამიანები ბედნიერები
არიან. ცხოვრებას აზრი აქვს. როგორც წეღან გითხარი - ერთიანი ძალა და რაღაც მიზეზების
გამო მსხვერპლის გაღება სიცოცხლეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათ უსაზღვრო
სიყვარული შეუძლიათ; იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ. არც ერთი სასიკვდილოდ დაჭრილი
ჯარისკაცი არასოდეს სთხოვს ექიმს, გემუდარები, გადამარჩინეო. უკანასკნელი სიტყვები
ყოველთვის მარტივია და ნამდვილი: „უთხარით ჩემ ცოლ-შვილს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს“.

image


✹ღვთის სიყვარული მაშინ ჩნდება, როცა ერთ ადამიანს მეორის
სიყვარული საზღვრებისა და ვალდებულებების გარეშე შეუძლია. და თუ ჩნდება, შენი მოყვასიც
გეყვარება; თუ გეყვარება, საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლი; თუ საკუთარი თავი გიყვარს,
მაშინ ნებისმიერი ქაოსი დალაგდება და ისტორიის მსვლელობა შეიცვლება.

✹მე ვფიქრობ, რომ წიგნის კითხვისას ყველა ადამიანი თავის
ფილმს იღებს, თვითონ არჩევს პერსონაჟს სახეებს, აწყობს დეკორაციებს, ისმენს ხმებს და
გრძნობს სუნს. ამიტომ, როცა საყვარელ ნაწარმოებზე გადაღებულ ფილმს ნახულობს, მკითხველი
მოტყუებული რჩება და ასკვნის: „წიგნი სჯობს ფილმს“.
image


✹ჩემი ფიქრები ცნობიერების მიღმა არ არის. ყოველი დაწერილი
ფრაზა სულის ნაწილია, ცხოვრებისგან ნასწავლი გაკვეთილია, რომლის გამოყენებასაც თვითონვე
ვცდილობ. მეც საკუთარი წიგნების მკითხველი ვარ და მეც მათგან ვსწავლობ, რაც ქვეცნობიერად
ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ რასაც აქამდე ვერ ვაცნობიერებდი.

✹რამდენი ხანია, მინდა, გკითხო, გიყვარვარ თუ არა, მაგრამ
ვერ ვბედავ. არ ვიცი, რატომ ვერ ვინარჩუნებ მამაკაცებთან ურთიერთობას. მე ხომ ყოველთვის
მინდა, გვერდით მამაკაცი მყავდეს, რადგან მხოლოდ ასე ვგრძნობ თავს ჭკვიან, განათლებულ,
მგრძნობიარე, განსაკუთრებულ ქალად. მამაკაცების მოხიბლვის სურვილი კი მაიძულებს, უკეთესი
ვიყო. სწორედ ეს მშველის. თანაც, ძალიან ძნელია მარტო ცხოვრება.

image


✹ -რატომ არის ხალხი ასეთი სევდიანი? -ეკითხება ესთერი
და მომთაბარეს თვალებში შეჰყურებს.
-მარტივი მიზეზის გამო - საკუთარ ისტორიაზე მიჯაჭვულები
ცხოვრობენ. რატომღაც ფიქრობენ, რომ ცხოვრების მიზანი წინასწარდამუშავებული გეგმის შესრულებაა.
არავინ კითხულობს, არავის აინტერესებს, იქნებ ის ეგგმა მათთვის კი არა, სხვებისათვის
შეიქმნა. აგროვებენ გამოცდილებას, მოგონებებს, ნივთებს, იდეებს, რომლებიც იმაზე მძიმეა,
ვიდრე თავად შეუძლიათ ზიდონ... აგროვებენ, აგროვებენ და, საბოლოოდ, საკუთარ ოცნებებს ივიწყებენ.

image


✹ -სიცარიელის გრძნობის თავიდან ასაცილებლად, მისი შევსება
სწრაფადვე უნდა მოხდეს.
-როგორ?
-სხვადასხვა ახალი ისტორიით; გამოცდილებით,
რომელიც ჯერ კიდევ არა გვაქვს. ასე ჩვენც უკეთესობისკენ შევიცვლებით და სიყვარულიც
გაიზრდება. როცა სიყვარული იზრდება, ჩვენც მასთან ერთად ვიზრდებით.
-ხომ შეიძლება, ასე მნიშვნელოვანი რაღაცებიც დავკარგოთ?
-არასოდეს! ყველაფერი მნიშვნელოვანი ყოველთვის ჩვენთან რჩება.

image


✹ -შენ რა იცი, რა არის სიღარიბე? - პირდაპირ თვალებში
მომაშტერდა მაღალი, აგრესიული მამაკაცი, რომელსაც წეღანდელთან შედარებით, სისხლში ახლა
უფრო მეტი არაყი უდუღს. -გგონია, სიღარიბე უფულობას ნიშნავს? გგონია, საცოდავი, უბადრუკი
არსებები ვართ? რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ შენნაირ მდიდარ მწერლებს, დანაშაულის გრძნობით
შეპყრობილ წყვილებს - ტურისტებს, პარიზი ჭუჭყიანი ქალაქი ჰგონია - იდეალისტ ახალგაზრდებს,
მსოფლიოს გადასარჩენად რომ დებენ თავს, მოწყალებას ვთხოვთ? მე კი არა, შენ ხარ ღარიბი
- დროს აკონტროლებ, არ გაქვს უფლება, ის აკეთო, რაც ყველაზე მეტად გინდა; იძულებული
ხარ, ვიღაცების გამოგონილი წესები დაიცვა... წესები, რომლებიც ბოლომდე არც კი გესმის.

image


✹უიღბლო ქორწინებებში, როცა ორიდან ერთ-ერთი ნაბიჯს ვეღარ
დგამს, მეორეც მხარს უბამს და ჩერდება. სანამ ეს ორნი ერთ ადგილას გაშეშებულნი დგანან,
გარშემო ჩნდება საყვარლები, საქველმოქმედო საზოგადოებები, შვილების მოვლა-პატრონობის
მოვალეობა, იძულებითი სამსახური და ასე შემდეგ. განა უფრო ადვილი არ იქნებოდა, რომ
დამსხდარიყვნენ და გულწრფელად ესაუბრათ ყველაფერზე, დაბრკოლებებს ჯიუტად აღდგომოდნენ
წინ და ეთქვათ: „ჩვენ არ დავიხოცებით მოწყენილობისაგან, არ დავემორჩილებით სევდას,
წინააღმდეგობებს, შიშს; წინ ვივლით ერთად და სიყვარულით“.


✹დამერწმუნეთ, მარტოობას ყველაფერი სჯობს, ათასჯერ გავიმეორებ,
ყველაფერი სჯობს! მარტო ყოფნას შიმშილიც სჯობს. იმიტომ, რომ, როცა მარტო ხარ, - და
მე ახლა საკუთარი ნებით არჩეულ მარტოობას კი არა, იძულებით მარტოობას ვგულისხმობ!
- თითოს კაცობრიობის ნაწილი აღარ ხარ. არავინ არა ხარ!

image


✹დარწმუნებული ვარ, დღესასწაულზე კაბა ისე მკვეთრად წარმოაჩენს
ქალების მკერდის კონტურებს, რომ უცხო მამაკაცები თვალს ვერ მოაშორებენ, ქმრები თუ საქმროები
კი კმაყოფილები გაიფიქრებენ: „აი, ასე, თქვენ შორიდან დატკბით, ეს ქალი ჩემთანაა, ჩემია,
მე საუკეთესო ვარ, იმიტომ, რომ მივაღწიე იმას, რაზეც არც თქვენ იტყოდით უარს“.

image


✹მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის დაქორწინებულები ვიყავით,
ჩემს ცოლს ბოლომდე მაინც არ ვიცნობდი. ჩემთვის სიყვარულის ფილმებში ან სატელევიზიო
გადაცემებში ნანახ სიყვარულს ჰგავდა, წიგნებში ან ჟურნალ-გაზეთებში ამოკითხულს. მეგონა,
სიყვარული მცენარესავით იზრდებოდა, რაღაც ზღვარს აღწევდა და მის შესანარჩუნებლად მხოლოდ
შიგადაშიგ მორწყვა იყო საჭირო. სიყვარული ჩემთვის სინაზის, რწმენის, თავდაჯერებულობის,
პრესტიჟისა და წარმატების სინონიმად იქცა. თურმე, ვცდებოდი.


✹ვიცი, რომ შეიძლება დავკარგო საყვარელი ქალი, მაგრამ
მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ბოლომდე მივიღო სიამოვნება ცხოვრებისგან; მინდა, ვიგრძნო ის მადლი, რაც დღეს ღმერთმა მომანიჭა. არ არსებობს ბანკი, რომელშიც მისი დაბანდება შეიძლება, რომ მერე, როცა დავმშვიდდები, ისევ გამოვიყენო. თუ ახლა ვერ დავტკბები ცხოვრებით, სამუდამოდ დავკარგავ ამ შანსს.

image



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. "მე ვარ მალალა" - ციტატები

image



2. "ტრიუმფალური თაღი" - ციტატები

image



3. "შეჭამე ბაყაყი" - ციტატები

image

0
511
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0