x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 მითი,რომელსაც სილამაზის სალონებში მოისმენთ
იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები, თამამად შეგიძლიათ ეს 5 მითი არ გაითვალისწინოთ.

image

1.არაა საჭირო თმის ხშირი მელირება

ბევრი სტილისტი თვლის, რომ ძირების შეღებვასთან ერთად, თმა მთელ სიგრძეზე უნდა შეიღებოთ. გამოცდილი სტილისტი კი ტონებს შეარჩევს და ძირებზე მუქ ტონს დაიტანს, რომელსაც სიგრძეზე გაანაწილებს. თუ თქვენი სტილისტი ძირების ყოველ შეღებვაზე თმას ერთ ტონში გიღებავთ და ხელახლა აკეთებს მელირებასა თუ ომბრეს, დროა სხვა სტილისტის ძებნა დაიწყოთ.



2.არ გჭირდებათ აღდგენითი პროცედურები

ასევე ბევრი სტილისტი არწმუნებს კლიენტს, რომ თმა სავალალო მდგომარეობაშია და შეღებვის წინ აღმდგენი პროცედურაა საჭირო. ხარისხიანი საღებავები თავად ზრუნავენ თმაზე, მით უფრო, რომ თმის გამაჯანსაღებელი პროცედურები თავადაც შეგიძლიათ გაიკეთოთ სახლში, ნიღბების თუ ზეთების გამოყენებით.


3.არაა აუცილებელი თმის მოვლის ყველა საშუალების ყიდვა

კარგ შამპუნზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ, მაგრამ ბალზამზე, კონდიციონერსა თუ ნიღაბზე შეგიძლიათ უარიც თქვათ. სწორედ ხარისხიან შამპუნზეა დამოკიდებული, რომ თმა არ გამოშრეს და არ გაუხეშდეს.


4.არაა აუცილებელი თვეში ერთხელ თმის შეჭრა

თმა რომ სწრაფად გაგეზარდოთ, თვეში ერთხელ უნდა დაიმოკლოთ-ეს მითია. თმა ძირიდან იზრდება, რომელსაც არაფერი ესაქმება იმასთან, თუ სიგრძეში რამდენს მოაჭრით. სხვა საქმეა ბოლოჭამიები, რომლებიც არაესთეტიკურად გამოიყურება, მაგრამ ვერც მათ უშველით მხოლოდ შეჭრით. თმა და თმის ძირები უნდა კვებოთ.


5.არაა აუცილებელი თავის ყოველდღე დაბანა

ამით მოგებულნი-მხოლოდ შამპუნის მწარმოებლები არიან. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაიბანოთ თმა 2-3 დღეში ერთხელ.

0
167
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0