x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ტირიან ქალები?

image


პატარა ბიჭმა დედას ჰკითხა:

– რატომ ტირი?

– იმიტომ, რომ ქალი ვარ – უპასუხა მან.
– მე არ მესმის!
დედამ გულში ჩაიკრა ბავშვი და უთხრა:

– ამას ვერასდროს გაიგებ.
მაშინ ბიჭმა მამას ჰკითხა:

– დედა რატომ ტირის ხანდახან?

– მართალია, ყველა ქალი ტირის და ხან, ყოველგვარი მიზეზის გარეშე – სულ ეს იყო, რისი თქმაც მამამ მოახერხა.
ბიჭი გაიზარდა, დაკაცდა, მაგრამ ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევდა.
გავიდა დრო და ბოლოს, მან ეს კითხვა ღმერთს დაუსვა. და ღმერთმა უპასუხა:
– როდესაც ქალს ვქმნიდი, მინდოდა რომ ის სრულყოფილი ყოფილიყო:
მე მას ისეთი ძლიერი მხრები და ხელები მივეცი, რომ მთელი მსოფლიოს საყრდენი ყოფილიყო და ამავდროულად, ისეთი ნაზი – რომ ახალშობილის თავის დაჭერა შეძლებოდა.
მე იმდენად ძლიერი სული შთავბერე, რომ მშობიარობის და სხვა ტკივილის გადატანა შეძლებოდა.
იმდენად ძლიერი ნებისყოფა მივეცი, რომ ის, მაშინაც წინ მიდის, როდესაც სხვები ეცემიან. ის ზრუნავს დაცემულებზე, ავადმყოფებზე, დაღლილებზე და არასდროს წუწუნებს.
მე მას შვილების სიყვარულის სიკეთე მივეცი, ნებისმიერ ვითარებაში. მაშინაც კი, თუ მას აბრაზებენ.
ქმრის მხარში დგომის ძალა მივეცი, მიუხედავად ამ უკანასკნელის ყველა ნაკლისა.
და ბოლოს, მე მას ცრემლები მივეცი. და უფლება, დაღვაროს ის სადაც უნდა და როდესაც ამის საჭიროება ექნება.

image

*****

image

ცრემლი კი ულევი აქვს, იქნებ იმიტომ რომ... (ქალის შექნმის ალტერნატიული ვერსია)


ერთხელ ღმერთთან მამაკაცი მივიდა და თავის მოსაწყენ ცხოვრებაზე წუწუნი დაიწყო. ამბობდა, რომ სულ მარტო იყო ამ მშვენიერ პლანეტაზე და ხმის გამცემი არავინ ჰყავდა.

ღმერთმა იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ შეექმნა მეორე ადამიანი, რადგან რაც მასალა ჰქონდა, მთლიანად კაცის შექმნაზე დახარჯა. არ უნდოდა მას კაცი უარით გაებრუნებინა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ქალის შექმნა გადაწყვიტა.

მან აიღო მზის ნათელი სხივები – მომაჯადოებელი განთიადის ყველა ფერი, ჩაფიქრებული მთვარის მოწყენილობა, გედის სინარნარე, კნუტის სინაზე, მაგნიტის მიზიდულობა და როდესაც ეს ყველაფერი მოაგროვა, მის წინაშე ულამაზესი არსება წარსდგა. მაგრამ, მას არ გააჩნდა დედამიწაზე ცხოვრების უნარ-ჩვევები.
ეს მეტისმეტად «ტკბილი» არსება რომ დაეცვა, მან ქალს ცივი ვარსკვლავების ციმციმი, ქარის ცვალებადობა, ღრუბლების ცრემლები, მელას ეშმაკობა, ბუზის შემაწუხებლობა, ზვიგენის სიხარბე, ვეფხვის ეჭვიანობა, კრაზანის შურისმაძიებლობა, ოპიუმის ბანგი დაამატა და სიცოცხლე შთაბერა.
ღმერთმა ეს ქმნილება კაცს მიუყვანა და კატეგორიულად უთხრა:

– წაიყვანე ისეთი, როგორიც არის და მისი გადაკეთება არც კი სცადო!

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageხორცშესხმული ანგელოზი
სიცოცხლის ფასი

რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?

image

0
184
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0