x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალასკას ქალაქი, რომელიც სავსეა არწივებით
image
უნალასკა ალასკას შტატის პატარა ქალაქია, სადაც თეთრთავა ფსოვებს ისევე ხშირად შეხვდებით, როგორც ნიუ-იორკში, ან თუნდაც აქ, საქართველოში, მტრედებს.

ეს ქალაქი გთავაზობთ ალასკის შეუდარებელი ბუნების კლასიკურ მაგალითებს, თუმცა, ამავე დროს არც თუ ისე ნაკლებად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის სავსეა არწივებით.

ზოგ ქალაქს ვირთხების სიმრავლე აწუხებს, ზოგს - ბუზების, ზოგს კი - კოღოების. უნალასკას არწივების პრობლემა აქვს.
600 არწივი მხოლოდ რამდენიმე კვადრატულ მილზე - ეს არაბუნებრივი რაოდენობაა.


აღმოჩნდა, რომ არწივების სიმრავლე გამოწვეულია უნალასკას კარგი პირობებით, რომლებიც ხელს უწყობენ ჩიტებს საჭმლის ადვილად მოპოვებაში.

მკვიდრი მოსახლეობა მიჩვეულია ცხოვრებას ჩიტებთან ერთად, მაგრამ ეს მტაცებლები ზოგჯერ დიდ პრობლემებს ქმნიან.
ისინი ხომ მტრედები არ არიან და მათგან განსხვავებით, ბასრი ბრჭყალები და ნისკარტი აქვთ, არც ბრძოლის ეშინიათ საკვებისათვის და ბახალების დასაცავად.

თურმე ყოფილა შემთხვევა, რომ არწივი თავს დასხმია ბიჭს, პიცით ხელში, პიცა წაურთმევია, დაშავებულისთვის ნაკერები დაუდიათ.


რის გაკეთება შეუძლია მოსახლეობას? სულაც არაფერის.
ეს ჩიტები დაცულია 1940 წლის ‘თეთრთავა ფსოვების და დაცვის აქტით’.


უყურეთ ვიდეოს, რათა დარწმუნდეთ, რომ უნალასკა პატრიოტულად კოშმარული ჯოჯოხეთია.

0
122
5-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0