x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ზიგმუნდ ფროიდი- ლეონარდო და ვინჩი და მოგონებები მის ბავშვობაზე
image

დიდმა ავსტრიელმა ფსიქოლოგმა და ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა, ზიგმუნდ ფროიდმა 1910 წელს დაწერა ნაშრომი „ლეონარდო და ვინჩი და მისი ბავშვობის მოგონებები“. ფროიდმა სახელგანთქმული იტალიელი მხატვრის პიროვნება და შემოქმედება ფსიქოანალიზის თეორიის ჩარჩოში განიხილა.ფროიდის ნამუშევრის მიზანი იყო ლეონარდოს სექსუალურ ცხოვრებაში არსებული შეკავებების და მისი სამხატვრო შემოქმედების ახსნა. მისი ინტერპრეტაციების უმრავლესობა ეფუძნება ლეონარდოს ბავშვობის დროინდელი ფანტაზიების ანალიზს.

image


"ჯერ კიდევ აკვანში ვიყავი, როდესაც სვავი მოფრინდა, გამიღო პირი მისი კუდით და მრავალჯერ დამარტყა ტუჩებზე“-იხსენებდა ლეონარდო. ფროიდი ფიქრობდა, რომ ეს კონკრეტული ფანტაზია სიმბოლურად გამოხატავდა ჰომოსექსუალური და ინფანტილური დამოკიდებულების თემებს. ერთის მხრივ, სვავის კუდი არის ფალოსის სიმბოლო, კაცის ჰომოსექსუალური ფანტაზიები ფელაციის შესახებ (ოროგენიტალური სექსუალური კონტაქტის ფორმა. ) მეორე მხრივ, სვავი წარმოადგენს დედას, ასოციაციას, რომლის არაპირდაპირი დასტური ფროიდმა ეგვიპტურ მითოლოგიაში მოიძია. ამ შემთხვევაში, კუდი არის მკერდი; ლეონარდოს ფანტაზიის გამოხატულება არის ძლიერი სურვილი დაბრუნდეს ორალური დამოკიდებულების დაცულ დედობრივ სამყაროში.ფროიდი ასევე პარალელს ავლებს ორალურ სექსთან.ამ შემთხვევაში უკვე სრულიად გასაგებია, თუ რატომ მიაკუთვნებს ლეონარდო ამ ფანტაზიას ძუძუმწოვარა ასაკს. (ვინაიდან ფროიდი თვლის რომ წოვისაგან მიღებული სიამოვნება, შემდგომში განვითარებას განიცდის ორალური სექსის სახით). ეს არის ერთგვარი რემინისცენცია დედის ძუძუს წოვის შესახებ, რაც ადამიანურად მშვენიერ სცენას წარმოადგენს და რასაც ის არა ერთხელ გამოსახავდა თავისი ფუნჯით. თუმცა ფროიდი თვლის რომ ეს რემინისცენცია ლეონარდოს მიერ იყო გადამუშავებული პასიური ჰომოსექსუალური ფანტაზიის სახით. მაგრამ საიდან არის ეს დედის გაიგივება სვავთან? ამ შემთხვევაში ფროიდი თვლის რომ ეს გაიგივება საწყისს იღებს ეგვიპტელთა საღვთო იეროგლიფებიდან, სადაც დედის სიმბოლო გამოსახულია სვავის სახით.


image


იმის გამო, რომ დედამისი ყოფილიყო ლეონარდოს სიყვარულის ერთადერთი ობიექტი მთელი ცხოვრების განმავლობაში, მან უარი თქვა ხორციელ გრძნობებზე და ლიბიდოს უდიდესი ნაწილი მოახმარა მეცნიერულ და შემოქმედებით შრომას. ლიბიდოს ის მცირე ნაწილი ტრანსფორმირდა ბიჭებისადმი სიყვარულში. მიუხედავად ამისა, ლეონარდო გულგრილად ექცოდა ბიჭებს, რადგან მთელ ენერგიას დედის სიყვარულს ახარჯავდა. ამგავარად, მისი ჰომოსექსუალობა ემსახურებოდა დედის სიყვარულის დაცვას.ფროიდი თვლის რომ ლეონარდო ნამდვილად მიეკუთვნება ჰომოსექსუალურ ტიპს, რომლის ფსიქოლოგიური განვითარების აღმოჩენა შესაძლებელი გახდა ჩვენთვის, და ის ჰომოსექსუალური ფანტაზია რომელიც მას გააჩნდა სვავის შესახებ ჩვენთვის გასაგები ხდება. ეს ფანტაზია ამბობს: “მე გავხდი ჰომოსექსუალური იმიტომ, რომ დედის მიმართ მქონდა ეროტიული დამოკიდებულება”. სიყმაწვილეში ლეონარდოს სექსუალური დათრგუნულობა აისახა შემოქმედებაზე, მიუხედავად მისი ნიჭიერებისა ლეონარდო არაერთხელ ჩაფლავდა ხატვისას და შექმან ბევრი „დაუსრულებელი შედევრი“, რის გამოც ყოველთვის უკმაყოფილო იყო.

image


დაახლოებით 50 წლის ასაკში ის გაახალგაზრდავდა და ახალი ცხოვრება დაიწყო, რაც განპირობებული იყო დედის სიყვარულის განმეორებითი განცდებით, ამას კი ლეონარდო იმ ქალის დახატვითა და მასთან შეხვედრებით აღწევდა, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა, როგორც მონა ლიზა. ფროიდი თვლის რომ თუკი ფსიქოანალიზი ვერ ხსნის ლეონარდოს შემოქმედებითობის მიზეზებს, ის შესაძლებელს ხდის მისი ტალანტის გამოვლინებებისა და ნაკლოვანების შემეცნებას. მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, რომელმაც განვლო ლეონარდოს ბავშვობა, შესძლებდა დაეწერა “მონა ლიზა” და “წმინდა ანა”, თავისი ნაწარმოებისათვის მსგავსი ბედისწერა მიენიჭებინა და მოეხდინა პროგრესირება შემეცნების სფეროში, თითქოს და მისი ქმნილებებისა და წარუმატებლობების გასაღები სვავის შესახებ ბავშვურ ფანტაზიაში იმყოფება.


0
317
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო თენიეშვილი
ანანო თენიეშვილი
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0