x
image
ეკო 28
დაუვიწყარი კოცნა

"შეხვედრაზე მაგვიანდება, უნდა გავიქცე" - თქვა მან, მხარზე ქურთუკი მოიგდო და სასწრაფოდ გავარდა სახლიდან. გოგონა მაშინვე დაედევნა მამიკოს, "დაიცა, დაიცა“ - უძახდა და კიბეზე ჩარბოდა, მაგრამ მამა უკვე წასული იყო.


"მას დასამშვიდობებელი კოცნა დაავიწყდა"- დაიჩურჩულა აკანკალებული ხმით, გულის სიღრმიდან რომ ამოსდიოდა. გოგონას პირი ქაღალდივით 'დაიჭმუჭნა', თუმცა ეს არ იყო ნიშანი ტირილის დასაწყისისა. პირიქით, მის სახეზე სიმტკიცე აღბეჭდილიყო და ვერც კი შეამჩნევდით აღელვებას. მამას დაურეკა: "ისე წახვედი, რომ არ გიკოცნია", - თქვა მან დამადანაშაულებრივი ტონით. "ვწუხვარ საყვარელო" - უპასუხა მამამ მომნანიებელი ხმით. "არაუშავს" - თქვა მან, ისე, როგორც ამას ზრდასრული ადამიანები აკეთებენ და ყურმილი დაკიდა.

საუზმის დრო მოღუშულმა გაატარა, შემდეგ ჩაიცვა ფეხსაცმელი, აიღო სასკოლო ჩანთა და ხელების ქნევით გავიდა გარეთ.

როგორც კი კიბეზე ჩავიდა, სახლთან მანქანა შემოსრიალდა, მანქანიდან მამიკო გადმოვიდა, გოგონას სახე კი ნაძვის ხესავით აენთო. "ვწუხვარ, დამავიწყდა"-თქვა მამამ, ხელში აიყვანა და ჩაეხუტა. გოგონას არაფერი უთქვამს, მხოლოდ იღიმოდა, თანაც ისე, რომ შესაძლოა ყბაც კი სტკიოდა.

თხუთმეტი წლის შემდეგ არავის ეხსომებოდა, რომ ამ კაცმა შეხვედრაზე დააგვიანა. მაგრამ პატარა გოგო არასოდეს დაივიწყებდა,
რომ მამა სამსახურიდან დაბრუნდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მისთვის ეკოცნა!

image

0
181
5-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0