x
image
George Chubini
ალელი მაჭარაშვილების ისტორიული სახლი, რომელიც უპატრონობით ინგრევა

image
საქართველოში არსებული ერთი და იმავე გვარიდან რამდენიმე სასულიერო პირია ცნობილი. ეს ერთგვარი ტრადიციაც იყო, ერთ ოჯახში ხშირად რამდენიმე სასულიერო პირიც იყო. ასევეა სოფელ ალში მცხოვრები მაჭარაშვილების შემთხვევაშიც. ეს გახლავთ მაჭარაშვილთა საცხოვრებელი სახლი სოფელ ალში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. სახლი მე-19 საუკუნის მიწურულშია აგებული. ადგილობრივთა ცნობით ამ სახლში სულ ბოლოს სამი ძმა ცხოვრობდა, სამივე სასულიერო პირი იყო. მაჭარაშვილთა გვარიდან მართლაც რამდენიმე სასულიერო პირი ფიქსირდება, თავიანთი ამაგით და კეთილი საქმეებით. ცნობები გაბნეულია მე-19 საუკუნის პერიოდულ პრესაში. მათი საფლავები სოფელ ალში, კვირაცხოვლის ეკლესიის ეზოშია, განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი, ფოთის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, საზოგადო მოღვაწე, რომლის დაკრძალვას ალში თვით ნიკო ნიკოლაძე და ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) დასწრებიან სხვა მრავალ პირთან ერთად.
როგორც ადგილობრივები ამბობენ დღეს სახლის პატრონი არავინ დარჩა და უპატრონობით ინგრევა.

image

ეთნოლოგი, პროფესორი ნოდარ შოშიტაშვილი სახლის საინტერესო აღწერას გვთავაზობს: “სახლი რაიმე კონკრეტულ ტიპს არ მიეკუთვნება. ეკლექტიკაა, მასში შეერთებულია რამდენიმე მიმართულება. ეს არის მეცხრამეტე საუკუნის მერე ნახევარში და მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართლის სოფლებში დამკვიდრებული ე.წ. ქალაქური სახლი, რომელიც ჯერ გავრცელდა პროვინციულ ქალაქებში, ჩემდეგ სოფლებში, ჯერ არისტოკრატიის და ინტელიგენციის, შემდეგ კი შეძლებული გლეხების მიერაც. სწორედ ასეთ სახლებში დაიწყეს გადასვლა ერდო-გვირგვინიანი და ბანიანი სახლებიდან შეძლებულმა მუსახლეობამ. სახლი ნახევრად ბელეტაჟზეა, ოღონდ, ქვედა ნაწილსაც აქვს გამოყენება. აქ ზოგჯერ მარანი ეწყობოდა, ქვევრები იყო ჩაყრილი. სიგრილის გამო ზამთრის ჭირნახული ინახებოდა. გამართულ ყაფაზებზე ხილი, ჩამოკიდებული ჯაგნები, დაბალი სიმაღლის გათხილ ორმოში კარტოფილი... ტრადიციული წინკარი ანუ საჩეხი აივნად გადაიქცა, ამ შემთხვევაში სადა, "ფარდების" გარეშე. საყრდენი სვეტები ქართული აგურით, საყრდენი კედელი კომბინირებული: რიყის ქვა (მ. შ. ფლეთილი) და კარ-ფანჯრის ღიობებში ქართული აგური. ტიხრები, რუსული გავლენით აფიცრული ან ე. წ. "გარბილებით", შემდეგ კი ტკეჩით "ატკეჩილი", შემდეგ კი გაჯით შელესილი. იქაური გავლენითვეა ფასადის კედლები შეღებილი, - ქვედა ნაწილი ლურჯად, ზედა თეთრად შეფეთქილი, შუაში დარდამავალი კანტით. იმავე სტილშია შეღებილი კარ-ფანჯრების ჩარჩოები. ფანჯრების მორთულობაში გაკრთება რუსული კლასიციზმის ნიშნებიც. გადახურვა ოთხფერდა, სახლის გეგმარების მიხედვით ოთხკუთხად წაგრძელებული. ბურვილი, ტრადიციული ქართული, ღარიანი (უფრო იმერული)! ცხადია, ისტორიის ნაწილია!"


გიორგი ჩუბინიძე


imageimageimageimageimageimageimage

ფოტოები მოგვაწოდა რუსუდან ჩარექიშვილმა.




0
198
1-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0