x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თანატოლოგია-მოძღვრება სიკვდილის შესახებ


თანატოლოგია-შეისწავლის სიკვდილის ნიშნებს, გამომწვევ მიზეზებს, სიკვდილის წინა და სიკვდილის შემდგომ პროცესებს. ის დაინტერესებულია სიკვდილის პროცესის დინამიკით, კლინიკური, ბიოქიმიიური და მორფოლოგიური ცვლილებებით, რომლებიც თან სდევს ორგანიზმის სიკვდილს. სიტყვა ნაწარმოებია ბერძნულიდან-thanatos-death; ology-სუფიქსი, რომელიც ბერძნული სუფიქსიდან-logia(speaking) წარმოდგება. ბერძნულ მითოლოგიაში თანატოსი(სიკვდილი) და ჰიპნოზი(ძილი)
იყვნენ ტყუპი ღვთაებები. imageთანატოლოგია, როგორც სამეცნიერო დარგი, არ არსებობდა
1903 წლამდე, მანამ, სანამ გამოჩენილმა მეცნიერმა Elie
Metchnikoff-მა მოითხოვა ისეთი მეცნიერული
დისციპლინის ჩამოყალიბება, რომელიც მიეძღვნებოდა სიკვდილის შესწავლას.ის ვარაუდობდა, რომ ადამინის ცხოვრების
შესწავლა არ იქნებოდა სრულყოფილი, თუ სისტემატური ყურადღება არ მიექცეოდა გარდაცვალების თემას. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა სწავლული აღმოჩნდა მისი მომხრე. სიტუაცია შეიცვალა
მეორე მსოფილო ომის დროს, როცა მსხვერპლის რაოდენობამ და სიკვდილით გამოწვეულმა სევდამ პიკს მიაღწია. ეგზისტენციალი ფილოსოფოსები დაინტერესდნენ სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხით. მკვლევარებმა, როგორიც იყო herman feifel, სააშკარაოზე გამოიტანეს დასავლური საზოგადოების
ტაბუდადებული თემა სიკვდილი, რამაც გზა გაუხსნა კომუნიკაციის განვითარებას. საერთაშორისო ძალისხმევამ თვითმკვლელობათა პრევენციისთვის პასუხი გასცა იმ ხალხის ტკივილს, ვინც ასეთ
მძიმე გადაწყვეტლებას იღებდა და ასევე მათი ოჯახებისა და მეგობრების. უიმედო ავადმყოფების შემსწავლელმა მოძრაობამ გამოავლინა მზრუნველობის განახლებული მეთოდები მომაკვდავთათვის, მგლოვიარეთათვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტო ხვდებოდა განსაცდელს.

image
თანატოლოგიური გამოწვევები 21-ე საუკუნეში მოიცავს ისეთ საკითხებზე ყურადრების გამახვილებას, როგორიცაა ევთანაზია, ბავშვთა უფლებები, ცხოვრებისეული ჩვევები:გადამეტებული ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს ჭარბი რაოდენობა და გადამეტებული სიჩქარე მანქანით მოძრაობისას.

სოციალური მეცნიერებები, როგორიცაა ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურილი ანთროპოლოგია, არქეოლოგია, თანატოლოგიას შეისწალიან როგორც ინდივიდუალური, ისე კულტურული კუთხით. ინდივიდუალურ მხარეს უფრო მეტად ფსიქოლოგიაში
ექცევა ყურადღება, სიკვდილთან დაკავშირებული აზრები, გრძნობები, შიში, ასევე სიკვდილის აცილების მოტივები მისი სფეროა.
imageასევე აღსანიშნავია, განვითარების ფსიქოლოგიაში ის საინტერესოა იმ კუთხით, რომ თანატოლოგია სწავლობს როგორც მომაკვდავის, ასევე მისი ახლობლების გრძნობებს, ფიქრებს, დამოკიდებულებებს,
ქცევებს და ეხმარება მათ შიშისა და ტკივილის დაძლევაში, image
და რაც მთავარია, თანატოლოგია სრულყოფს განვითარების ფსიქოლოგიის შესასწავლ სფეროს-ადამიანის განვითარებას ჩანასახიდან
სიკვდილის ჩათვლით.

0
421
1-ს მოსწონს
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0